"პატარა შავი კაბა შეუცვლელი ელემენტია ქალის გარდერობში" ამბობს კრისტიან დიორი, გაბრიელ შანელის ქმნილებაზე.
კორსეტების, მეტისმეტი მოსართავებისა და არშიების ტყვეობაში მყოფი ქალებისათვის, უბრალო, ელეგანტური, ზედმიწევნით ქალური და ოდნავ პირქუში "პატარა შავი კაბა" ნამდვილი ხსნა იყო.
20-იანი წლების შუა პერიოდში შექმნილი კლასიკური შედევრი, დღემდე არ კარგავს აქტუალობას. იგი ყველა ქალის გარდერობში ძირითადი ატრიბუტია, ყველა კოლექციაში დაჯავშნულია მისთვის ადგილი და რაც მთავარია, არა მხოლოდ გარდერობში, "პატარა შავი კაბა" ქალის გულის მუდმივი ბინადარია.
1926 წელი იდგა. ახლად შექმნილი იყო ცნობილი სუნამო, Chanel №5. შანელმა საბოლოოდ თქვა უარი მაქმანებსა და კორსეტზე. გაბრიელს კარგად ახსოვდა მკაცრი ფორმის უნიფორმა, რომელიც ობოლთა პანსიონატში ეცვა. სწორედ ეს ასკეტური ფორმის სამოსი იქცა შთაგონების წყაროდ.
ქვეყანა ჯერ კიდევ იშუშებდა ომის ჭრილობებს. სწორედ გლოვას მიუძღვნა დიზაინერმა შავი ფერი (თუმცა ამბობენ, შანელის შემოქმედებაში დიდი დოზით სავი ფერი, წარუმატებელ სიყვარულს უკავშირდება). ასე შეიქმნა "პატარა შავი კაბა"
თავდაპირველი მოდელი, მუხლამდე სიგრძის იყო. სწორი ფორმით ეშვებოდა ტანზე. ყოველგვარი სამაგრისა და ღილის გარეშე. ვერ ნახავდით ნაკეცებსა და გოფრებს.
წარმატება შექმნისთანავე ერგო. მალე კი მთელი პლანეტა დაიპყრო.
მას შემდეგ, ბევრი სახეცვლილება განიცადა პატარა შავმა კაბამ. სხვადასხვა დიზაინერმა თავის გემოვნებას მოარგო. დაამოკლა, დააგრძელა, მოცულობა დაუმატა.. თუმცა ყველა მათგანის ქმნილებაში ჩანდა შანელის მიერ ჩადებული უცვლელი კოდი-სისადავე.
20-იან წლებში, პატარა შავი კაბა "ა ლა გაღსონ" სტილს მოერგო. 30-იან წლებში "საბედისწერო ქალის" ტიპი მოირგო. 50-იან წლებში მეტად სექსუალური და გლამურულო გახდა..
დღეს "პატარა სავი კაბა, უდაო ფავორიტია წითელ ხალიჩაზე, გადასაღებ მოედანზე, კოქტეილზე, გლამურულ წვეულებაზე.. ქუჩაში, სამსახურში.. და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებთ, რომ, სადა და გენიალური ქმნილება, არასოდეს დაბერდება.
ტეგები: Qwelly, ილურა, კაბა, კაბები, მოდა, შანელი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•