ამ უცნაური სახელის ტექსტს გიორგი ლეონიძესთან წავაწყდი:

ლობიოს დაუჯდომელი

      ჰოი, ყოვლად ნოყიერო, გემოთი სამო, ყნოსვის დამატკბობელო შეჭამანდო სამეფოო, ფასდაუდებელო, ლობიო ქართლისაო!

      დიდ არს ღვაწლი შენი წინაშე ერისა ქართველისა, რამეთუ შენგან იზრდების და იკვებების ქართველი თვითეული, უმეტეს სხვათა საზრდელთა შორის, სიყრმიდგან ვიდრე სიბერემდე.

      დიდ არს ძახილი შენი!

      ჩვენ, ყოველნი დადგრომილნი ფერხთა ზედა წინაშე შენსა კოვზითა და ციცხვითა ველით აჩუხჩუხებასა შენსა და ამოზელასა შენსა სახმარებლად ჩვენდა და ხმით დიდითა გიღაღადებთ შენ: დიდება მრავალფეროვნებასა შენსა, დიდება წინწკლებსა შენსა ჩუხჩუხის შენისასა!

      დიდება ლაბასა წვენისა შენისასა!

      დიდება ქოთანსა, რომლის შინა დამკვიდრებულ ხარ და ძირსა მისსა, რამეთუ ძირი მისი არს ტახტი შენისა ძლიერებისა და ნოყივრობისა!

      დიდება ბუხარსა მაღალსა, რომელმან გიტვირთა შენ!

      დიდება კეთილ სურნელოვან ქინძსა შენსა, ყნოსვისა ჩვენისა დამატკბობელსა!

      დიდება დანაყილსა ნიგოზსა შენსა, რამეთუ არს გვირგვინი გემოვნებისა შენისა!

      დიდება ჯამსა თიხისასა, რომელსა შინა შთაგასხმენ შენ!

      დიდება შენდა, სამოთხიდან გადმორგულო, სუფრის მამშვენებელო ლობიო, შეჭამანდო სამეფოო!

ტეგები: Qwelly, გიორგი_ლეონიძე, დაუჯდომელი, იუმორი, სასაცილო

ნახვა: 2413

გამოხმაურებები!

სულ მასხარები როგორ გვახლავს თან... :) :) 

ჩემი მხრიდან არ მიდნა გავკადნიერდე, მაგრამ კიტრის ან წიწაკის მჟავეზეც ჩაამატებდა კაცი ორიოდ სიტყვას... :D 

შედევრია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) 

lobios surnelma momiyvana aq!!! :D

gogla magari kacia, dzalian magari kaci :D
 
Tamila Moshiashvili said:

შედევრია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) 



Giorgi Salaridze_მ თქვა:

lobios surnelma momiyvana aq!!! :D

gogla magari kacia, dzalian magari kaci :D
 
Tamila Moshiashvili said:

შედევრია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) 

და ქონდარი რატომ დამიჩაგრეთ :)

თამუნა რად უნდა ქონდარი? :) :( ისეც კარგია :))

თამუნა_მ თქვა:

და ქონდარი რატომ დამიჩაგრეთ :)

ეს მე აქამდე რატო არ ვიცოდი :D მაგალითად მოვიყვანდი ხოლმე :D

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMoexp: Guide to Getting Arcane Surge in Path of Exile 2

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მაისი 6, 2025.
საათი: 5:17am 0 კომენტარი

POE 2 Currency continues to build on the rich legacy of its predecessor, offering players a multitude of skills and strategies to explore. Among the many abilities available, Arcane Surge stands out as a crucial support skill for spellcasting classes. This article will guide you through the process of acquiring and utilizing Arcane Surge effectively to enhance your gameplay experience.

Arcane Surge is a powerful support skill…

გაგრძელება

How Pop Tracks Dominate Our Playlists

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი







From the at any time-transforming environment of tunes, pop tunes continue to be a cornerstone of mainstream culture. Spotify, the world’s major tunes streaming System, has revolutionized how we take in pop tunes, bringing the genre to billions of ears across the globe. But How can Spotify shape our adore for pop music, and what would make these tracks so irresistibly catchy?



The Anatomy of a Pop Hit



Pop tunes are built to be infectious. With their…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters