როცა ხატებთან სანთელი იწვის,
ღმერთმა სურვილი უთქმელად იცის,
ლოცვა-კავშირი ზეცის და მიწის,
უფლის წინაშე თავს მდაბლად იხრის.
რამდენი თხოვნა მიწიდან ზეცად ტვირთად ატარა,
დამძიმდა, ღმერთის სავედრებელი თვითონ პატარა,
მაგრამ ზეცაში წმინდანებს აქვთ მსგავსი პატივი,
და მისი ტვირთი არ იქნება უფრო მარტივი.
სადღაც შორს, ქვემოთ გულმხურვალეს ისმის ვედრება,
სანთლის ღვენთები და ცრემლები ლოცვას ერთვება,
ერთ სანთელში ტევს ყველა ნატვრას, ყველა ოცნებას,
რწმენით აღსავსე ელოდება წმინდანთა ნებას.
ლოცვა კვლავ წარსდგა ღვთის წინაშე და კვლავაც მდაბლად,
რადგან იცოდა, რომ უფალი დგას ბევრად მაღლა,
„მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
და მე შენს პირმშოს აქვე ზეცაში დამიდევს ბინა,
მადლობას გიხდის მიწაზე ხალხი, უბოძე პური,
და გევედრება რომ ყველგან მოსპო ბოროტი შური.
მომეცი ნება მეც გთხოვო ერთხელ მხურვალე გულით,
დააჯილდოვე მიწაზე ყველა ღრმა სიყვარულით,
ზოგი ვერ ხედავს, ვერ აფასებს, ეს არის ძღვენი,
მე მხოლოდ ერთს გთხოვ, წრფელი სურვილი, ნებაა შენი.
მხურვალე თხოვნით გამომაგზავნა მიწიდან ერთმა,
რა მინდა გულით თვიტონ კი იცის მაღალმა ღმერთმა,
ნიჭსა და სითბოს ვეძიებდი მიწაზე ყველგან,
ვიპოვნე, ვიცი დიდი სიკეთე იღვრება შენგან.
მხოლოდ იმას გთხოვ მას არ მოაკლო შენი წყალობა,
ცხოვრების გზაზე ეფინებოდეს წმინდა გალობა,
და უხილავი ანარეკლიორ სუფთა სულში, ირეკლებოდეს,
ერთ დიდ, უწმინდეს თვით სიყვარულში.
უფალო ღმერთო თუ შეგცოდე, გთხოვ მომიტევო,
მე ხომ ლოცვა ვარ, ამდენ ვედრებას ვერ დავიტევო,
და გაიგონა ლოცვამ უფლისგან გალობა ერთი,
დალოცვილი ხართ, გაიხარეთ, თქვენთან არს ღმერთი!
ტეგები: qwelly, პოეზია, სანთელი, სურვილი, უცნობი, ქველი, ღმერთი, ხატი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•