დაიწყო მარიამობის მარხვა, ხოდა ტკბილეული მოყვარულებს Qwellynaria გთავაზობთ უგემრიელეს, ადვილად მოსამზადებელ ვაშლის სამარხვო ნამცხვარს!
2 ჭიქა შაქარს დაამატეთ მცენარეულ ზეთებზე დამზადებული 125 გრ. გამდნარი(ცხელი)მარგარინი, 1 ჭიქა თბილი წყალი და კოვზით ურიეთ კარგად,სანამ შაქარი არ გაიხსნება,შემდეგ დაამატეთ 1 შეკვრა ვანილი,1 ლიმონის,ან ფორთოხლის ცედრა(დახეხილი კანი), 1 არასავსე ჩაის კოვზი სოდა-ძმრით და დაახლოებით 4 ჭიქა ფქვილი(ფქვილის რაოდენობა თვითონვე განსაზღვრეთ,ცომი საშუალო სისქის უნდა იყოს).
ცომის მასა მოვათავსოთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში,გადაასწორეთ ზედაპირი,ზემოდან ჩააწყეთ ვაშლის თხელი ნაჭრები და გამოაცხეთ ღუმელში, 180 გრადუსზე(ცოტა მოგვიანებით შეგვიძლია დავუწიოთ 150გრადუსზე)
ტეგები: Qwellynaria, ვაშლი, კულინარია, ნამცხვარი, სამარხო, ქველინარია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•