მარტინო:

"მე მინდა ვიპოვო ისეთი სათამაშო სტილი, რომელშიც ჩემი ფეხბურთელები თავს კომფორტულად იგრძნობენ. მე კლუბის იდეებს უფრო დახვეწილს გავხდი. პარაგვაი არანაირად არ ჰგავდა იმ გუნდს, რომელსაც მე ვწვრთნიდი. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ყველაფერი მეტად დავხვეწო და "ბარსაშიც" სწორედ ამიტომ ვარ.აქ დიდებული ფეხბურთელები არიან. თუ იმ იდეების დაბრუნებას შევძლებთ, რა იდეებითაც ძველი "ბარსელონა" ხელმძღვანელობდა, ძალიან კარგი გუნდი გავხდებით. მე მინდა, "ბარსა" ისეთი გუნდი გავხადო, რომელიც შეტევაში კომფორტულად წავა.მე ძალიან ბედნიერი და მადლობელი ვარ ამ კლუბის, რადგან მე ამირჩიეს. "ბარსა" უდიდესი ისტორიის მქონე დიდებული კლუბია. თუ ადამიანი ამბიციურია, მისთვის უდიდესი პლუსია ისეთ გუნდში თამაში, როგორიც "ბარსელონაა". 1 წლის წინ ამას ვერც კი გავიფიქრებდი, მაგრამ როგორც ხედავთ, მე აქ ვარ.

სამწუხაროა, რადგან აქ ცუდ დროს მოვედი. ტიტოს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. მე მას ვესაუბრე და ტიტომ აქ მოსვლა მომილოცა. მე მისი მადლობელი ვარ. მას ჯანმრთელობას ვუსურვებ. პირადად მას არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რომ ახლა ცუდ სიტუაციაში იმყოფება და გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.თუ მესიმ და ნეიმარმა მოედანზე ერთმანეთს ვერ გაუგეს ეს არა მათი ბრალი იქნება, არამედ მწვრთნელის. ლიონელი ძველ ჩვეულ პოზიციაზე ითამაშებს. ჩვენ უნდა შევქმნათ კომფორტული პირობები მისი თამაშისათვის. ხშირი პრესინგი და ბურთის კონტროლი კი "ბარსელონას" მთავარი პრიორიტეტია. ჩვენთვის ჩვეული სქემა არის 4-3-3 და უახლოეს პერიოდში სწორედ მას გამოვიყენებთ."

 

  • "ჩვენ განვაგრძობთ 4-3-3-ის თამაშს,რადგან ფეხბურთელები კარგად გრძნობენ თავს ამ ტაკტიკაში."
  • "მეტოქე მადრიდი?ჩვენ მხოლოდ გვსურს ვისაუბროთ ფეხბურთზე და კონცენტრაცია მოვახდინოდ თამაშზე"
  • "ნეველის მცველი ვერჟინი?ის შესანიშნავი ფეხბურთელია,მაგრამ ჯერ უნდა ვიმუშაო გუნდთან,რომ გავიგო გვჭირდება თუ არა მცველი"
  • "თანამშრომლები? ჩვენ ვიმუშავებთ ყველაფერზე,ყველას აქვს თავისი როლი.ჩვენ ყველაფერს მოგვიანებით განვაცხადებთ."
  • "რას ჩავიცვამ სპორტულებს თუ შარვალ-კოსტუმს თამაშის განმავლობაში? არ ვიცი რაშიც უფრო კომფორტულად ვიგრძნობ თავს"
  • "გამარჯვება ყოველთვის არ არის სამართლიანი, მაგრამ ერთი თასის წაგებაც კი იქნება მარცხი ჩვენთვის"
  • "ჩვენ ვეცდებით რომ აღვადგინოთ რაღაცეები საუკეთესო ბარსადან,ამასთანავე მე შევთავაზებ ჩემს იდეებსაც"
  • "ეს ნორმალურია,რომ იუნაიტედი დაინტერესებულია,ეს პატივია,მაგრამ ჩვენ გვაქვს სესკის იმედი და არ ვყიდით მას, არ აქვს მნიშვნელობა შეთავაზებას"
  • "მანჩესტერს სესკი უნდა?თუ კლუბმა უარყო ორი შეთავაზება მეც მივუმატებ მას მესამეს.სესკი დარჩება"
  • "მე მინდა რომ გვქონდეს ახალგაზრდა მოთამაშეების იმედი."
  • "მაღალი ტემპი და ბურთზე კონტროლის უმალ დაბრუნება მატჩში დაგვეხმარება დავაბრუნოთ ძველი ბარსა"
  • "დოს სანტოსი მიდის? არ ვიცი,ჩვენ გვაქვს ყველა მოთამაშის იმედი,მათ შორის ჯონათანისაც"
  • "ჯერ არ მისაუბრია არც როურასთან და არც რუბისთან,მაგრამ მსურს გავიგო ყველაფერი რისი გაგებაც შესაძლებელია.მე არ შემიწყვეტია საუბარი ბარსაზე მას შემდეგ რაც მე აქ ჩამოვედი"
  • "მე ვესაუბრე ტიტოს ტელეფონით.მას გაუხარდა ჩემი მოსვლა და მისურვა ყველაფერი საუკეთესო.ჩვენი საუკეთესო სურვილები მას!"
  • "მცველი გვჭირდება? არ ვიცი ჯერ არ მინახია გუნდი"
  • "დილას მე ვესაუბრე პუიოლს"
  • "მესი თამაშობს სხვა პოზიციაზე,მაგრამ იტანს მეტ გოლს ვიდრე იტანდა,მე ვაპირებ შევცვალო მისი პოზიცია"
  • "მე დღეს გავემგზავრები ოსლოში და შევუერთდები გუნდს"
  • "მესიც და მეც ორივენი როსარიოდან ვართ,ნეველსი ჩვენი კლუბია,მაგრამ მე არ ვიცნობ მას პირადად"
  • "მწვრთნელობა არგნტინაში არ არის მარტივი,ეს დამეხმარა მე რომ წამოვსულიყავი არგენტინიდან"
  • "როგორც მწვრთნელი მე ვისწავლე შეგუება მოთამაშეებთან"
  • "მე არ შემიძია დავუშვა ის,რომ მესი და ნეიმარი ერთად კარგად ვერ ითამაშებენ.თუ ისინი ვერ შეძებენ მწვრთნელი იქნება დამნაშავე"
  • "მე ვფიქრობ მნორმალურია რომ ხალხი არ მიცნობს აქ მე.მე არ ვარ განაწყენებული ამაზე"
  • "მთავარია დავრწმუნდე რომ მოთამაშეებს წყურიათ გამარჯვება"
  • "შენ შეგიძლია იყო ამბიციური,დაისახო მიზნები ,მაგრამ ერთი წლის წინ მე ვერც კი წარმოვიდგენდი რომ მოვხვდებოდი აქ"
  • "მე გავაგრძელებ ისე როგორც დაიწყო ბარსამ მაგრამ ამასთანავე შევიტან ცვლილებებს რომ გავხადო ეს გუნდი სრულყოფილი"
  • "მე დიდი სურვილი ამქვს შევხვდე მოთამაშეებს და შევთავაზო მათ ჩემი იდეები ესაა იმის მიზეზი რომ მე გავწევრიანდი აქ"
  • "სამწუხაროდ,ჩვენ ყველამ ვიცით მიზეზი რატომაც ვარ აქ მე. მე ვუგზავნი ჩემს საუკეთესო სურვილებს ტიტოს"
  • "მე ვარ მოხარული და ბედნიერი,ეს პატივია რომ იყო ისტორიითა და პრესტიჟით აღსავსე კლუბში"

ტეგები: Football, Qwelly, ბარსელონა, მწვრთნელი, ნიუსი, ფეხბურთი, ქველი

ნახვა: 570

გამოხმაურებები!

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ დაველოდოთ სეზონს და ვნახოთ რა ბიჭია მარტინო :) 

ამ კაცის იმეედი მაქვს! :) გადავრჩით, რომ ისევ როურას ხელში არ აღმოჩნდა ბარსა. საუკეთესო სეზონი გვაქვს წინ! :) 

ბაიერნთან ამხანაგურით მაგას ვერ ვიტყოდი :) 

samuna_მ თქვა:

ამ კაცის იმეედი მაქვს! :) გადავრჩით, რომ ისევ როურას ხელში არ აღმოჩნდა ბარსა. საუკეთესო სეზონი გვაქვს წინ! :) 

თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს პირველი თამაში იყო და მარტინო გუნდს საერთოდ არ იცნობდა წაგება ბუნებრივიცაა.. მე არც ველოდი მეტს!

LsHისა_მ თქვა:

ბაიერნთან ამხანაგურით მაგას ვერ ვიტყოდი :) 

samuna_მ თქვა:

ამ კაცის იმეედი მაქვს! :) გადავრჩით, რომ ისევ როურას ხელში არ აღმოჩნდა ბარსა. საუკეთესო სეზონი გვაქვს წინ! :) 

წინასწარ იცოდი რომ წავაგებდით? ეს ცუდია :( 

samuna_მ თქვა:

თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს პირველი თამაში იყო და მარტინო გუნდს საერთოდ არ იცნობდა წაგება ბუნებრივიცაა.. მე არც ველოდი მეტს!

aba mwvrtnelis gareshe darchenili gundisgan mogebbis imedi unda mqonoda?! :/

LsHისა_მ თქვა:

წინასწარ იცოდი რომ წავაგებდით? ეს ცუდია :( 

samuna_მ თქვა:

თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს პირველი თამაში იყო და მარტინო გუნდს საერთოდ არ იცნობდა წაგება ბუნებრივიცაა.. მე არც ველოდი მეტს!

ერიკ კანტონამ, ლეო მესი ჯასტინ ბიბერს დაემსგავსა და იმედია ფეხბურთსაც ისე არ ითამაშებს, როგორც ჯასტინი მღერისო. )) 

RSS

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters