ცივ ქალაქში სიკვდილი დაწრიალებს,
სარეცელზე მომაკვდავი ხრიალებს.
უღრუბლო ცა სარკესავით კრიალებს,
ქარი ფოთლებს, უმიზნოდ აშრიალებს.
ცრემლი გაშრა, არ ტირიან თვალები.
კუბოს თავს ურახუნებენ ქალები.
უღრუბლო ცა სარკესავით კრიალებს,
ქარი ფოთლებს უმიზნოდ აშრიალებს.
უღიმღამოდ პარპალებენ სანთლები
უბედურო! - კვლავ მოსთქვამენ ქალები,
გვამი ცივი, ხელებ გადაჭდობილი,
სულ დამშრალი, სასტიკ ბედს მინდობილი.
[პირბნელი გამოჩნდა, ცივი სამარე
მიცვალებულის აწ უკვე სავანე.]
უღრუბლო ცა სარკესავით კრიალებს,
ქარი ფოთლებს უმიზნოდ აშრიალებს.
ტეგები: Qwelly, გარდაცვალება, ი.ელიზბარაშვილი, პოეზია, სიკვდილი, ქველი
Welcome to
Qwelly
ივლისი 23, 2025 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – Dubai - United Arab Emirates
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•