მოგახსენებთ, რომ უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით, გამომცემლობა "გრაგნილი"-ს მიერ გრძელდება გამოცემა სერიის "ახალი აღთქუმაჲ უფლისა ჩუენისაჲ იესუ ქრისტესი". საქართველოს ისტორიაში ეს პირველი ოთხენოვანი გამოცემაა (ტექსტები პარალელურ რეჟიმში არიან განლაგებულნი).
პარალელური ტექსტები არა მხოლოდ ორიგინალის შესწავლის მეცნიერული მიდგომაა, არა მხოლოდ სამწერლო ხელოვნების "ახალი" სახეობა, არამედ (რედაქციის აზრით) მცირე ერებისთვის "გლობალურ" სამყაროში ენის აქტუალობის და დაუმახინჯებლობის შენარჩუნების ერთადერთი საშუალებაა.
ოთხივე ტექსტი _ კანონიკურია: ძველბერძნულენოვანი თარგმანი წმ. ფოტი-პატრიარქს ეკუთვნის (IX საუკ.), ძველქართულენოვანი - წმ. გიორგი მთაწმინდელს (XI საუკ.), ლათინური (" ვულგატა") - წმ. ნეტარ იერონიმეს (III საუკ.), რუსული ("სინოდალური") – კომისიას წმ. ფილარეტ მოსკოველის თავჯდომარეობით.
თითოეული ტექსტის მიმართ ჩატარებულია კრიტიკულ-ფილოლოგიური კვლევა, როგორც ადრე გამოქვეყნებული და გამოუქვეყნებელი ხელნაწერების, ასევე თარგმანების ეპოქის გრამატიკული ნორმების მიხედვით.
პირველადი კურთხევით, წიგნი სასულიერო აკადემიის სახელმძღვანელო უნდა ყოფილიყო. მაგრამ სპეციფიური სამეცნიერო აპარატის ამოღებით მკითხველ პირთა წრე გაფართოვდა: თეოლოგები და კლასიკური ფილოლოგები, მღვდელმთავარნი და მღვდელმსახურნი, სტუდენტები და გამოცდილი მრევლი.
სამეცნიერო აპარატიდან თან ერთვის "პარალელური ადგილები" (და თუ წიგნში " მათესაგან წმიდაჲ სახარებაჲ" ( ასევე პირველად საქართველოში) გამოყენებულ იქნა ნათარგმნი ფილოლოგიურ პრინციპზე შედგენილების "პარალელური ადგილები"-ს (შეჯერებული ვარიანტი: ოქსფორდი, ტიუბინგენი, თეოლოგიური ძმობა" (საბერძეთი)), "მარკოზისაგან წმიდაჲ სახარება"-ში "პარალელური ადგილები"- აბსოლუტური ორიგინალია: გამოყენებულია (სრულიად " ბიბლიის", ანუ "ძველი" და "ახალი" აღთქმის წიგნების + კანონიკური აპოკრიფების) შერეული თეოლოგიურ – ფილოლოგიური მეთოდი.
ვინაიდან წიგნი სრულიად სამართლმადიდებლოში ვრცელდება ("მათეს. სახარებაჲ"- იერუსალიმი, კონსტანტინოპოლი, ათონის მთა, საბერძნეთი, რუსეთი), რედაქციას აუცილებლობად მიაჩნდა: ფერად გვერდზე განეთავსებინა ჩვენი ეროვნული სიამაყე – "ხახულის კარედი"-ს ტიხრული მინანქრის "მათე - მახარებლის" მედალიონის გამოსახულება (XI საუკ.). ანალოგიურად დაგეგმილია: "მარკოზისაგან წმიდაჲ სახარება"-ში "მარკოზ – მახარებლის" მედალიონის გამოსახულების განთავსება.
საქართველოში "მათესაგან წმიდაჲ სახარებაჲ" უსასყიდლოდ გადაეცა ბიბლიოთეკებს (მათ შორის ცენტრალურ საჯაროს, აკადემიის და საპატრიარქოს), მონასტრებს, სასულიერო აკადემიის და სემინარიის სტუდენტებს, სასულიერო პირებს და მრევლს.
მან სამეცნიერო წრეების მაღალი შეფასება დაიმსახურა (მაგ.: წიგნის ორი ექზემპლიარი განთავსებულ იქნა საქართველოს პარლამეტის ბიბლიოთეკის "ხელუხლებელ ფონდში", ჩვენი ერის უნიკალურ ხელნაწერთა და გამოცემათა შორის).
ტეგები: Qwelly, მიმართვა_სპონსორისადმი, სახარება, ქველი, წმინდა_წერილი
ეს მართლა უნიკალურია, ერის საგანძური :)
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Rynadqua_მ.
თარიღი: აპრილი 11, 2026.
საათი: 12:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
© 2026 George.
•