წესიერი ადამიანი საკუთარ ავადმყოფობაზე არ ლაპარაკობს.
ოჰ ბუნებავ! როგორ მიყვარხარ. მეც შენი წიაღიდან გამოვედი ცხოვრებისათვის ასეთი უნიათო.
ბავშვები იმიტომ არსებობენ, რომ მშობლებმა არ მოიწყინონ.
ადამიანი ვერ გრძნობს საკუთარ სიცოცხლეს, იგი, როგორც ბგერა, გარკვეული ხდება რამდენიმ ხნის შემდეგ.
სიკვდილის წინ მგონი მეპატიება ასეთი სურვილი, გავიგო, საერთოდ ვინ ვიყავი. კარგად რომ ჩავუფიქრდი ამ მნიშვნელოვან საკითხს და თანაც ჩავთვალე, რომ არავითარი საჭიროება არ მქონია, დიდი სიმკაცრით მემსჯელა ჩემ თავზე, როგორც ამას საკუთარ ღირსებაში მეტად დარწმუნებულნი სჩადიან, გულახდილად უნდა ვაღიარო, რომ მე გახლდით სრულიად ზედმეტი ადამიანი მთელს ქვეყანაზე, უფრო სწორად უცხო ვინმე.
ადამიანები არიან ბოროტები, კეთილები, ჭკვიანები, სულელები, სასიამოვნონი, უსიამოვნონი, მაგრამ ზედმეტნი... არა.
მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, ჩემი ადგილი ყოველთვის დაკავებული მხვდებოდა. იქნებ იმის გამო, რომ ამ ადგილს იქ არ ვეძებდი, სადაც უნდა მეძებნა.
საერთოდ, სულელი არ გახლავართ. ზოგჯერ თავში მომდის საკმაოდ ყურადსაღები და არცთუ ჩვეულებრივი აზრები, მაგრამ ზედმეტი ადამიანი რომ ვარ და თანაც შინაგანად ჩაკეტილი, ამიტომ ვშიშობ საკუთარი აზრების გამოთქმას. მით უმეტეს, წინასწარ ვიცი, რომ საძაგლად გამოვთქვამ.
უნდა მოგახსენოთ, რომ თუმცა ზედმეტი ადამიანი ვარ, მაგრამ არცთუ საკუთარი სურვილით. თავად ავად გახლავართ, მაგრამ ავადმყოფურს ვერაფერს ვიტან. ბედნიერებაზეც არ ვიტყოდი უარს. კიდეც შევეცადე მივახლოებოდი, ხან მარჯვნიდან მივუდექი, ხან მარცხნიდან... ამიტომ საკვირველი არ არის, მეც ვყოფილიყავი მოწყენილი, როგორც ყველა სხვა მოკვდავი.
როცა ადამიანი ძალიან კარგად გრძნობს თავს, მისი გონება, როგორც ცნობილია, ნაკლებ ქმედითია. მშვიდი და სასიხარულო შეგრძნება კმაყოფილებისა მოიცავს მთელ მის არსებას. მისით არის აღვსილი, ადამიანში ქრება პირადულობის შეგრძნება - იგი განცხრომაშია, როგორც ამას ცუდად აღზრდილი პოეტები ამბობენ და ბოლოს როცა ეს ”ხიბლი” გაივლის, ადამიანს იპყრობს სინანული. სინანული იმისა, რომ ბედნიერების ჟამს ნაკლებად აკვირდებოდა საკუთარ თავს, რომ საკუთარი ფიქრებით თუ მოგონებებით არ გაიორკეცა სიამოვნება... „ნეტარებაში“ მყოფ ადამიანს განა აქვს დროის შეგრძნება, ან ღირს კი იმ დროს საკუთარ
გრძნობებზე დაფიქრება? ბედნიერი კაცი - მზეზე გალაღებული ბუზია.
მარტოხელა და მოკრძალებულ ადამიანთა უბედურება სწორედ ის არის, რომ თვალებიც კარგი აქვთ და საკმაოდ დაჭყეტილებიც, მაგრამ მაინც ვერაფერს ხედავენ. ანდა ხედავენ მცდარად, გეგონება ნაირფერი სათვალიდან იყურებიანო, მათთვის საკუთარი აზრები და დაკვირვებები მხოლოდ ხელის შემშლელია.
ვინა თქვა, რომ მხოლოდ სიმართლეა რეალობა? ტყუილიც, ისეთივე სიცოცხლის უნარიანია, როგორც სიმართლე, თუ მეტად არა.
ძნელია ცოცხალი არსებისთვის სიცოცხლესთან გამოთხოვება!
ტეგები: Qwelly, ამონარიდები, დღიური, ტურგენევი, ფრაგმენტები, ცნობილი
არაილუსტრირებული სახით ვისაც უნდა იხილეთ ეს >> http://www.qwelly.com/profiles/blogs/turgenevi ;)
მადლობა ცის ილუსტრაციებისთვის :* :* :*
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•