ფილმში „ბრწყინვალე გონება“ აღწერილია ერთ-ერთი ძალზედ ცნობილი მათემატიკოსის და ნობელის პრემიის ლაურეატი ჯონ ნეშის ცხოვრება. ფილმი საინტერესოა იმით, რომ კარგად ჩანს გენიოსის და ზოგადად გენიოსობის პრობლემა. გენიოსობა ხომ წარმოადგენს ერთგვარ დარღვევას. ისტორიას არაერთი ცნობილი ადამიანი ახსოვს, რომელსაც სხვადასხვა სახის დარღვევები ჰქონდათ. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან უოლტ დისნეი, სტივენ სპილბერგი, ალბერტ აინშტაინი, ჯუზეპე ვერდი და ა.შ. გენიოსებს ახასიათებთ არაერთი უცნაურობა. მაგალითად, ჯონ ნეში ჩიტების მოძრაობის ალგორითმს სწავლობდა. გასაოცარია ის ფაქტიც, რომ ჯონი თავად აღიარებს, რომ დაიბადა ორმაგი ტვინითა და ნახევარი გულით. გენიოსების პრობლემას წარმოადგენს ადამიანებთან ურთიერთობაც. ნეშს ისევე, როგორც არაერთ სხვა გენიოსს სერიოზული მონდომება სჭირდება, რომ ადამიანებთან ურთიერთობა დაამყაროს. რა თქმა უნდა, ესეც ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ასპექტია, რადგან ცხოვრება მარტო მუშაობა და მეცნიერება ხომ არ არის.
ფილმში გადავეყარე უდიდეს სიცრუეს, რომელსაც ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს. აღნიშნული პერსონაჟის აზრით, მათემატიკა ვერ გაიზიარებს უზენაეს ჭეშმარიტებას, იმიტომ რომ მოსაწყენია. მას სრულიადაც არ ვეთანხმები. ალბათ თავად არ უსწავლია მათემატიკა და ვერ შეიგრძნო მისი სიდიადე. როგორც მიხეილ ლომონოსოვი ამბობდა, „მათემატიკას თუნდაც იმიტომ უნდა შესწავლა, რომ მას ჭკუა წესრიგში მოჰყავს.“ ამ პოზიციას იზიარებს თავად ჯონ ნეშიც, რადგან, მისი აზრით, სემინარები გონებას აჩლუნგებს და შემოქმედებით ნიჭს კლავს. მართლაც მოსაბეზრებელია უსმინო უინტერესო სემინარებს, როდესაც მის იქით გეგულება აბსოლიტურად სხვა, მრავალფეროვანი სამყარო, სადაც შესაძლებლობა გეძლევა შენი შემოქმედებითი ნიჭი გამოავლინო. ჩემი აზრით, არაფერი ჯობს იმას, რომ განიხილავდე და ეძებდე არა კარგ, არამედ ორიგინალურ ამოხსნას ამოცანისა.
და ბოლოს, ისევე როგორც ყველგან, ბოლოს მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ სიყვარულის გარეშე ამქვეყნად ყველაფერი წარმოუდგენელია. ის ატრიალებს დედამიწას. „ლოგიკური საფუძვლების გამოვლენა კი მხოლოდ სიყვარულის საიდუმლო განტოლებებშია შესაძლებელი.“
P.S. კარგი იქნებოდა მათემატიკის დარგშიც, რომ იძლეოდნენ ნობელის პრემიას. :)
ტეგები: განხილვა, ლოგიკა, მათემატიკა, ნეში, ფილმი, შემოქმედება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•