ცენტრალური ამერიკა, როგორც გარდამავალი ზოლი სამხრეთის უძველეს ცივილიზაციასა და ჩრდილოეთის თანამედროვე ცივილიზაციას შორის, თავისი განსაკუთრებულობით მრავალ ადამიანს იზიდავს, მათ შორის კულინარიით. ცენტრალურ ამერიკაში კი პანამას განაკუთრებული ადგილი უკავია, პანამური ტორტი კი მისი სავიზიტო ბარათია.

მოამზადეთ Qwellynaria-ს რეცეპტით.

შემადგენლობა:

კრემი:

  • მწარე შოკოლადი - 200 გ
  • ნაღები - 150 მლ ნაღები
  • შაქრის პუდრა - 50 გრ
  • ქოქოსის ან კაკაოს ცხიმი - 20 გრ
  • რომი - 2 ს/კ

ბისკვიტი:

  • მწარე შოკოლადი - 50 გრ
  • კვერცხი - 6
  • მარილი - 1 მწიკვი
  • შაქარი - 250 გრ
  • დაფქული ნუში -  100 გრ
  • ფქვილი - 100 გრ

გრილიაჟი:

  • შაქრის პუდრა - 50 გრ
  • დაჭრილი ნუში - 100 გრ
  • პერგამენტი ფორმისთვის

მომზადება:

      შოკოლადი დატეხეთ და ნაღებთან, შაქრის პუდრასთან და ქოქოსის ცხიმთან ერთად გაადნეთ დაბალ ცეცხლზე, თან ურიეთ. დადგით გრილ ადგილას მინიმუმ ორი საათით.

      გააცხელეთ ღუმელი. ფორმას ჩაუფინეთ პერგამენტი. წვრილად გახეხეთ შოკოლადი. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა მარილთან ერთად ათქვიფეთ გამაგრებამდე. კვერცხის გულს და შაქარს ურიეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. შეურიეთ ჯერ ნუში და შოკოლადი, შემდეგ კი ათქვეფილი ცილა. ცომს დააცერით ფქვილი და მოურიეთ.

      ჩაასხით ცომი ფორმაში. შედგით ღუმელში და აცხვეთ 175˚-ზე 45წთ. როცა გაგრილდება ამოიღეთ ფორმიდან, დადეთ ცხაურზე გასაცივებლად და მოაცილეთ პერგამენტი.

      შაქრის პუდრა დაყარეთ უცხიმო ტაფაზე და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურიეთ, სანამ ღია ყავისფერი არ გახდება. შემდეგ შეურიეთ დაჭრილი ნუში და გააცივეთ.

      ბისკვიტი ორჯერ გაჭერით სიგანეზე, რომ მიიღოთ 3 ფენა. ბისკვიტის ძირი დაჭერით პატარა კვადრატებად და აურიეთ რომში. შოკოლადის კრემს კარგად ამოურიეთ. ამ კრემის 1/3 შეურიეთ დაჭრილ ბისკვიტს.

      ბისკვიტის მეორე ფენა დადეთ ლანგარზე, წაუსვით ბისკვიტიანი და შოკოლადიანი მასა, დაადეთ მესამე ფენა და კიდეზე კარგად დააწექით. ნამცხვარს წაუსვით დარჩენილი შოკოლადის კრემი. ზედაპირი მორთეთ ნუშის გრილიაჟით. ტორტი კრემით კარგად რომ გაიჟღინთოს, დატოვეთ მთელი ღამით

გემრიელად მიირთვით

ტეგები: Qwellynaria, ნამცხვარი, რეცეპტი, ტკბილეული, ტორტი, შოკოლადი

ნახვა: 404

გამოხმაურებები!

პანამის რა აქვს - კაკაო? 

RSS

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters