თუ თქვენ ნიუ იორკის შესწავლას ან სულაც მის დათვალიერებას აპირებთ, მისი დასავლეთ სანაპირო შეიძლება მეტად უცნაური მოგეჩვენოთ.
მდინარე ჰუდსონის ნაპირზე იგეგმება საჯარო პარკის გახსნა და მისი გაფორმება, რომელიც მოშორებული იქნება ნაპირისგან.
ზღაპრულ პარკში, რომელიც ორიგინაური სახელით გამოირჩევა "განძთა კუნძული", გაშლილ სივრცეზე წარმოდგენილი იქნება ტალღოვანი ლანდშაფტი. 2,7 აკრზე გაშენდება გამწვანებული გაზონები. პროექტის წარმომადგენელმა Caren Browning_მა განაცხადა რომ ეს ყველაფერი დაჯდება 130 მილიონი დოლარი, 113 მილიონი შემოწირულ იქნა მილიარდელი ბიზნესმენ Barry Diller_ის და მისი მეუღლის, დიზაინერის Diane Von Furstenberg_ის მიერ. ნიუ იორკი კი 18 მილიონით უზრუნველყოფს მშენებლობას.
ნიუ იორკის სანაპირო, რომელიც უზრუნველყოფს დასვენებას, გამდიდრებულია რეგიონალური რესურსებით, შესანიშნავი ხედებით, რომელიც შთაგონებულია სხვადასხვა კულტურული შეთავაზებებით - აცხადებს სითი პარკის უფროსი ვიცე პრეზიდენტი Adrian Benepe, იგი აგრეთვე ამბობს რომ Furstenberg_ის ოჯახის შემოწირულობა არის უდიდესი საჩუქარი პარკების გაშენების ისტორიაში, ეს აგრეთვე იმის დასტურია რომ აუცილებელია დიდ ქალაქებში მსგავსი ტიპის პარკების გაშენება.
პარკის მშენებლობა იგეგმება 2016 წელს. The New York Times_სი იუწყება რომ ინჟინერთა სამხედრო კორპუსმა და გარემოს კონვერსაციის დეპარტამენტმა უნდა მისცეს მას თანხმობა. მანამდე კი წარმოდგენილ მაკეტში შეგიძლიათ ნახოთ თუ როგორი იქნება ნიუ იორკის სანაპიროზე გაშენებული, გამწვანებული პარკი, რომელიც მოგწყვეტთ ქალაქის სწრაფ ტემპს და ხმაურს.
ტეგები: Island, adrian, barry, benepe, construction, diller, dreamlike, furstenberg, hudson, new_york, მეტი...park, qwelly, river, west, არქიტექტურა, განძი, დასავლეთი, ეს საინტერესოა, ზღაპრული, კუნძული, ლანდშაფტი, მდინარე, ნიუ_იორკი, პარკი, საინტერესოა, სანაპირო, ქალაქი, ჰუდსონი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•