„რელიგიურობით“ ან „მორწმუნეობით“ არც ჩემი ოჯახი და არც მე არასდროს გამოვირჩეოდით. უბრალოდ გვწამს ის, რაც გარშემო ყველას სწამდა, მით უმეტეს მაშინ, როცა შენი სახლის წინ ძალიან „მორწმუნე“ ადამიანი ცხოვრობს, თუმცა დიდად თავის გამოდებით მაინც ვერ დავიცავდი ამ ქალის რელიგიურ რწმენებს, მაგრამ ამის განსასჯელად მე არც უფლება მაქვს და ალბათ, არც სურვილი. მოკლედ, რომ ვთქვა ყველაფერს, რასაც ეს ქალი აკეთებს იმისთვის, რისიც სწამს, მე მთელი ცხოვრების მანძილზე მეოთხედიც კი არ გამიკეთებია, სავარაუდოდ.
და მაინც, რამდენჯერ მითხოვია დახმარება ღმერთისთვის, თუნდაც გამოცდებზე ან პირადი პრობლემების დროს. ზოგჯერ ამართლებდა კიდეც. საქმე იმაშია, რომ არ ვიცი ეს ყველაფერი საკუთარ მონდომებას მივაწერო თუ იმას, რომ რაღაც ვითხოვე და მივიღე კიდეც.
გასულ სემესტრში გავიარე საგანი „რელიგიების ისტორია“. პირველ სემინარზე ჩემს რელიგიურ მრწამსზე საუბარი არ ვისურვე, უბრალოდ გავჩუმდი და სხვებს დაველოდე. მათ, ვისაც სურვილი ჰქონდა და ეყოთ კიდეც გამბედაობა, ამ მეტად ინტიმურ საკითხზე ესაუბრათ, ილაპარაკეს კიდეც, რისი სწამდათ, როგორ, რატომ. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ერთადერთი არ ვიყავი, ვისაც უბრალოდ იმის სწამდა, რისიც ყველას. ყველა უბრალოდ მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო, თუმცა არც ყოველკვირეულად დადიოდა ეკლესიაში და არც აღსარებას აბარებდა რეგულარულად ან არ ვიცი.. საერთოდ არა. შემდეგ, სემინარებზე, რომ გავიარეთ გილგამეშის ეპოსი და თურმე წარღვნის სწორედაც, რომ აქედან მოდიოდა და კიდევ ბევრი რამ გახდა ცხადი. პირველ რიგში სინკრეტიზმი, შემდეგ ძველი აღთქმა. ჩემდა სასირცხვილოდ არც ძველი აღთქმა წამიკითხავს და არც ახალი. სასირცხვილოდ იმიტომ, რომ, როცა მართლმადიდებლად აცხადებ თავს, ბიბლიაც წაკითხული უნდა გქონდეს, მაშ, როგორ შეიძლება გულით გწამდეს ის, რაც არ იცი?
რელიგია და ღმერთის არსებობის რწმენა, ბევრ ჩვენგანს სიმშვიდის გრძნობას ანიჭებს. ჩვენ არ ვიცით მომავლის შესახებ და რელიგიის მეშვეობით ამ უცოდინრობის გრძნობას ვიკმაყოფილებთ. სხვისთვის არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის რელიგია იყო მუდმივი შიშისგან თავის დაღწევის საშუალება. თუმცა დროთა განმავლობაში გავაცნობიერე, რომ რელიგია, რომელშიც ვეძებდი გამოსავალს, თავადვე იყო ამ შიშის წყარო.
ბოლოს მივედი იმ დასკვამდე, რომ უცოდინრობა არის ყველაფრის თავი და თავი. თუ რაღაც არ ვიცით, ბრმად გვჯერა და გვწამს კიდეც. აუცილებელ ჭეშმარიტებად მივიჩნევთ და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ზოგიერთი ადამიანი ცხოვრების ბოლომდე ასეა. პირადად მე მჯერა ღმერთის, ყველაფერი იმის გარეშე, რაც ხშირად ფანატიკოსობაშიც გადაიზრდება ხოლმე.
ვფიქრობ, უკეთესია ვიყო ღმერთის ძიებაში, ვიპოვო ის, ვიდრე მჯეროდეს იმის, რაც არ ვიცი.
ტეგები: რელიგია, რწმენა, ურთიერთობა, ღმერთი, ცოდნა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
© 2025 George.
•