დადგა ჟამი, როცა ჩემს ბანკეტზეც უნდა დავწერო. 16 ივნისი, დღე რომელიც არასოდეს დაგვავიწყდება, დღემ რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენს მეხსიერებასა და გულებში. ავღნიშნეთ სკოლის დამთავრება, ერთად გატარებული 12 მხიარული, გიჟური, ზოგჯერ აუტანელი დღეები. ემოციური, ძალიან ლამაზი დღე იყო, მთელი კლასი ერთად, სიყვარულმოდებულები, გალაღებულები და გალამაზებულები ვიყავით. სკოლის ეზოში შევიკრობეთ. გულები ისე გვიფანცქალებდა, როგორც მაშინ პირველად რომ შევდგით სკოლის ეზოში ფეხი. ბანკეტი მცხეთის მიმდებარედ, ულამაზეს რესტორან "არაგვში" გადავიხადეთ. ჩემი მოლოდინი გამართლდა და მქონდა ძალიან კარგი ბანკეტი. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორი ნასიამოვნები ვარ, როგორი მუხტი გამომყვა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ლამაზი იყო ყველაფერი… ყველა წამი, ყველა წუთი. (არასასიამოვნი მომენტებიც იყო, მაგრამ არ ვიხსენებ, რა საჭიროა) ☺
უკვე დიდები ☺ არასრული შემადგენლობა
გავეშურეთ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრისაკენ, უფალს ერთმანეთის კარგად ყოფნა, ერთობა და ბედნიერება ვთხოვეთ
შემდეგ დაიწყო პოზიორობა, გაპრანჭვები, როგორც ხდება ხოლმე
მე-6 კლასში დაწერილი, მისალოცი ბარათი ♥
აი, მერე კი როცა პოზიორობას მოვრჩით, მაშინ დაიწყო თუ დაიწყო, ყველაზე გემრიელი, და მხიარული დღის მეორე ნაწილი... რა თქმა უნდა ჩვენი დამრიგებელი ჩვენთან ერთად იყო, უკეთილშობილესი, ჩვენი ყველას მეგობარი ლია მასწავლებელი. ასევე ჩვენი უსაყვარლესი მასწავლებლები და კლასის მეგობრები. სუფრას გემრიელი კერძების გარდა, ალამაზებდა სადღეგრძელოები, ლექსები, ჩვენს მიერ შესრულებული სიმღერები. აგრეთვე შესრულდა მასწავლებლების პაროდიები. ძალიან ბევრი ვიცეკვეთ, ვიცინეთ და ვიხალისეთ.
ჩვენი ლია დამრიგებელი
დაუვიწყარი ადამიანები და მასწავლებლები
კარგ სუფრას, კარგი თამადაც უნდაო. მიშკა ♥
მაკო ჩვეულ ამპულაში
სალო და ბექა ♥
თამო და ზაზა ♥
ფოტო: ცეკვური
ეს ყველას არ შეუძლია, კინტაური
ოოო, მაკარენა
თენგო და ქეთი
ნიკა და ეკა
მაკო და ვანო
ცეკვა - დანაჩანგალყვავილითურთ
ხელი ხელს!
აჭარელი ვიყავ განა
გაშლილი ხელებით, მგონი კინტაური ☺
დაისი
ორი ჭიქის შემდეგ, სიმღერაც გამოგვივიდა☺
მარინა მასწავლებელი თავისი ულამაზესი სიმღერით
მასხარები ☺☺
სიმღერას აყოლილები
დავითს ვიღაც მოენატრაა... ☺
კიდევ ბევრი მაქვს მოსაყოლი, სათქმელიც მაგრამ... იყოს! მე მინდა ჩემს ყველა კლასელს, მეგობარს მადლობა გადავუხადო ყველაფრისათვის. მინდა ყველა იყოთ ბედნიერი და გახარებული. წარმატება და სიხარული ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების თანმდევი! გვქონდეს ერთმანეთის იმედი და ვიხაროთ ერთად. მიყვარხართ! ♥
გზა დაგვილოცე, გზა დაგვილოცე.. ♫♪ ♪ ♥
ტეგები: Qwelly, ბავშვები, ბანკეტი, გართობა, კასპი, მასწავლებელი, მოგონება, მცხეთა, სიმღერა, სიყვარული, მეტი...ტკბილი, ცეკვა
თათ კარგი გამოვიდა :) თენგოს სურათი არ მქონდა ნანახი, გულზე რა აქვს? :D
რავი აბა, მგონი ობიექტივმა დაუჭყუტუნა :D :D
nino_მ თქვა:
თათ კარგი გამოვიდა :) თენგოს სურათი არ მქონდა ნანახი, გულზე რა აქვს? :D
....12 წელი თქვენთან გატარებული,თითოეული გაკვეთილი არასდროს არ დამავიწყდება და ბოლოს ეს წელი დავაგვირგვინეთ ბანკეტით ეს დღე ჩემს ცხოვრებაში წაუშლელია,მუდამ დარჩება ჩემს მეხსიერებაში...ნეტავ კიდევ შეიძლებოდეს იმ დროის უკან დაბრუნება.....
ნამდვილად თამ :)) მთავარია, ეს ურთიერთობა და სიყვარული შევინარჩუნოთ. წარსულს ვერ დავაბრუნებთ, მაგრამ შეგვიძლია შევქმნათ აწმყო ერთად და უკეთესი დღეები ვაჩუქოთ ერთმანეთს ♥♥
თაკო_მ თქვა:
....12 წელი თქვენთან გატარებული,თითოეული გაკვეთილი არასდროს არ დამავიწყდება და ბოლოს ეს წელი დავაგვირგვინეთ ბანკეტით ეს დღე ჩემს ცხოვრებაში წაუშლელია,მუდამ დარჩება ჩემს მეხსიერებაში...ნეტავ კიდევ შეიძლებოდეს იმ დროის უკან დაბრუნება.....
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•