კომუნიკაცია (ლათინურიდან Communico - საერთოს ვხდი), ფართო გაგებით, არის ინფორმაციის გაცვლა ინდივიდებს შორის სიმბოლოთა საერთო სისტემის საშუალებით. კომუნიკაცია შეიძლე განხორციელდეს ვერბალური ან არავერბალური მეთოდებით. განასხვავებენ ასევე კომუნიკაციის განხორციელების მექანიკურ და შემოქმედებით მიდგომებს. კომუნიკაცია, მექანიკური მიდგომით, არის ცალმხრივ მიმართული პროცესი ინფორმაციის კოდირებისა და გადაცემის ინფორმაციის წყაროდან ინფორმაციის მიმღებამდე. კომუნიკაცია, შემოქმედებითი მიდგომით, არის კომუნიკაციის მონაწილეთა ერთობლივი მოღვაწეობა, რომლის დროსაც გამომუშავდება საგნებზე და მოქმედებებზე საერთო (გარკვეულ ზღვრამდე) შეხედულებები.
1. კომუნიკაციის ფორმები მიმართულების მიხედვით:
2. კომუნიკაციის ფორმები მონაწილეების მიხედვით:
კომუნიკაცია არის კომპლექსური ორმხრივი პროცესი, რომელიც მოიცავს შეტყობინების კოდირების, გადაცემისა და გაშიფრვის პროცესს. ეფექტური კომუნიკაცია საჭიროებს კარგ კომუნიკატორს, რომელიც თავის შეტყობინებას წარმოდგენილ აუდიენციას ნათლად და ეფექტურად გადასცემს. კომუნიკაციას დიდი როლი ენიჭება ადამიანებს შორის ურთიერთობაში.
არსებობსვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია:
ვერბალური კომუნიკაცია ინფორმაციის სიტყვიერი გადაცემის გზაა. იმისათვის, რომ მივიპყროთ მოსაუბრის თუ ფართო აუდიენციის ყურადღება, საჭიროა ვერბალური კომუნიკაციის შემდეგი საშუალებების გათვალისწინება:
არავერბალურ კომუნიკაციას ისეთივე დიდი დატვირთვა აქვს კომუნიკაციის პროცესში როგორც ვერბალურს. კომუნიკაციის არავერბალური საშუალებებია:
არსებობს ცალმხრივი და ორმხრივი კომუნიკაცია:
ინფორმაციის გადაცემა ერთი სისტემიდან მეორეზე სიგნალების სპეციალური მატარებლებით. ადამიანთა საზოგადოებაში კ. ხორციელდება ინდივიდებს, ორგანიზაციებს, საზოგადოებებს, კულტურებს შორის ნიშნების სისტემათა (ენის) მეშვეობით. კ. ადამიანებს შორის ხორციელდება ნიშნობრივი წარმონაქმნების (შეტყობინებათა) გაცვლის მეშვეობით, რომლებშიც განივთებულია ცოდნა, აზრები, ღირებულებითი ურთიერთობები, მეკავშირე მხარეების მოღვაწეობის პროგრამები. კ–ის საშუალებები და ფორმები ასახავს საზოგადოებრივ ურთიერთობებსა და ადამიანთა ისტორიულ გამოცდილებას. იგი უზრუნველყოფს აგრეთვე სოციალური გამოცდილების დაგროვებასა და გადაცემას, შრომის განაწილებასა და ერთობლივი მოღვაწეობის ორგანიზაციას, მართავს, კულტურის ტრადიციის გადაცემასა და ა.შ.
კ–ის საშუალებები განსაკუთრებით განვითარდა გასული საუკუნის 20-იან წლებიდან. ეს დაკავშირებულია ტექნიკური საშუალებებისა და ინფორმაციის გადაცემის ოგანიზაციული პირობების გაერთიანებასთან, რამაც გამოიწვია მოკავშირე მხარეების უშუალო ურთიერთმოქმედების შემცირება. პრესის, ელექტრონული კავშირის (ტელეგრაფის, ტელეფონის, რადიოს, ტელევიზიის) მეშვეობით ძალზე შემცირდა მანძილი და დრო მხარეებს შორის. კ–ის თეორიის განვითარებამ განაპირობა კიბერნეტიკის, ინფორმატიკის, სემიოტიკის ჩამოყალიბება. კ–ის ცნება დღეს ცენტრალურ კატეგორიად ყალიბდება სოციალურ თეორიაში (ი. ჰაბერმასის "კომუნიკაციური მოქმედების თეორია, ნ. ლუმანის "სოციალური სისტემების თეორია" და სხვ.). მარტივი კ–ის სისტემა, როგორც მინიმუმ, მოიცავს:
კ. ფართო აზრით ადამიანური ცხოვრებისა და საქმიანობის ერთ–ერთი საფუძველია. იგი წარმოადგენს ინტელექტუალურ პროცესს, რომელსაც აქვს მტკიცე იდეურ–შინაარსობრივი გეგმა და დაკავშირებულია სოციალური მოქმედების განსაზღვრულ სიტუაციებთან. გამოყოფენ აგრეთვე ეგზისტენციალური კ–ის სახეს, რომელშიც მოიაზრება "მე"–ს, სელფის (Self) სხვაში – მეორე ადამიანში აღმოჩენის აქტი.
კ–ის თეორიის პრობლემების კვლევაში წამყვან როლს ასრულებს მასობრივი კ–ების სოციოლოგია. გამოყოფენ მასობრივ, პიროვნებათაშორის, მეცნიერულ და სხვ. კომუნიკაციებს.
კომუნიკაცია წარმოადგენს ადამიანებს შორის ვერბალური (სიტყვიერი) და არავერბალური სიმბოლოების საშუალებით აზრების, გრძნობების, დამოკიდებულებების და იდეების ურთიერთგაცვლას. კომუნიკაცია მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან "კომუნიკარე", რაც ნიშნავს: "გავხადოთ ყველასთვის გასაგები". ვერბალური კომუნიკაცია გულისხმობს სიტყვების საშუალებით ინფორმაციის გადაცემას. არავერბალური კომუნიკაცია (პოზა, მიმიკა, ჟესტიკულაცია, პაუზები, ხმის ინტონაცია და სიმაღლის ცვლილება, სქემა, დიაგრამა, სხვადასხვა შრიფტი) კი მოიცავს მოსაუბრის დამოკიდებულებას, რომელიც თან ახლავს და ავსებს სიტყვიერ ინფორმაციას. არავერბალური სიგნალები მიგვითითებენ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს სიტყვების მნიშვნელობის გაგება.
ეფექტური კომუნიკაციის დროს ჩვენ უნდა გავიგოთ არა მხოლოდ ტექსტის პირდაპირი შინაარსი, არამედ ქვეტექსტიც, ანუ ისიც, თუ რას გულისხმობს მოსაუბრე.
კომუნიკაციური უნარ-ჩვევებია: მოსმენა, ლაპარაკი, კითხვა, წერა, არავერბალური კომუნიკაცია, ინფორმაციის გარდაქმნა-ტრანსფორმაცია (სმენითი, წერილობითი და გრაფიკული ინფორმაციის ერთი ფორმიდან მეორეში გადატანა), სპეციალური ენის ფლობა (სხვადასხვა მეცნიერებების ენობრივი აპარატის ფლობა და სიმბოლოებით ოპერირება).
დაკავშირების, გადაცემის, ურთიერთობის ნებისმიერი საშუალება; კავშირგაბმულობა, საინფორმაციო კავშირი, ინფორმაციის გაცვლის სისტემა. მოხელის სამაგიდო ლექსიკონი გაეროს განვითარების პროგრამა
ფსიქოლოგების აზრით ადამიანის გაცნობას სულ რაღაც 3–4 წუთი სჭირდება. მოკლევადიანი პირველადი შთაბეჭდილება 30 წამში იქმნება, ხოლო გრძელვადიანი პირველ 4 წუთში. ტრეინინგების პირველ დღეს კედელზე გაკრულ სიაში ჩემი გვარი ვიპოვნე, შევედი ჯგუფში, სადაც ტრეინინგის 22 მონაწილე წრიულად დავსხედით. თავი სარეაბილიტაციო ცენტრში მეგონა – კადრი რომელიღაც ფილმიდან თუ სერიალიდან (ოღონდ ამერიკული სერიალიდან) "გამარჯობა, მე ქეითი ვარ და ნარკომანი ვარ" ან "გამარჯობა მე დევიდი ვარ და ალკოჰოლიკი ვარ"... მაგრამ შემოვიდა ძალიან, ძალიან საყვარელი ტრენერი და დავიწყეთ ერთმანეთის გაცნობა. მან შემოგვთავაზა ჩვენი თავი შეგვედარებინა სამ ნივთს. თვითონ დაიწყო– მე ვგავარ საათს, რადგან ძალიან პუნქტუალური ვარ. ვგავარ მზეს, რადგან სითბოს და სიყვარულს ვასხივებ და ვგავარ კურდღელს, რადგან სწრაფი ვარ.
ტეგები: communication, psychology, qwelly, კომუნიკაცია, ფსიქოლოგია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა yongxing_მ.
თარიღი: იანვარი 12, 2026.
საათი: 10:29am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing Eco-friendly Seamless Activewear Yongxing is a meaningful step for anyone who cares about comfort, performance, and environmental responsibility. Today’s consumers increasingly look for apparel that supports not only their fitness goals but also their values, particularly when it comes to reducing waste and promoting sustainability. This type of activewear brings together comfort and conscious design in a way that aligns with modern lifestyles. Sustainable materials are at the heart…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 12, 2026.
საათი: 10:18am
0 კომენტარი
0 მოწონება
ARC Raiders Items blends dynamic combat, immersive cooperative play, and high-stakes extraction mechanics to deliver a sci-fi experience that encourages teamwork and tactical thinking. At its core, the game balances fast-paced action with resource-driven decision-making, challenging players to survive hostile environments filled with ARC machines and rival human groups.
Combat is built around mobility and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
© 2026 George.
•