შენ განდევნე ჩემგან ამქვეყნიურ სიამეთა ყველა სურვილი, ო, ჭეშმარიტო და უზენაესო სიტკბოებავ; დიახ, შენ განდევნე ისინი, რათა თვითონ დაგეკავებინა მათი ადგილი, ყოველგვარ სიტკბოებაზე უტკბესო, მაგრამ არა სისხლისა და ხორცისათვის; ყოველგვარ ნათელზე უნათლესო, მაგრამ ყოველგვარ იდუმალებაზე უიდუმალესო; ყოველგვარ პატივზე უზენაესო, მაგრამ არა პატივმოყვარეთა და მზვაობართათვის. ჩემი სული უკვე თავისუფალი იყო ურიცხვი მტანჯველი საზრუნავისგან: აღარც პატივმოყვარეობა, აღარც ანგარება, აღარც სამარცხვინო თავდამცირება ბილწ გულისთქმათა დასაკმაყოფილებლად. მე მხოლოდ შენ გესიტყვებოდი, ნათელო ჩემო, სიუხვეო ჩემო, ხსნავ ჩემო, უფალო ღმერთო ჩემო.
ნეტარი ავგუსტინე, "აღსარებანი"
წიგნი IX, თავი I (ამონარიდი)
"სიყვარული წარმავლის მიმართ შეიძლება სძლიო მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგემებ მარადისობის სიტკბოებას" (ნეტარი ავგუსტინე, "მუსიკისათვის", 6,16). შედარება: პასკალი, ვისი აზრითაც, ჩვენში, ყოველმხრივ სასრულსა და მსწრაფლწარმავალ არსებებში, არის რაღაც უსასრულო, კერძოდ, ბედნიერების შმაგი წყურვილი, და არ არსებობს ამ ქვეყნად ძალა, რომელიც შესძლებს ეს სურვილი ჩაახშოშ ჩვენში, ისევე, როგორც არ არსებობს ამქვეყნიურ სინამდვილეში მისი დაცხრომის არავითარი საშუალება: "მაგრამ რას მოწმობს ბედნიერების ეს შმაგი წყურვილი და მისი დაცხრომის შეუძლებლობა, თუ არა იმას, რომ ადამიანი ოდესღაც ჭეშმარიტად ბედნიერი იყო, და რომ ამ ბედნიერების სახსოვრად მას დარჩა მხოლოდ ლიტონი სურვილი, აღუვსებელი საწყაული, რომლის ავსებასაც ამაოდ ცდილობს ყოველივე იმით, რაზედაც ხელი მიუწვდება, რაც გარს არტყია, მაგრამ რაკი ხელმისაწვდომი არ აკმაყოფილებს, რაკი მიღწეულით ვერ იკლავს წყურვილს, ხარბად მიელტვის მიუღწეველს თუ მიუწდომელს, და კვლავ უშედეგოდ, და კვლავ ამაოდ, ვინაიდან უსასრულო სიცარიელის ავსება შეიძლება მხოლოდ რაღაც უსასრულოთი და უცვლელით, ესე იგი, ღმერთით.
"მხოლოდ მასშია ჩვენი ჭეშმარიტი სიკეთე, მაგრამ ვაი რომ დავკარგეთ ის, და მას მერე ამაოდ ვეძებთ მის მაგიერს, ამაოდ ვცდილობთ რაიმეთი შევცვალოთ იგი... ჭეშმარიტი სიკეთის დაკარგვი შემდეგ ადამიანს შეიძლება ყველაფერი სიკეთედ მოეჩვენოს, ასე განსაჯეთ, საკუთარი თვითმოსპობაც და თვითგანადგურებაც, თუმცა არაფერი ასერიგად არ ეწინააღმდეგება ღმერთს, გონებას, სამყაროს, ბუნებას" (ბლეზ პასკალი, აზრები, თბ. 1981, გვ. 281-282).
მთარგმნელი: ბაჩანა ბრეგვაძე
ტეგები: Qwelly, აღსარებანი, ბედნიერება, ნეტარი_ავგუსტინე, უსასრულო_ბედნიერება
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
1 Like
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
© 2026 George.
•