მარტოსული იყო ლაზარე და ამ მარტოობას დასტიროდა მუდამ.
- რა გატირებს, ლაზარე, შე ღვთის გლახა?
ლაზარეს უამრავი რამე ატირებდა.... ის, რომ აღარ უყვარდათ, სილამაზით ტკბობა აღარ შეეძლოთ და ერთმანეთისაც აღარ სჯეროდათ ადამიანებს... და კიდევ ის, რომ ყველას დახმარება არ შეეძლო.
- ქვეყანა ვის გაუსწორებია, რომ შენ გაასწორო, ლაზარე, შე საცოდავო....
თავისას ცდილობდა ლაზარე მაინც....
სხვას ტკივილს ურჩენდა და თვითონ სტკიოდა, სხვას ანუგეშებდა და თვითონ სასოწარკვეთილი დადიოდა, სხვას აძლევდა ყველაფერს და თვითონ არაფერი ებადა, ყველასი იყო ლაზარე და თვითონ არავინ ჰყავდა, სხვას აცინებდა და თვითონ ტიროდა.....
- რა გატირებს, ლაზარე, შე ღვთის გლახა?
არავინ იცოდა, რამდენი წლისა იყო ლაზარე, ზოგი ბავშვად თვლიდა, ზოგი – კაცად, ზოგი კი – მოხუცად. ერთხანს იდავეს სოფელში ამის გამო და მერე დაივიწყეს, საზრუნავი ისედაც უამრავი ჰქონდათ.
თავისი არქონით ბედნიერი იყო ლაზარე.
- "რაი მივაგო უფალსა ყოველთათვის, რომელი მომაგო მე?"
ერთ ღარიბულ ქოხში ცხოვრობდა ლაზარე, მერე მოვიდა ვიღაც მდიდარი კაცი და მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ სჭირდებოდა ეს ქოხი, მაინც გამოაძევა იქიდან.
საყვედურიც არ უთქვამს ლაზარეს...
სოფელიც არ გამოესარჩლა დიდად. კი ეცოდებოდათ ლაზარე, მაგრამ მდიდარი კაცის უფრო მეტად ეშინოდათ, თანაც საზრუნავი ისედაც უამრავი ჰქონდათ და კიდევ ერთს ვერ დაიმატებდნენ.
სულაც არ სწყენია ლაზარეს მათი გულგრილობა, ისევ ძველებურად უყვარდა ისინი.
სოფელიც იფერებდა ამ სიყვარულს, ვითომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო.
- წყალი ამომატანინე, ლაზარე, ღმერთი დაგლოცავს.
- ბოსტანი მაქვს მისახედი, ლაზარე და უნდა წამეხმარო როგორმე, დაგიფასებს უფალი.
- გასაქცევი ვარ, ლაზარე და ამ ბავშვებს მიმიხედე ცოტა ხანს, მაცხოვარი გადმოგხედავს მოწყალე თვალით.
არც უყვარდათ და არც ეჯავრებოდათ სოფლელებს ლაზარე... ლაზარეს კი მზე და მთვარე ამოსდიოდა მათზე.
როცა ძალიან უჭირდა სოფელს, სწორედ მაშინ გამოჩნდებოდა ლაზარე და მოიყოლებდა უჩვეულო ნათელს, კარდაკარ ჩამოარიგებდა იმედსა და სიკეთეს. ამასაც შეეჩვივნენ სოფლელები, უჩვეულოს ვეღარაფერს ხედავდნენ ამაში.
მარტოსული იყო ლაზარე და ამ მარტოობას დასტიროდა მუდამ.
- რა გატირებს, ლაზარე, შე ღვთის გლახა?
ლაზარეს სხვისი წუხილი ატირებდა, თორემ თვითონ რა ჰქონდა სადარდებელი, უფალს უყვარდა იგი...
- ბეჭებზე რა ჭრილობები გაქვს, ლაზარე?
-ბოროტებამ წამაგლიჯა ცაში ასაფრენი ფრთები.
ხეები უყვარდა ლაზარეს, კიდევ მზე და პატარა ჩიტები.
ადამიანების უმადურობით უფრო ძლიერდებოდა ლაზარე.
ერთ დღეს მდინარეში იხრჩობოდა მდიდარი კაცი, სოფელში არავის უყვარდა იგი, თავის გაწირვას არავინ აპირებდა.
ღრიალებდა მდინარე და თავისკენ იწვევდა მსხვერპლს.
- მე ცოლ-შვილი მყავს სარჩენი, უფალი მიწყენს ასე უაზროდ რომ დავიღუპო.
- იხრჩობა და ახია მაგაზე, ვეღარ უშველის თავისი სიმდიდრე.
- თავის დროზე რომ მოეხედა ჩვენთვის, იქნებ ახლა ჩვენც გაგვენძრია ხელი ცოტათი...
სატირლად ემზადებოდა ცა, გაბუტული ბავშვივით ტუჩები გამობუსხა მზემ.
- სად მიეხეტები, ლაზარე, შე საცოდავო?
ცოცხალმკვდარი ამოათრია წყლიდან მდიდარი კაცი ლაზარემ. ძლივს იდგა ფეხზე თვითონაც. მიწაზე დაემხო და ასე იწვა დიდხანს, ვერავინ გაბედა ახლოს მისვლა.
ცრემლებად იღვრებოდა მდიდარი კაცი.
- არავინ ჰყავს და მაგიტომაც გაწირა თავი, თან სულელია ცოტა, – ჩაიბუზღუნა სოფელმა და თავი დახარა.
სცდებოდა სოფელი, უფალი ჰყავდა ლაზარეს.
სოფლელები თვალებში ვეღარ უყურებდნენ ერთმანეთს.
სოფელს იმიტომ არ უყვარდა ლაზარე, რომ ეშინოდა მისი სიკეთის, რომლის ფონზეც უფრო მკვეთრად ჩანდა მათი ბოროტება.
- ახლა რაღა გატირებს, ლაზარე?
- ჭრილობები მტკივა... ძალიან მტკივა...
- ფრთები ამოსდის ლაზარეს, – შიშით თქვა და უკან დაიხია სოფელმა.
გამოქვაბულში დასახლდა ლაზარე. იწვა და ელოდა. ელოდა დღეები, თვეები, წლები და საუკუნეებიც კი... ელოდა და სტკიოდა. ეს ტკივილი აძლევდა იმედს. გრძნობდა მოწევნულ იყო ჟამი, როცა ეტყოდნენ:
"აღდეგ, ლაზარე და გამოვედ გარეთ."
თვით სიკეთე იყო ლაზარე, ციდან ჩამოსული სოფლად.
"სოფელმა კი ვერ იცნო იგი."
magariaaa
ძალიან მომეწონაა...რამის ვიტირე;(
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია