გამოვიდა შენი ჩაგორგოლებული ბებია, ხელში ხის დიდი კოვზი ეჭირა, მიქნევდა იმ კოვზს და მეუბნებოდა:

- ქვეყანა ავსებულა ასკილის ყვავილით. წადი, კაცო, შენც დაკრიფე. ეს შვილიშვილები რომ გიხარია, მურაბები არ უნდათ? ზამთარი რომ დადგება, თოვლს რომ ჩამოჰყრის, ქარი რომ დაუზუზუნებს, ჩაი რომ გაგემრიელდება, რა უნდა მივატანებინოთ იმ ჩაიზე?

- ცოტა ხანს დამაცადე და წავალ-მეთქი. - ცოტა ხანსაც ვწერე, მერე გადავიკიდე ჩანთა და სულ ძუნძულ-ძუნძულით ჩავედი ჭალაში.

ის ჩვენი ჭალა ასკილის ბუჩქებით არის სავსე და ის ბუჩქები სულ გადაპენტილი იყო ყვავილებით. დავიწყე კრეფა. ვკრეფ, ვკრეფ, ვბეჯითობ. ჯერ მუჭაში მოვიგროვებ სიფრიფანა ფურცლებს, მერე ჩანთაში ვიყრი, ერთ ბუჩქთან რომ მომწყინდება კრეფა, მეორე ბუჩქთან მივდივარ. მივადექი ერთ ლამაზ ბუჩქსაც, ავწვდი ყვავილებით დახუნძლულ ტოტს და - ფრი-ფრი-ფრი! - გაძვრა, პაწაწინა ჩიტუნია ბულბულა, ჰო, ჰო, ბულბული კი არა, ბულბულა, გადაფრინდა სხვა ბუჩქზე და იქიდან ყელყელაობს, მე მიყურებს. ამას აქ ბუდე ხომ არა აქვს-მეთქი, გავწი-გამოვწიე ტოტები, შევიჭვრიტე ბუჩქში და, მართლაც, ლამაზად მომრგვალებული პატარა ბუდე დავინახე.

ავიწიე ფეხის წვერებზე, ჩავიხედე შიგ და გამეღიმა, - ბუდეში ხუთი მთლად პაწია რუხი კვერცხი იდო.

- წი-წი-წი! _ ფრენით შემომიარა ირგვლივ ჩიტუნიამ, - კაცოო, შენი ჭირიმეო, ეგ კვერცხები არ დამიმტვრიოო.

მე გავუღიმე და ვუთხარი:

- ნუ გეშინია, ჩიტუნია, მე კეთილი კაცი ვარ, კვერცხებს რად დაგიმტვრევ. მე პატარა შვილიშვილები მყავს, შენც გამოჩეკე პაწაწინა ბარტყები და ვიყოთ, _ შენ შენს ბარტყებთან, მე _ ჩემს შილიშვილებთან. აქეთ-იქით გაწეული ტოტები ფრთხილად მივაფარე ბუდეს და წამოვედი, მახლობელ ბუჩქს ამოვეფარე, მინდოდა მენახა, რას იზამდა ის პატარა ჩიტუნია. მაშინვე ცახცახ-ფართხალით მიფრინდა ბუდესთან, ნახა, ყველა კვერცხი თავის ადგილზე იდო, ერთი მოითქვა სული, მერე ამოძვრა მაღლა, წამოსკუპდა ყველაზე მაღალ ტოტზე, წამოიწია ჩემკენ და გალობით მოჰყვა ლოცვას.

_ გმადლობ, კეთილო კაცო, კვერცხები რომ არ დამიმტვრიეო.

ასწია კიდევ უფრო მაღლა ყელი და ახლა ცას შეჰგალობა._ ცაო, ლამაზო მზეო, შენ გაუზარდე კეთილ კაცს თავისი პატარები, თავის პატარა შვილიშვილებიო.

მეც დიდი მადლობა გადავუხდე ჩიტუნიას დალოცვისათვის და წამოვედი, განვაგრძე ჩემი საქმე, ასკილის ყვავილების კრეფა.

ზამთარი რომ დადგება, თოვლი რომ მოვა, ცივი ქარი რომ აზუზუნდება და ცხელი ჩაი გაგემრიელდება, მურაბას მაშინ გაჭმევთ.

ახლა გაჭამოთ?

ეგ ბებოს საქმეა, ეგ უკვე ბებიკოს უნდა სთხოვოთ.

ტეგები: Qwelly, ავტორი, ამონარიდები, ინანიშვილი, ლოცვა, ქართული, ცნობილი_ავტორი

ნახვა: 777

გამოხმაურებები!

ყველაზეეე თბილებიიი:*:*

ყველაზე არ ვიცი, მაგრამ ძააააააააააან თბილები კი!

albat martali xarr ....

guli amichuyda...dzalian saintereso iyoo:))))))

yvelaze  sayvarlebi  da  tbilebi :******** :)))))))

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm 0 კომენტარი

ქალთა უფლებები

ქეთევან პოპიაშვილი

პრეზენტაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…

გაგრძელება

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

 ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters