1. ტუტანხამონი ეგვიპტის ყველაზე ცნობილი ფარაონია. ინგლისელმა არქეოლოგმა, ჰოვარ კარტერმა მისი სამარხი 1922 წელს აღმოაჩინა. მან 5 წელი სამარხის ძიებას, 10 წელი კი განძის ამოღებას მოანდომა. სამარხში 47 თასმიანი მოოქროვილი სანდალი აღმოაჩინეს, რომელთა ლანჩებზე ფარაონის მტრები იყო გამოსახული.
2. ეგვიპტის ფარაონი პეპი ბუზებს რომ არ შეეწუხებინა, ორი მსახური ტანზე თაფლს ისვამდა და მწერებს ასე იზიდავდა.
3. ეგვიპტეში არა მარტო ქალები, არამედ კაცებიც იკეთებდნენ მაკიაჟს.მათ მიაჩნდათ, რომ მაკიაჟი ავი თვალისგან დაიცავდათ.
4. ანტიბიოტიკები მე-20 საუკუნეში გამოიგონეს, მანამ კი ეგვიპტელები ინფექციურ დაავადებებს დაობებული პურით მკურნალობდნენ (ობი ანტიბიოტიკ პენიცილინის წყარო გახდა).

5. ბავშვებს ეგვიპტეში 10 წლამდე ტანსაცმელს არ აცმევდნენ, კაცებს ქვედაბოლო, ქალებს კი კაბა ეცვათ.
6. მდიდარი ეგვიპტელები 12 წლამდე ბიჭებს თმას პარსავდნენ და პარიკს უკეთებდნენ. ღარიბები კი შეკრულ თმას ატარებდნენ, რათა ტილი სხვებისთვის არ გადაედოთ.
7. ბიჭებს მამა-პაპის საქმე უნდა გაეგრძელებინათ, გოგონებს კი კარგ მეუღლეებად, დედებად ზრდიდნენ. ქორწინება ერთსა და იმავე სოციალური ფენის ქალსა და მამაკაცს შორის იყო ნებადართული.

8. ტრადიციულად ფარაონებს ახალგაზრდა,ჯანმრთელ მამაკაცებად გამოსახავდნენ მაშინაც კი,როცა მოხუცი და დაუძლურებულნი იყვნენ.დედოფლებსაც ლამაზ და ახალგაზრდა ქალებად წარმოაჩენდნენ.
9.პირველი ნავი რომელიც ნილოსზე დაცურავდა პაპირუსის ლერწმისგან იყო გაკეთებული და თოკებით შეკრული. ნავები მდინარეზე გადასასვლელედ და სათევზაოდ გამოიყენებოდა. ხშირად, ასეთ ნავს ნახატებზე მზის ღმერთთან ერთად გამოსახავდნენ.
10. ძველეგვიპტელთა ცხოვრებაში მუსიკა და ცეკვა დიდ როლს ასრულებდა. ქალები ზოგჯერ შიშვლებიც კი ცეკვავდნენ. მუსიკოსები სიმებიან (ქნარი, ბარბითი, არფა), ჩასაბერ(ფლეიტა,ჰობო) და დასარტყმელ (დაირა) ინსტრუმენტებზე უკრავდნენ. ზოგიერთ საკრავს განსაკუთრებული ფუნქციაც ქონდა მინიჭებული. მაგალითად, ბრძოლისას მეომრებს გასამხნევებლად საყვირს, დოლს, ბუკს იყენებდნენ, ხოლო რელიგიური დღესასწაულების დროს ზანზალაკებსდა ზარებს რეკდნენ
ტეგები: Facts, Information, Interesting, qwelly, ეგვიპტე, ეს_საინტერესოა, ილურა, ფაქტები, ფოტო
lasha zrunavs chvenze raa :) :* :*
საინტერესოა, მაგრამ ეს ვერ გავიგე:( 5.ბავშვებს ეგვიპტეში 10 წლამდე ტანსაცმელს არ აცმევდნენ,კაცებს ქვედაბოლო,ქალებს კი კაბა ეცვათ.
ანა, ლაშა რა შუაშია? :D :P
ana makaridze_მ თქვა:
lasha zrunavs chvenze raa :) :* :*
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•