ვიღაცა ყვირის ღამის ქუჩებში,

მე გთხოვ გამოდი გარეთ, მარია!

და ვარსკვლავები ბრწყინავენ ცაზე,

მთვარე მკაცრი და იდუმალია.

ქარი შრიალებს ხეთა ტოტებში,

ქარი კი არა, ჩემი ჯვარია.

ეკლესიაში ზარები რეკავს,

რადიო გოდებს "ავე მარია"

ვიღაცა ისევ ქუჩებში დადის,

ქუჩა ცივია, ქრისტეს ჯვარია.

ლოთები ჩუმად იღიღინებენ,

ცა მდუმარია, "ავე მარია"

ცა მდუმარია, ვარსკვლავთ ჯარია,

აჩრდილებია მე რომ მტანჯავენ.

სადღაც გალობენ "ავე მარიას"

მაგრამ ვიცი დროს ფუჭად ხარჯავენ.

რადგან ამ მიწას ცოდვა მრავალი

და ბოროტების ქსელი აკვრია,

ნეტავ როგორი გვაქვს მომავალი?

ღმერთო გვიშველე! ავე მარია!

ქარი შრიალებს ხეთა ტოტებში,

გული ნატანჯი, ნაომარია.

გარეული ვარ მეც ამ ლოთებში

და მეც ვღიღინებ "ავე მარია"

იასამნები და მიმოზები,

ნამიან ღამე ნათევერია.

ზეცად გალობენ ანგელოსები:

"ავე მარია, ავე მარია"

ფიქრი მაფითრებს გადარეული,

გული ალმასის სატევარია.

ღამის ზმანება და მთვარეულის:

"ავე მარია, ავე მარია"

ტეგები: Poetry, Qwelly, ave, maria, ავე, თანამედროვე_ავტორი, მარია, პოეზია, ქართული, ცნობილი_ავტორი

ნახვა: 1100

გამოხმაურებები!

ქეთუშ ეს შენი ლექსია ხო? ასე მახსოვს... 

chemi da ilosi :)

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Palestine In Concentration: Present-day Updates and Ongoing Struggles

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 6, 2025.
საათი: 3:00pm 0 კომენტარი

The Tale of Palestine carries on to evolve, marked by resilience, troubles, and an enduring demand justice. Recent developments during the area have brought new notice to the plight on the Palestinian folks, highlighting both the urgent want for motion plus the broader implications for world peace and steadiness.





Rising Tensions and Humanitarian Issues

During the West Bank, the expansion of Israeli settlements has escalated tensions, with Palestinian…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters