გასულ შაბათ-კვირას, მცხეთის რაიონის გუნდებმა კიდევ ერთხელ გაახარეს ქომაგი სასიამოვნო, საინტერესო და დაძაბული სანახაობით.

გასამართი თამაშების სია ასე გამოიყურებოდა:

18 აგვისტო

18:00

ჩემპიონი VS ქანდა

ვაზიანი VS ნადვარაანთკარი

19:00

აღდგომიანთკარი VS არმაზი

ქსანი VS ჯიღაურა

 

ჩემპიონი უდაო ფავორიტი იყო ქანდასთან, ისევე როგორც ვაზიანი ნავდარაანთკართან... ამ თამაშების განსაკუთრებული ინტერესი და ბჭობა, რომელი გუნდი მოიგებდა, არ ყოფილა, ორივე მათგანი მომდევნო ეტაპზე გავიდა... ჩემპიონმა 5-0 სძლია მეტოქეს, ხოლო ვაზიანმა ??? დაამარცხა ნავდარაანთკარი.

დაძაბული შეხვედრა გამოდგა არმაზსა და აღდგომიანთკარს შორის... მძიმე ბრძოლაში საბოლოოდ არმაზელები დამარცხდნენ ანგარიშით 4 - 3. ქსანი-ჯიღაურის დაპირისპირება, ??? გამარჯვებით დასრულდა!

 

19 აგვისტო

საკმაოდ მძიმე და სპორტულად სანახაობრივი კვირა.

ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულზე, მწუხრს გადაცილებულზე, წვიმის მიუხედავად, მცხეთაში კვლავ საფეხბურთო ჟრიამულმა დაისადგურა.

დაიწყო მატჩები:

18:00

ბაზრის უბანი VS ნატახტარი

ვაზიანი VS ...

19:00

ჩემპიონი VS აღდგომიანთკარი

სადგურის უბანი VS ციხისძირი

 

ამ დღის თამაშებიდან, მე მაინც გამოვყოფდი ბაზრის უბნისა და ნატახტრის დაპირისპირებას, სადაც გამარჯვებულის ვინაობა პენლებში გაირკვა, და სადგურის უბნისა და ციხისძირის ბრძოლას, რომელშიც ასევე დამატებითი დრო გახდა საჭირო გამარჯვებულის გამოსავლენად.

პირველი გოლი "მოვაჭრეთა" კარში სტუმრებმა გაიტანეს, რასაც გუნდში ცოტა არეულობა მოჰყვა... გაუთავებელი შორიდან დარტყმები, ურთიერთჩხუბი და მსაჯზე განაწყენება... ერთი სიტყვით, სიტუაცია მას შემდეგ დაწყნარდა, რაც "ბაზრის" გუნდის კაპიტანმა და თამაშის საუკეთესო გოლკიპერმა, საკუთარი მოედნიდან მოწინააღმდეგეთა კარი აიღო.

პირველი ტაიმი ასეც დასრულდა... მეორე ნახევარი კიდევ უფრო სანახაობრივი და ხმაურიანი გამოდგა... თუმცა მეორე ტაიმის გოლებს და ფოტოებს, ფოტო-ვიდეო კოლაჟში ნახავთ.

ვიდეოს სანახავად დააკლიკეთ წარწერას >> სადგურის უბანი VS ნატახტარი

 

 ფოტოკოლაჟი

 

__________________________________________________

რაც შეეხება სადგურის უბნისა და ციხისძირის მატჩს.

წინასწარ ყველა ვარაუდობდა რომ სადგურის უბანი ამ თამაშს უპრობლემოდ მოიგებდა, თუმცა სრულიად საპირისპირო მოვლენები დატრიალდა სტადიონზე.

სადგურის უბნის კარში გატანილი 2 უპასუხო გოლით დასრულდა პირველი ტაიმი. მეორენახევარში, მეტად მობილიზებულნი გამოვიდნენ მცხეთელი ფეხბურთელები, ჯერ გაუთანაბრეს ანგარიში ციხისძირელებს და შემდეგ დამატებით დროში კიდევ ორი უპასუხო გოლი გაიტანეს და თამაშის საბოლოო შედეგი 4 - 2 დააფიქსირეს.

 

მაშ ასე, ჩავხედოთ ჩვენს ცხრილს! მომდევნო ეტაპზე ანუ რაიონული მასშტაბით ნახევარფინალში, ერთმანეთს შეხვდებიან:

ჩემპიონი და ბაზრის უბანი

სადგურის უბანი და ვაზიანი!

 

P.S. ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ და კომენტარებში მომაწოდოთ ინფორმაცია, ზემოთ, კითხვისნიშნიანი ადგილების შესავსებად.

ტეგები: Bazrebi, Football, Mtsheta, Natakhtari, Sadguri, Sport_Festival, Vaziani

ნახვა: 452

გამოხმაურებები!

es *fericvalebis* turi iyo ? :)

მაგდენი არ ვიცი, მაგრამ ისე ფერი კი ჰქონდათ შეცვლილი ბაზრის უბნის მონაწილეებს პირველი გაშვებული გოლის შემდეგ... :) :) :)

George said:

es *fericvalebis* turi iyo ? :)

videoc yofila ))) vau ))

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

  

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

პიკასო

  …

გაგრძელება

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

შუალედური წერა

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

ომი და თანამედროვე საზოგადოება

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters