ტერიერი(ძაღლის ჯიში) Bambu არის შესანიშნავი გიდი, ის შემოირბენს მთელ ლაბირინთს და ბრუნდება მხოლოდ მაშინ როდესაც მისი პატრონი ფრანკო რიჩი სტვენით ეძახის. 25 სხვადასხვა ლერწმისგან მოპირკეთებული მდელო, რომელიც გამწვანებულ ლაბირინთს ქმნის ფრანკო მარია რიჩის მფლობელობაშია. იგი არი 77 წლის,თუმცა ისე ლაპარაკობს და ოცნებობს როგორც ბავშვი, ერთხელ მან აღნიშნა: "იცით თქვენ რატომ ავირჩიე ბამბუკი? რადგან ბზა რომ ამერჩია, 20 წელი უნდა დავლოდებოდი როდის გაიზრდებოდა, ხოლო მაგდენი დრო არ მაქვს დარჩენილი."
მდინარე პოს ნაპირებს დილის მზე ანათებს, ჩვენ ვართ ქალაქ Fontanellato_ში, სადაც პატარა გზები კვეთენ Via Emilia და Autostrada del Sole გზებს, იტალიის ჩრდილოეთით და სამხრეთით გზატკეცილები თითქმის დაუსახლებელი და მიტოვებულია. ელექტრო ბოძებზე ქორები სხედან და მინდვრებზე ყანჩებს შეხვდებით. არე-მარე გარშემორტყმულია სიმწვანით და სიჩუმით, ხოლო ამ ადგილზე რიჩიმ ააშენა მსოფლიოში უდიდესი ბამბუკების ლაბირინთი.
სანამ ტურს მოგვიწყობდა ლაბირინთში, მან ჩვენ შეგვიყვანა თავის ბიბლიოთეკაში, რომელსაც მარმარილოს ქანდაკებები ამშვენებს, ხოლო კედლები დაფარულია Bodoni-ის შრიფტის კოლექციებით. მე მას ვკითხე რატომ ააშენა ლაბირინთი, მან ამაზ ფიქრი 10 წლის წინ დაიწყო, შემდეგ გაყიდა თავისი გამომცემლობა, FMR(რომლის დაბრუნებასაც ცდილობს ეხლა), ხოლო დაგროვილი თანხით დაიწყო მუშაობა ლაბირინთზე.
"უნდა მიყვე თანმიმდევრულად და ხელიდან არ გაუშვა შენი ოცნება, რომ განახორციელო, ჩემი შთაგონების წყარო ჩემი მწერალი მეგობრები არიან Borges და Italo Calvino. ლაბირინთი არის სილამაზის სიმბოლო" - განაცხადა რიჩიმ.
ლაბირინთი არის პროექტი, რომელსაც შეუძლია მიიზიდოს ათასობით სტუმარი და შექმნას მინიმუმ 20 სამუშაო ადგილი. რიჩის მიზანი იყო შეეგროვებინა ხელოვნების ნიმუშები, წიგნები, საგამოფენო ნამუშევრები, მაგრამ მან როგორც განაცხადა: "ლაბირინთი არის გზა, რაც ხალხს მოიზიდავს, რაიმე ახლის ძიების სურვილი, ფიქრი თავის დაკარგვისა და აღმოჩენის შესახებ."
ძირითადი შენობის გარშემო გაშენებულია 7 ჰექტრიანი ბაღი, ღია ფერის სტრუქტურას პირამიდა ამშვენებს. კითხვაზე, რომ მთელი ეს ნაგებობა მასონური ხომ არ არის, რიჩს გაეღიმა და თქვა: "დიახ, მე ვხედავ როგორ გაგონებთ ეს თქვენ ამას, მაგრამ სინამდვილეში მე ეს მომწონს, რადგან ეს არის სეკულარიზმის სიმბოლო."
პირამიდა მოოქროვილია შიგნიდან, სადაც წყვილებს შეუძლიათ ქორწილის გადახდა.
"მაგრამ ამ დროისთვის პროექტი არ არის ყველასთვის მოსაწონი."
პირამიდის ქვემთ არის ელეგანტური თეთრი ოთახები, რომელიც სავსეა მზის სინათლით, იგი მოიცავს სხვადასხვა სტრუქტურებს: სამი რესტორანი, საცეკვაო დარბაზი, სტუმრებისთვის განკუთვნილი რამოდენიმე ოთახი, წიგნების მაღაზია და შესაკრებად განკუთვნილი სფეროები. აგრეთვე არის არის საგამოფენო სივრცეები. "ჩვენ დავიწყეთ გამოფენა Ligabue_ეს ნაშრომებით. ჩემი იდეა არის გამოვფინო ხელოვნების ნიმუშები, ქანდაკებები და წიგნები ისეთ ადგილებზე, სადაც ახალგაზრდები, მკვლევარები და მწიგნობრები შეძლებენ ერთად შეკრებას და მუშაობას."
სანამ რიჩი გვიზიარებდა თავის შეხედულებებს მდინარე პოს მიდამოებზე და ლაბირინთის იდუმალებაზე, პატარა ძაღლი Bambu დარბოდა ლაბირინთის შესასვლელში. მისი კედლები არის საკმაოდ მაღალი, ხოლო გზა ცოტათი ტალახიანი, შიგნით ოდნავ აღწევს სინათლე. ხალხმა თავისით უნდა გაიგნოს გზა ნაკვალების წყალობით და ყურადღებით უნდა იყოს სხვისი ხმა რომ გაიგოს. Bambu არ აქვს სირთულე ამის მიმართ.
ერთი შეხედვით ადვილია გაღწევა, მაგრამ ყველა კედელი ერთმანეთს გავს და ძალიან მცირე განსხვავებაა. ერთადერთ რამ, რაც მნახველებს გზის გაგნებაში ეხმარება არის ფოთლოვანი დერეფნების სხვადასხვა ზომის სიგანე.
ადვილი წარმოსადგენია, თუ რამხელა სირთულეს წარმოადგენს ყველა სტუმრის უსაფრთხოდ შეკრება საღამოთი. მე დავიკარგე ლაბირინთში - წერს ერთ-ერთი მნახველი - ხოლო შემდეგ Bambu-ს გავყევი, რომელმაც გასასვლელამდე მიმიყვანა, ეს გავდა საგანძურის ძიებას. რიჩიმ უკვე იპოვა თავისი საგანძური, როდესაც ჩვენ ვბრუნდებოდით, ის იდგა ბიბლიოთეკაში და ეალერსებოდა წიგნის ყდას, მზად იყო გადაეშალა და შეესწავლა იგი, თავისი შინაარსიანი და ბავშვივით ცნობისმოყვარე თვალებით.
ტეგები: Italy, architecture, dog, dream, labyrinth, არქიტექტურა, დერეფანი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•