ყოველთვის, როცა სიტყვა შეყვარებულებზე ჩამოვარდება,
მაშინვე ბექა გამახსენდება ხოლმე და მეშინია...
არ ვიცი კი რისა.
მეშინია სიკვდილისა თუ სიყვარულის...
არა! არა!
სიკვდილისა ნამდვილად არ მეშინია.
ალბათ სიყვარულისა მეშინია;
თუმცა რას გაიგებ, იქნებ სიყვარულისა იმიტომ მეშინია, რომ შეიძლება სიკვდილს დაატარებდეს თან...
ოთახში ორნი იყვნენ. ფანჯრიდან მთვარის შუქი შემოდიოდა და მკრთალად ანათებდა კედლებს. ოთახი იყო ძველებური, შემურული ჭერით და კედელზე გაკრული ფარდაგებით. ერთ კუთხეში ფარი, ხმალი, ხანჯალი, სამკლავე და ჯაჭვის პერანგი ეკიდა ერთიმეორის მიყოლებით. კიდევ ეკიდა სხვადასხვა იარაღი.
მთვარე ხან ძლიერად გამოაშუქებდა, ხან ფერმკრთალდებოდა.
ოთახში ორნი იყვნენ და ლაპარაკობდნენ, უფრო სწორად, ერთი ლაპარაკობდა, მეორე კი ყურს უგდებდა.
- ის ქერათმიანი ჩემი მეუღლე იყო, მერე იმასთან დაიწყო სიარული.
- ვისთან, მაღალი, გამხდარი რომ არის?
- ჰო, სათვალეებიანი რომ არის, იმასთან. იმ ბიჭს ვაჟა ჰქვია. ერთი თვის უკან ირინამ გამომიცხადა, რომ ვაჟას მიჰყვება ცოლად.
- მერე?!
- არაფერი. ჯერ ხელი არ მოუწერიათ.
- შენ არაფერი უთხარი?!
- მე, მე არაფერი. არც კი ვიცი, რა უნდა ვუთხრა. ისე კი, მართლა მიმძიმს. აი ახლა, ამ წუთშიც მიყვარს.
ორივე ჩუმად არიან.
ბექა ადგა და სპილენძის კოდიდან თასით სვიანი ლუდი ამოიღო. ჯერ სტუმარს დაალევინა, მერე თვითონ დალია. ესიამოვნა ცივი ლუდი. ფანჯრიდან გარეთ გადაიხედა. სოფლის განაპირას სათიბებში დადგმული კარვები გამოჩნდა.
- სულ რამდენი ხართ? - შემობრუნდა ბექა.
- თვრამეტნი ვართ.
- არხოტში ჯუთიდან გირჩევნიათ გადასვლა, - თქვა ბექამ და ისევ დაწვა.
კარგა ხანს ჩუმად იყვნენ. მერე ბექამ იკითხა:
- გიყვარს?
- ახლა უფრო მეტად, - თქვა სტუმარმა.
- ბავშვი არა გყავთ?
- ორი წლის გოგო გვყავს, იამზეს ვეძახით. ძალიან ჰგავს დედას. შეიძლება არც გავშორდეთ.
- რა?!
- შეიძლება არ გავშორდეთ-მეთქი.
ორივე გაჩუმდა. მთვარემ უფრო ძლიერად გამოანათა.
ბექა იწვა და თავის არსებაში რაღაცას ებრძოდა. არასოდეს უყვარდა თავის თავზე ლაპარაკი. ახლა კი თავისთავად გადმოხეთქა დაგროვილმა სიყვარულმა ბექას შეუვალი სამყაროდან და ერთხელ კიდევ დალია ცივი ლუდი.
- აუჰ, კარგია! - თქვა სტუმარმა.
ბექამ ფანჯრიდან კარვებს გადახედა და რატომღაც გაიფიქრა: „ახლა ამის ცოლი იმასთან ათენებს კარავში. ამას კი უფრო მეტად უყვარს“. ბექას სტუმარი შეებრალა და სხვა დროს, რომ სიტყვას ვერ ამოაღებინებდი სიყვარულზე, ახლა მოუნდა ეთქვა ვიღაცისთვის და - შუაღამისას, გუდამაყარში განთქმული დეკანოზის შვილიშვილი, ბექა ჩოხელი, თავის სტუმარს დაკარგულ სიყვარულზე უყვება:
- ნინო ერქვა... ჰო, კი არ ერქვა, ახლაც ჰქვია. ერთ მერხზე ვისხედით. ჩვენს კლასში მარტო ის ერთი გოგო იყო. კლასში სულ რვანი ვიყავით და როცა ფეხბურთს ვთამაშობდით, ხან ჩემს მხარეზე იყო ნინო და ხან - იმის მხარეზე. ნინოს ყოველთვის კარში ვაყენებდით. იმას გურამი ჰქვია. მეხუთე კლასში ორივეს შეგვიყვარდა. ნინომაც გაიგო და ამის მერე ყოველთვის ჩემს მხარეზე დგებოდა კარში. მეექვსე კლასში უარი გამოგვიცხადა ფეხბურთის თამაშზე და დავრჩით შვიდნი.
ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა დღე, რო ნინო არ იდგეს იმ დღის დილაში ან საღამოში. დგას და მიყურებს. აი ახლაც მიყურებს. ვიცი, რომ მიყურებს, თუმცა არა, ნინოს მე ვუყვარდი, ერთად დავდიოდით ტყის ნიორაზე, ქორწილებში, ხატში. ხან სიზმრებს მიყვებოდა. სიზმრები იცოდა ლამაზი, მეუბნებოდა, ცა ეკრანია და ზედ სიზმრები ერთმანეთს არ აცდიან ჩემს გართობასო. შუაღამისას გვიმგზავრია ერთად. ცაზე სავსე მთვარე იყო. მიხაროდა, რომ შეიძლებოდა რამე საფრთხეს გადავყროდით და შემეძლებოდა ნინოს დაცვა, იმასაც უხაროდა და არ იცი რა, უცებ გაჰყვა იმას ცოლად...
ისეთი გულცივი გახდა, ხმაც აღარ გამცა. გესმის, თითქოს არც კი მცნობდა. მე კი, როგორც შენ ამბობ, ახლა უფრო მიყვარს. ვწევარ ხოლმე, აი, ამ ტახტზე და ვოცნებობ. ისეთივე ნინო მყავს ოცნებაში, ქერათმიანი, ოდნავ სუსტი. ცაზე დიდი მთვარეა. ჩვენ მთიდან მოვდივართ, მე მიხარია, რომ ნინოს დაცვა შემიძლია. იმასაც უხარია და სიზმარს მიყვება. სადღაც მგლები ყმუიან. მე პაპაჩემის ნაქონი ხანჯალი მაქვს თან. აი, ის, კედელზე რომ ჰკიდია. რატომ მიღალატა, არ ვიცი. იმას კი ვერავინ დამაჯერებს, რომ არ ვუყვარდი, თუმცა შენ გარდა ასე გულახდილად არავისთან მილაპარაკია ამის შესახებ და იცი...
ბექა უცებ შეკრთა:
მისი სტუმარი ხვრინავდა...
* * *
სასამართლოს უამრავი ხალხი ესწრებოდა. გამოძიება დიდხანს არ გაგრძელებულა.
ბექა იჯდა და არავის უყურებდა. როცა მოსამართლემ ჰკითხა, რა მიზეზით მოკლა სტუმარი, მან ასე განაცხადა:
- არ ვიცი...
როცა მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა, ბექას ძარღვიც კი არ შესტოკებია სახეზე. ის იმ დროს ქმრის გვერდით მჯდარ ნინოს თვალებს წააწყდა და იმ წუთში ვერც კი მიხვდა, რას ნიშნავდა სიტყვა - დახვრეტა. როცა სადმე სიყვარულზე საუბარს მოვკრავ ყურს, მაშინვე ბექა მახსენდება და რატომღაც მგონია, რომ როცა დასახვრეტად მიჰყავდათ, მაშინაც კი დაკარგული სიყვარულის დაბრუნებაზე ფიქრობდა...
:( :( :( ai isetia,ragacnairi...
სიმართლე გითხრა კარგად ვერ გავიგე რა მოხდა... :(
verr gavigee veraferii natii:(:)
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at a robust CAGR of 8.1% during the forecast period from 2025 to 2033. One of the primary factors driving the growth of the gallium market globally is the surging demand for high-performance semiconductors and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია