"ერი რომელიც თავისუფლებას კეთილდღეობაზე ცვლის, არც ერთს იმსახურებს და არც მეორეს"
ბენჟამენ ფრანკლინი
დგას ტრაპზე ტარიელ შევარდნაძე. დგას და გაჰყურებს ახალ სამყაროს. როგორი ლამაზია შორიდან და როგორი უცხო...
გაჰყურებს ტარიელ შევარდნაძე ახალ სამყაროს და უკვირს. რა უკვირსო იკითხავთ ალბათ. არადა როგორ არ გაუკვირდეს თქვე კაი ხალხო?... დგას ტარიელი. დავითისა და თამარის ერის გაფხორილი შვილი ევროპის პატარა ქალაქის აეროპორტში ტრაპზე... და არა კაცო ამას რა წარმოგადგენინებთ?.. არც ფულის წვიმა მოდის ციდან და არც ლიმუზინი, დგას ტრაპის ასასვლელთან... თქვენ წარმოიდგინეთ იმ ავადსახსენებელი (არარსებული) ლიმუზინიდან არც პიჯაკიანი კაცი გადმომხტარა და მოურბენია ტარიელთან:
- მობრძანდით ბატონო ტარიელ თქვენი ჭირიმეო, დაბრძაანდითო. თქვენნაირ ხალხს სანთლით ვეძებთ ევროპაშიო....
დარდიმანდულად მოიგდო ტარიელმა ჩანთა მხარზე და ტრაპზე ჩაალაჯა. ერთი კი ახედა იმედით ცას(იქნებ ფულის წვიმა დაიწყოსო)მაგრამ ღრუბლის ნასახიც კი ვერ დაინახა ცაზე და გააჟრჟოლა უსიამოდ.
ხუთი წუთი იდგა ტარიელი გაუნძრევლად, ფულის წვიმის არარსებობით გაკვირვებული. მერე იფიქრა ალბათ ლიმუზინი გარეთ მელოდებაო და იმედიანად გაემართა აეროპორტის გასასვლელისკენ.
- არა ძმაო ახლა კი ავშენდით - მოესმა გარედან ქართული საუბარი.
- რა მოგვესწრო ბიჭო ხედავ?
- კაი ძამა არც მასე იქნება ახლა საქმე - მოუქცია ვიღაცამ გურულად.
ქართულის გაგონებით გახარებული ტარიელ შევარდნაძე გასაოცარი სისხარტით გაძვრა გასასვლელში და გაშრა...
აეროპორტის შესასვლელთან დგას ორასამდე ტარიელა შევარდნაძე (გაფხორილები უკვე აღარ არიან) და შიშით აჰყურებს უცხო ქვეყნის ძეცას.
- არც ლიმუზინი მოვა თვარა მომჭერით ულვაში-წამოსცდა ერთერთ ტარიელს და ჩაიკეცა...
თუმცა ყველაფერი ასე არ დაწყებულა.... 198... წელს დაიბადა ტარიელ როსტომის ძე შევარდნაძე ეროვნებით ქართველი და მოწოდებით ზარმაცი. ტარიელის ბავშვობა იავარდით არ ყოფილა მოფენილი თუმცა მშობლები წელებზე ფეხს იდგამდნენ და შვილს არაფერს აკლებდნენ.
- ნიჭიერია მაგრამ ზარმაციო - ისეთი სიამაყით იტყოდა დედამისი, ეს ბავშვი ინდოეთის მეფობას თუარა სეხნიასავით, ლომ ვეფხვის დახოცვას მაინც გაქაჩავსო იფიქრებდა კაცი.
წამოიზარდა ტარიელი და მიეცა ერს იმედი. თუმცა არიქნა და მის დასაქმებას არ დაადგა საშველი. ნაყიდი დიპლომით აღჭურვილი ტარიელი თანამდებობას ვერ შეწვდა, ხოლო მისი ღვაწლი მიწადმოქმედებაში სრულფასოვნად არ დაფასდა.
ჯერ იყო და თოხი მიუტანა მჭედელს "რაღაცა ცუდი ფორმააქვს და იქნებ დავხვეწოთო" მაგრამ რომ არ გამოვიდა არაფერი (რა არ მოიფიქრა მჭედელმა მაგრამ თოხი თავისით მაინც არ თოხნიდა) გადააგდო ტარიელმა თოხი. მერე მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა მაგრამ დამღლელი სამუშაო აღმოჩნდა და მიატოვა ისიც.
2011 წელს ტარიელმა გამოსცა წიგნი, რომლის შინაარსს ნამდვილად არ მოგიყვებით თუმცა წიგნი ასე მთავრდება "თოხი ბარი, გუთანი და თითქმის ყველა სამუშაო იარაღი 1632 წელს გამოიგონა ინკვიზიტორმა ხორხე ნავასმა. მოცემული გამოგონება მიზნად ისახავდა ადამიანის ტანჯვა-წამებას. მე როგორც ბუნებით ლიბერალი ვგმობ მოცემულ გამოგონებას და მოვუწოდებ ყველას უარი თქვას ნებაყოფლობით თვითგვემაზე."
რაღა დაგიმალოთ და ტარიელს საკმაოდ ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა. თუმცა ინკვიზიციის წინააღმდეგ ბრძოლამაც რომ არ გამოიღო შედეგი. უცხოური ფილმებით გონებაარეულმა ტარიელმა საზღვარგარეთ გასწია.
- შვილო ჩვენმა წინაპარმა ტანჯვით მოიტანა ეს ქვეყანა აქამდე სხვაგან კი არ გაქცეულანო - უთხრა წასვლის წინ თვალცრემლიანმა მამამ...
ახლა კი დგას აეროპორტის წინ ორასამდე ტარიელ შევარდნაძე და არ იცის რომელ წყალში გადავარდეს.
განვლო რამდენიმე დღემ. ზოგი მუშად მოეწყო, ზოგმა ქურდობა დაიწყო, ზოგმა მათხოვრობა. კვირაში ერთხელ იკრიბებიან და მღერიან
ვაიიი მეეე ვუიიი შეეენ!
შენ დამღუპეე დაამკოოდეე...
და დგას თბილისის აეროპორტში ის. აცეცებს თავის პატარა მიზანსწრაფულ თვალებს. ის არც ფულის წვიმას ელის და არც ლიმუზინს თუმცა არ ეშინია. მას აქვს ის რითაც ყველაფერს მიაღწევს. შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფულობა....
ა. კვირიკაშვილი
ტეგები: Aleko_Kvirikashvili, Qwelly, literature, ალეკო_კვირიკაშვილი, ევროპა, თაფლის_მდინარეები, ლიტერატურა, ოქროს_მთები
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:54am
0 კომენტარი
0 მოწონება
LOS ANGELES — Just last night on April 13, the Los Angeles Dodgers shut out the New York Mets 4-0 at Dodger Stadium, handing the Mets their sixth straight loss.
Rookie left-hander…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:50am
0 კომენტარი
0 მოწონება
NEW YORK — On April 13, 2026, the New York Yankees rallied from a late deficit to defeat the Los Angeles Angels 11-10 in thrilling fashion at Yankee Stadium, snapping a five-game losing streak.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•