მარტვილის საფეხბურთო კლუბი მერანი „სალხინოს“ ბაზაზე შეიქმნა საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მარტვილის რაიონში (ჭყონდიდის ეპარქიაში), რომელიც მდიდარია ფეხბურთზე უსაზღვროდ შეყვარებული ჭეშმარიტი მამულიშვილებითა და საფეხბურთო ტრადიციებით.

      მარტვილში ფეხბურთის ისტორია იწყება 1955 წლიდან, როდესაც ჩამოყალიბდა საფეხბურთო გუნდი გეგეჭკორის (ამჟამად მარტვილის) „სალხინო“, ფეხბურთის განვითარებისათვის უაღესად ერთგული მამულიშვილის გიგლა სურმავას უდიდესი ძალისხმევით.

      1955 წლიდან „სალხინო“ ბრწყინვალედ გამოდიოდა საქართველოს ჩემპიონატში, 1960 წელს კი გადავიდა საქართველოს ჩემპიონატის პირველ ჯგუფში, რომლის ძირითად საფეხბურთო ბირთვს შეადგენდნენ ისეთი გუნდები, როგორებიც იყვნენ: სოხუმის „დინამო“, ზუგდიდის „დინამო“, ფოთის „კოლხეთი“, სენაკის „ეგრისი“, სამტრედიის „ლოკომოტივი“, ლანჩხუთის „გურია“, ოზურგეთის „მერცხალი“, ბათუმის „დინამო“, ქუთაისის „დინამო“, ტყიბულის „მეშახტე“, ჭიათურის „მაღაროელი“, ზესტაფონის „მეტალურგი“, გორის „დილა“, ახალციხის „მესხეთი“, ცხინვალის „სპარტაკი“, თელავის „ნადიკვარი“, თბილისის „სინათლე“, „სკა“ ისანი, ფიზკულტურის ინსტიტუტი, და ის რომ გეგეჭკორის „სალხინო“ დამკვიდრდა მათთან ერთად იყო ბატონი გიგლა სურმავასა და მწვრთნელის ქიშვარდ ჭილაიას უდიდესი დამსახურება. 1964 წელს საფეხბურთო კლუბი „სალხინო“ ჩაიბარა სპორტულმა საზოგადოება „კოლმეურნემ“ თავჯდომარე გურამ ჭილაია, რომლის ხელმძღვანელობით „სალხინომ“ დიდ წარმატებას მიაღწია. 1972 წლამდე მწვრნელთა კორპუსს სათავეში ედგა მთავარი მწვრთნელი ბიჭიკო შალელაშვილი.

  • 1968-1977 წლებში ბატონ გურამ ჭილაიას ინიციატივითა და რაიონის თავკაცის ნოდარ ჩხოლარიას მხარდაჭერით მარტვილში აშენდა საფეხბურთო სტადიონი. ბატონი გურამ ჭილაია სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავდა საფეხბურთო ინფრასტრუქტურაზე და ფეხბურთის განვითარებაზე. წლების განმავლობაში მას გვერდში ედგნენ 1972 წლიდან ზაურ ბართაია და დაზმირ ვახანია მთავარი მწვრთნელების სტატუსით. სწორედ ბატონი დაზმირ ვახანიას მწვრთნელობის პერიოდში „სალხინომ“ უდიდეს წარმატებას მიაღწია.
  • 1977 წელს საქართველოს თასის ფინალისტი თბილისში
  • 1974 წელი ა. ჟორდანიას სახელობის თასის მფლობელი.
  • 1975 წელი მოლდავეთში ოქროს თავთავის თასზე მე-2 ადგილი
  • 1976 წელი ერევანში ოქროს თავთავის თასზე მე-3 ადგილი
  • 1978 წელი მარტვილში ოქროს თავთავის თასზე 1-ლი ადგილი.
  • 1977 წელი თბილისი ა.ჟორდანიას თასის მფლობელი.
  • 1981 წელს „სალხინოს“ მთავარი მწვრთნელი გახდა გივი კვესელავა, მწვრთნელი დემურ ჩხეტია, გუნდის უფროსი დაზმირ ვახანია.
  • 1983 წელი ქ.ცხინვალი კოლმეურნეს თასის ფინალისტი.
  • 1985 წელი თბილისი ა.ჟორდანიას თასის მფლობელი.
  • 1986 წელი თბილისი საქართველოს თასის ფინალისტი.
  • 1991 წლიდან ცნობილი მოვლენების გამო “სალხინომ“ შეწყვიტა საქართველოს ჩემპიონატში გამოსვლა.
  • 1997 წელს მარტვილის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ემილ გალდავას დიდი ძალისხმევით „სალხინო“ ჩაება საქართველოს ჩემპიონატში, მწვრთნელები მიხეილ ხელაია და გალაკტიონ ჭუბაბრია.

      საფეხბურთო გუნდ „სალხინოში“ აღიზარდნენ საერთაშორისო კლასის ფეხბურთელები: თბილისის „დინამოს“, საბჭოთა კავშირის ნაკრების ცენტრალური მცველი და გუნდის კაპიტანი მურთაზ ხურცილავა, ქუთაისი „ტორპედოს“ თავდამსხმელი, საკავშირო ჩემპიონატის მრავალგზის ბომბარდირი დევიზ დარჯანია, თბილისის „დინამოსა“ და უცხოეთის წამყვან კლუბებში მოთამაშე ბადრი დანელია, მოითხოვდა შემდგომ აღორძინებას.აღორძინება კი დაიწყო მაშინ, როდესაც მარტვილის ფეხბურთს სათავეში ჩაუდგნენ ბატონი ფრიდონ ინჯია და მისი შვილი ილია ინჯია, ეს იყო უდიდესი საფეხბურთო შემობრუნება რაიონში, როგორც ინფრასტრუქტურის წესრიგში მოყვანის და ფეხბურთის განვითარების მიმართულებით.

      საფეხბურთო კლუბი „სალხინოს“ ბაზაზე ბატონი ფრიდონ ინჯიას, ნუგზარ მონიავას, დაზმირ ვახანიას, ემილ გალდავას მიერ დაფუძნებულ იქნა საფეხბურთო კლუბი „მერანი“, რომელმაც დაიმკვიდრა ადგილი საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში.

  • 2007-2008 წელი საქართველოს 1-ლი ლიგის ჩემპიონატის მე-3 პრიზიორი.
  • 2008-2009 წელი საქართველოს 1-ლი ლიგის ჩემპიონატის მე-3 პრიზიორი
  • 2009-2010 წელი საქართველოს 1-ლი ლიგის ჩემპიონატის მე-3 პრიზიორი
  • 2009-2010 წელი საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშებაში პირველად საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში პირველი ლიგის გუნდი მარტვილის “მერანი“ გავიდა 1/2ფინალში.
  • 2010-2011 წლის ვერცხლის პრიზიორი.

      2011 წელს პირველად არსებობის მანძილზე გუნდმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია, მოიპოვა რა უმაღლესი ლიგის საგზური და ქართული ფეხბურთის ძლიერთა მარაქაში გაერია. მიმდინარე ჩემპიონატზე „მერანი“ სასიამოვნოდ აოცებს ფეხბურთის სპეციალისტებს და სრულად ამართლებს გულშემატკივართა იმედებს.

ტეგები: qwelly, მერანი, პოეზია, რაშები, ფეხბურთი, ცხენები

ნახვა: 1250

გამოხმაურებები!

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Action-by-Phase Guideline To Trademark Registration

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 6:13am 0 კომენტარი







In right now’s competitive marketplace, building a recognizable brand is key to organization good results. A trademark—no matter if it’s a reputation, brand, or slogan—is An important Instrument for protecting your brand id. On the other hand, to completely delight in its Positive aspects, you should register your trademark. This short article explains what trademark registration is, why it’s vital, and the way to navigate the registration method with ease.…



გაგრძელება

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808

Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…

გაგრძელება

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar

MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…

გაგრძელება

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi

Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…

გაგრძელება

Qwelly World

free counters