დანიელი კარიკატურისტი, ჰერლუფ ბიდსტრუპი, ასე ხედავს სხვადასხვა ტემპერამენტის ადამიანთა რეაქციას, ერთსა და იმავე ფაქტზე (ქუდის დაჭმუჭვნაზე)
1) ქოლერიკი
2) ფლეგმატიკი
3) მელანქოლიკი
4) სანგვინიკი.
ადამიანი ერთიანად მოქმედებს, მაგრამ შინაგანად ის დიფერენცირებულია და განიხილება სამ იერარქიულ დონეზე: ინდივიდის, სუბიექტის და პიროვნების, რაც შესაბამისად შეესატყვისება ფსიქიკურ აქტივობას ბიოლოგიურ, ფსიქიკურ და სოციალური საფეხურზე.
ძლიერი ვნებები ახასიათებს ადამიანს თუ პირიქით, ეს დამოკიდებულია მის ტემპერამენტზე. ტემპერამენტი ეს არის ის ბიოლოგიური ფუნდამენტი, რომელზეც აიგება პიროვნება, როგორც სოციალური არსება.
ადამიანის ეს ფსიქიკური თვისება — ტემპერამენტი, პირველად აღწერა და მისი პირველი ცნება, ისევე როგორც ტემპერამენტთა კლასიფიკაცია მოგვცა ძველი საბერძნეთის მოაზროვნემ ჰიპოკრატემ (ძვ. წ 460 — ძვ. წ. 370), რომელიც მედიცინის მამამთავრად არის მიჩნეული. ჰიპოკრატე თვლიდა რომ ორგანიზმში არის ოთხი სითხე — სისხლი, რომელიც ათბობს ორგანიზმს; ნაღველი, რომელიც სიმშრალეს იცავს ორგანიზმში; შავი ნაღველი, რომელიც სინოტივეს და სითხეს ინახავს ორგანიზმში და ლორწო, რომელიც აცივებს ორგანიზმს (სიცივეს ინახავს). ხოლო ტემპერამენტის თავისებურებას განსაზღვრავს ის, თუ რომელი სითხე ჭარბობს ადამიანის ორგანიზმში. ჰიპოკრატემ გამოყო პიროვნების ტემპერამენტის ოთხი ძირითადი ტიპი:
1. სანგვინიკი. სიტყვა სანგვინიკი მოდის ლათინური სიტყვიდან „სანგუის“ (ლათ. შანგუის), რაც სისხლს ნიშნავს. ჰიპოკრატე ფიქრობდა, რომ ამ ტემპერამენტს განსაზღვრავს ორგანიზმში სითხეებს შორის სისხლის სიჭარბე.
ამ ტიპის ადამიანში გრძნობები ადვილად აღმოცენდება. შედარებით უბრალო და უმნიშვნელო მოვლენაც მასში გრძნობას იწვევს, მაგრამ ეს გრძნობა ადვილად და მალე გადაივლის. მისი გრძნობები არაა ღრმა და მტკიცე. ამგვარად, სანგვინიკისათვის დამახასიათებელია გრძნობების დიდი აგზნებადობა, ე. ი. ადვილი და სწრაფი აღმოცენება, მაგრამ სწრაფი წარმავლობაც. ამასთანავე მას ახასიათებს სიამოვნების ემოციური განცდებისადმი მიდრეკილება, ანუ ის უფრო დადებით გრძნობებისაკენ მიედრეკება. იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი, უფრო კარგს მოელის, ვიდრე ცუდს. ასევე ცხოვრებაშიც ძირითადად კარგ მხარეებს ამჩნევს. ადამიანის მიმართ უფრო სიმპატიითა განწყობილი, ვიდრე ანტიპატიით. მისთვის უცხოა გულჩათხრობილობა, პირიქით, მისთვის დამახასიათებელია გრძნობების უშუალო გარეგამოსახვა. იგი ტიპიური ექსტროვერტია. სანგვინიკი მოძრავი ადამიანია. მას ჩვეულებრივ აჩქარებული, ხშირად იმპულსური, უშუალო მოქმედება ახასიათებს. მისი მოძრაობები და ჟესტები სწრაფია.
2. ქოლერიკი - „ქოლე“ (ბერძნ. χολή) ნიშნავს ნაღველს. ჰიპოკრატე თვლიდა, რომ ქოლერიკულ ტემპერამენტს განსაზღვრავს ორგანიზმში ოთხ სითხეთა შორის ნაღველის სიჭარბე.
ამ ტიპის ადამიანთან გრძნობები ადვილად და სწრაფად აღმოცენდება; ეს ტიპი ადვილად ინთება, ხშირად აფექტურიც არის. ამგვარად, ქოლერიკისათვის დამახასიათებელია გრძნობების დიდი აგზნებადობა. სანგვინიკურ ტემპერამენტთან განსხვავებით, ქოლერიკისთვის დამახასიათებელია შედარებით უფრო მტკიცე, უფრო ხანიერი და ღრმა გრძნობები. გრძნობების შინაარსის მხრივ ქოლერიკი სანგვინიკის საწინააღმდეგოა; მისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია უარყოფითი გრძნობებისადმი მიდრეკილება. ცხოვრებაში და ადამიანებში იგი უფრო ამჩნევს უარყოფით თვისებებს, მისთვის დამახასიათებელია პესიმისტური ტენდეციები. ქოლერიკსაც ხშირად ახასიათებს აჩქარებული მოქმედება და მოძრაობათა სისწრაფე, თუმცა ეს მისთვის ნაკლებ დამახასიათებელია, ვიდრე სანგვინიკისთვის
3. ფლეგმატიკი -„ფლეგმა“ (ბერძნ. φλέγμα) ნიშნავს ლორწოს. ჰიპოკრატეს აზრით ლორწოს სიჭარბე ადამიანის ორგანიზმში განსაზღვრავდა ამ ტემპერამენტს.
ამ ტიპის ადამიანს ახასიათებს გრძნობების სუსტი აგზნებადობა. ეს არის მშვიდი, გულგრილი ადამიანი, რომლისათვისაც უცხოა აფექტები. ფლეგმატურ ადამიანში გრძნობების გამოწვევა ძნელია. გრძნობები აღმოცენდება ნელა, გვიან და არც აღწევს აფექტის ინტენსივობას. თუმცა, სანგვინიკის საწინააღმდეგოდ, ფლეგმატიკის გრძნობები მტკიცე და ღრმაა — დიდხანს არ გადაივლის და ხშირად, დროის განმავლობაში სულ უფრო ღვივდება და ძლიერდება. მისთვის უცხოა სანგვინიკისათვის დამახასიათებელი გრძნობათა ხშირი ცვალებადობა და სწრაფწარმავლობა. თუმცა გრძნობების შინაარსის მხრივ, ეს ორი ტემპერამენტი უახლოვდება ერთმანეთს; ორივესთვის უფრო დამახასიათებელია დადებითი გრძნობებისადმი მიდრეკილება. ფლეგმატიკი ადამიანშიც და ცხოვრებაშიც უფრო დადებითს აქცევს ყურადღებას, ვიდრე უარყოფითს. ფლეგმატიკი ოპტიმიზმით სავსე ადამიანია. ამ ტიპის ადამიანის წონასწორობიდან გამოყვანა ძნელია, იგი აუღელვებელია. მას აუჩქარებელი, მოფიქრებული და არა იმპულსური მოქმედება ახასიათებს. მოძრაობები ჩვეულებრივ დინჯი და აუჩქარებელი აქვს. მიმიკა და ჟესტები — შეკავებული. ფლეგმატიკს არ უყვარს თავისი გრძნობების გამომჟღავნება, ამიტომ გარეგნულად იგი მაშინაც კი ცივისა და გულგრილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, როდესაც ძლიერ გრძნობას განიცდის
4. მელანქოლიკი - „მელან ქოლე“ (ბერძნ. μελας — შავი; χολη — ნაღველი) მეოთხე სითხეა, ჰიპოკრატეს აზრით, რომლის სიჭარბე ადამიანის ორგანიზმში მელანქოლიკურ ტემპერამენტს განსაზღვრავდა.
ამ ტემპერამენტისთვის დამახასიათებელია მიდრეკილება უარყოფითი გრძნობებისადმი. მის გრძნობებს შორის ხშირად ჭარბობს უარყოფითი ემოციები. იგი პესიმისტურადაა განწყობილი. თავისთვის მუდამ ცუდს მოელის და ცხოვრებაშიც უფრო უსიამოვნო მხარეებს ხედავს, ვიდრე დადებითს. მისთვის ჩვეულებრივია ნაღვლიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა, მაგრამ არა სასოწარკვეთილება. ამ ტემპერამენტს გრძნობების სუსტი აგზნებადობა ახასიათებს. ამ მხრივ ეს ტიპი უფრო უახლოვდება ფლეგმატიკურს. სანგვინიკთან და ქოლერიკთან შედარებით, მას უფრო ძნელად აგზნებადი და სუსტი, მოდუნებული გრძნობები ახასიათებს. მელანქოლიკის მოქმედებაც ჩვეულებრივ მოდუნებულია, უენერგიო, უხალისო. მოძრაობებიც შედარებით ზანტი და ნელი აქვს.
გრძნობების შინაარსის მიხედვით სანგვინიკი და ფლეგმატიკი ქმნიან ერთ ჯგუფს; მათთვის დამახასიათებელია დადებითი გრძნობებისადმი მიდრეკილება, ხოლო მელანქოლიკი და ქოლერიკი-უარყოფით გრძნობებისადმი მიდრეკილი.
გრძნობათა აგზნებადობის მიხედვით კი სანგვინიკი და ქოლერიკი შედიან ერთ ჯგუფში, რადგან ორივე ძალიან ემოციურია, ხოლო ფლეგმატიკი და მელანქოლიკი-მეორე ჯგუფში, რადგან ორივეს ახასიათებს გრძნობების დაბალი აგზნებადობა.
ტემპერამენტის აღწერილი ტიპები ცხოვრებაში წმინდა სახით შედარებით იშვიათად გვხვდება. უფრო გავრცელებულია ადამიანის ტემპერამენტის ნარევი ტიპი.
„იცოდე ადამიანის ხასიათი-ამბობს ერთი ფსიქოლოგი რუბინშეტინი-ნიშნავს იცოდე ადამიანის ის არსებითი თვისებები, რომლიდანაც გამომდინარეობს და რომლითაც განისაზღვრება მისი მოქმდებათა სახე.“
ხასიათის მიხედვით (რა მოტივი ამოძრავებს ადამიანის ქცევას) არჩევენ ეგოისტურ, ალტრუისტურ და საზოგადოებრივი ტიპის ხასიათის ადამიანებს.
ეგოისტის ქცევას ძირითადად მისი პირადი კეთილდღეობის მოტივები, პირადი ეგოისტური ინტერესები განსაზღვრავენ.
ალტრუისტი პირიქით სხვა ადამიანების ინტერესების, მათი კეთილდღეობის დაცვის მოტივებით მოქმედებს.
საზოგადოებრივი ტიპის ადამიანებისათვის დამახასიათებელია პირველ პლანზე საზოგადოებრივი ინტერესების წინ წამოწევა.
ტემპერამენტის და ხასიათის მიხედვით წარმოდგენელი ტიპაჟებში შეიძლება ბევრმა თავის თავი აღმოაჩინოს ან ახლობელი ადამიანი. ამიტომ თუ გაითვალისწინებთ, რომ ყოველ ადამიანს თავისებური მიდგომა უნდა, ურთიერთობაც უფრო ადვილი იქნება, ერთი ფილოსოფოსი ამბობდა: „მთელი სამყარო ტიპაჟებზეა აგებული, რომელიც ხასიათებით მოძრაობს.“
ტეგები: Qwelly, ტემპერამენტი, ფსიქოლოგია, ხასიათი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Brissett20_მ.
თარიღი: ივლისი 16, 2025.
საათი: 1:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Rome, Georgia, got its name due to the fact that, like its Italian equivalent, the city was constructed within seven hillsides and the rivers that run in between them. At a ball park occasion on Thursday evening, Rome's Minors Baseball team further strengthened the connection between the two apparently disparate Rome Emperors have begun their Rome stays Atlanta's High-An associate, the brand-new Emperors age marks the initial time in franchise history that the club has not been…
გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
3 მოწონება
ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
1 Like
Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies.
1. Choose the Right Class for Your Playstyle
At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️
სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…
© 2025 George.
•