გარი თურნერი ბრიტანეთიდან, რომელსაც შეუძლია თავისი სხეულის კანი გაწელოს 15,8 სანტიმეტრამდე.
ჩინელ სი ციპინგს მსოფლიოში ყველაზე გრძელი თმები აქვს. მათი სიგრძე 5627 მილიმეტრია. იგი თმას 1973 წლიდან იზრდის.
რას წარმოიდგენდნენ თევზები, რომ ერთხელაც რომელიმე ადამიანი ადგებოდა და 66,5 მეტრს წყალქვეშ ველოსიპედით გაივლიდა? ეს პიროვნება ვიტორიო ინოსენტე გახლავთ იტალიიდან, რომელმაც შეძლო ამ რეკორდის დამყარება.
იზაბელ ვარლის სხეულის 93% ტატუირებით არის დაფარული.
სარვან სინგის წვერის სიგრძე 2 მეტრსა და 33 სმ-ს აღწევს.
ყველაზე გრძელი/დიდი ცხვირი მსოფლიოში ეკუთვნის თურქ, მეჰმედ უზურეკს. მისი სიგრძე 8,8 სმ-ია შუბლიდან ნესტოებამდე
თურქმა ირლეკ ილმაზმა თვალიდან ცრემლის ნაცვლად რძე 280 სმ-ს მანძილძე გადაასხა.
საიმონ ელმორი გერმანიიდან, რომელმაც შეძლო და 400 ცალი წვენის საწრუპი 10 წამის განმავლობაში გაიჩერა პირში.
ეკლესია ბორბლებზე, რომელსაც სახელად ჰქვია “The Best Man” ილინოისის შტატის ქალაქ შელბივილიდან, ავითარებს 99 კმ/სთ-ს. ამ პატარა ეკლესიაში ყველა საჭირო ნივთია: ფანჯარა დაბურული მინებით, 1000 ვატიანი სტერეოსისტემა, ორღანი, მქადაგებლის კათედრა და პატარა აივანი რკინის მოაჯირით.
ხე პინგ-პინგი მონღოლეთიდან, ცნობილია როგორც ყველაზე პატარა ადამიანი დედამიწის ზურგზე. მისი სიმაღლე 74,61 სმ-ია. ამ ფოტოზე იგი ყველაზე გრძელი ფეხების მქონე ქალის – სვეტლანა პანკრატოვას – გვერდით/ქვეშ დგას. სამწუხაროდ მსოფლიოს ყველაზე პატარა ადამიანი დღეს უკვე გარდაცვლილია
მსოფლიოში ყველაზე გრძელი ძაღლის ყურებია 34,9 სმ მარჯვენა და 34,2 მარცხენა. ეს შინაური ცხოველი ბრაიან და ქრისტინა ფლენსერების კუთვნილებაა, რომლებიც ილინოისის შტატში ცხოვრობენ.
კიმ გუდმანს თვალების “გადმოყრა” 11 მილიმეტრზე შეუძლია. ეს რეკორდი 1998 წელს გინესის რეკორდების ტელე-გადაცემაში დამყარდა
აარონ ქეისი, მოზარდი, რომელის სახეც მაგნიტის როლს ასრულებს. მას შეუძლია 17 კოვზის მიმაგრება.
გერმანელი ბრიჯიტ ბერენდსი პინგვინებთან დაკავშირებული ნივთების უდიდეს კოლექციას ფლობს – მათი რაოდენობა 11 062 ცალს შეადგენს. რეკორდი ოფიციალურად დაფიქსირდა 2011 წლის 14 მარტს. პირველი პინგვინი, რომელმაც კოლექციას საფუძველი ჩაუყარა, ბრიჯიტმა ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში იყიდა.
ყველაზე ტევადი ნავი.
გერმანიაში, ფოგტლანდის რეგიონში, ვიოლინოსა და ხემის შექმნის ოსტატებმა დაამზადეს მასიური ვიოლინო – სიგრძით 4.2 მეტრი და სიგანით 1.23 მეტრი. ინსტრუმენტი და მისი 5.1 მეტრიანი ხემი ჩვეულებრივ ვიოლინოს შვიდჯერ აღემატება ზომებით. მის დასაკრავად სამი ადამიანია საჭირო – ერთი სიმებზე უკრავს, დანარჩენი ორი ხემს ამოძრავებს.
ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოში მდებარე კომპანია “World’s Finest Chocolate”-ის მომსახურე პერსონალმა და სტუმრებმა 2011 წლის 13 სექტემბერს სპეციალურად რეკორდის დასამყარებლად დაამზადეს შოკოლადი წონით 5574 კგ და სიგრძით 7 მეტრი. ადრინდელ რეკორდს წონის ეს მაჩვენებელი თითქმის 1 ტონით აჭარბებს.
ყველაზე მძიმე პეხსაცმელი.
ჯორჯიის შტატში მცხოვრები ენი ჰავკინსი მსოფლიოში ყველაზე დიდი მკერდის პატრონია. მისი მკერდი ბუნებრივია და 50 კილოგრამს იწონის. ის ორი შვილის დედაა
ჰოლანდიელი უიმ ჰოფის ნიჭის კი ნებისიმიერ თქვენგანს შეშურდება. მან 1 საათისა და 42 წუთის განმავლობაში სრულიად შიშველმა გაძლო ყინულის ქვეშ.
ჯოლ ვოლი ამერიკიდან, რომელიც თავისი სიამაყის გვერდით დგას – რეზინის ლენტისგან შექმნილი ყველაზე დიდი ბურთი, რომლის წონაც 4 ტონას აჭარბებს. იგი 2008 წლის 13 ნოემბერს ფლორიდას შტატში აწონეს.
ყველაზე მეტი საყურე.
თმები ყურებიდან არაერთ ადამიანს ამოსდის, თუმცა 18 სანტიმეტრის სიგრძის მხოლოდ ინდოელ, ენტონი ვიქტორს გააჩნია.
ყველაზე დიდი ძაღლი.
მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰამბურგერი, რომელიც იჭმევა, 74,75 კილოგრამს იწონის და 399 დოლარი ღირს კაფე-ბარში სახელწოდებით “მელისთან”. ეს კაფე მიჩიგანის შტატში, საუთგეითში მდებარეობს. უზარმაზარი ჰამბრუგერი კი 2008 წლის 29 აგვისტოს გააკეთეს.
მელვინ ბუტი მიჩიგანიდან (მარჯვნივ), მისი ფრჩხილების საერთო სიგრძე 9 მეტრი და 5 სმ-ია. ლი რედმონდს (მარჯვნივ) კი ფრჩხილები 1979 წლიდან არ დაუჭრია. მისი სიგრძე 8 მეტრი და 65 სმ-ი იყო მანამ, სანამ ავტოავარიაში არ დაკარგა თავისი “სიამაყე”. მისი თქმით ასე ცხოვრება ბევრად ადვილია, თუმცა ეს ყველაზე დეპრესიული პერიოდი იყო მის ცხოვრებაში.
ყველაზე დიდი ფოთოლი.
ვინ წარმოიდგენდა, რომ შესაძლებელი იყო ერთდროულად 13 ძაღლი ამხტარიყო თოკზე? რეკორდი ეკუთვნის უჩიდა გეინოუშას ცირკს “Super Wan Wan Circus”-ს იაპონიიდან.
სკოტ მერფი შეერთებული შტატებიდან, რომელმაც 30 სმ დიამეტრის მქონე ტაფა 30 წამში მოღუნა და 17 სანტიმეტრამდე დააპატარავა.
ტეგები: უცნაური, Qwelly, გინესი, რეკორდი, უცნაური_ამბავი, ფოტო
arc praznikebzee ? ? :D
LsHისა_მ თქვა:
Brolik, ეგენი არ იბანენ :D :D
Brolika Qiqava_მ თქვა:vaai mag prchxilebmaaa meet gamaocaaa :D netaa rogor chamen? ibanen da a.sh. ? vitoom ginesis pensias momvlelebshii xarjaveen ? ? ? :D :D :D
Mariami_მ თქვა:im qalebs davachridi frchxileba da vcemdi tavisive shedevrit :D:D:D:D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
2 მოწონება
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•