კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰკითხა თვის სტუდენტებს, რატომ ხდება, რომ ადამიანები როცა კამათობენ ერთმანეთს უყვირიან? -იმიტომ რომ ისინი სიმშვიდეს კარგავენ, თქვა ერთმა -მაგრამ რატომა ყვირილი საჭირო როცა ის ადამიანი რომელსაც ეკამათები დგას შენთან ახლოს? იკითხა პროფესორმა -არ შეიძლება რომ ხმადაბლა ვისაუბროთ, რა საჭიროა ყვირილი? სტუდენტებმა პროფესორს მრავალი პასუხი შესთავაზეს, მაგრამ მას არცერთი არ მოეწონა, ამიტომ პროფესორმა ბოლოს ახსნა დაიწყო -როდესაც ადამიანები ერთმანეთით უკმაყოფილები არიან და ჩხუბობენ, მათი გულები შორდება ერთმანეთს ეს მანძილი კი რომ დაიფაროს ისინი იწყებენ ყვირილს რაც უფრო ყვირიან მით მეტად ბრაზდებიან და შორდებიან ერთმანეთს. - რა ხდება მაშინ როცა ერთმანეთი უყვარდებათ? ისინი არ ყვირიან, პირიქით ხმადაბლა საუბრობენ, იმიტომ რომ მათი გულები ერთმანეთთან ახლოსაა, რაც უფრო მეტად უყვარდებათ რა ხდება ამ დროს? ისინი აღარც კი ლაპარაკობენ, უბრალოდ ჩურჩულებენ, ბოლოს კი ჩურჩულიც ზედმეტი ხდება, ისინი უბრალოდ უყურებენ ერთმანეთს და უთქმელად ესმით ერთმანეთის, ასეთი რამ მაშინ ხდება როცა გვერდით მოსიყვარულე ადამიანი გყავთ.

   ასე, რომ როცა კამათობთ, არ მისცეთ თქვენს გულებს დაშორების უფლება, არ თქვათ ისეთი რამ რაც ხელს შეუწყობს ერთმანეთთან მანძილის გაზრდას, გაუფრთხილდით ერთმანეთს, იმიტომ რომ შეიძლება დადგეს ისეთი დღე, რომ მანძილი თქვენს შორის ისე გაიზარდოს, უკან დასაბრუნებელი გზა ვეღრ მოძებნოთ.

ტეგები: Psychology, Qwelly, ადამიანი, კამათი, კემბრიჯი, ფსიქოლოგია, ყვირილი

ნახვა: 1686

გამოხმაურებები!

;( 

მაგარია :)

ნეტავ მართლა მხოლოდ თვალებით ვლაპარაკობდეთ... (

ნეტავ ))) ამას მარიამ.... ხომ ხედავ ადაიანები.. -_- ჰო კაი ჩუმად ვარ

მარი_მ თქვა:

ნეტავ მართლა მხოლოდ თვალებით ვლაპარაკობდეთ... (

ცისია_ :$ ხო ცის... 

როდესაც ვინმე გვიყვირის ან ყვირის ძირითადად მის გამომატყველებას ვაქცევთ ყურადღებას და არა იმ შინაარს, თუ რას ამბობს : ) ამიტომ ვინმეს, რომ რაიმე გავაგებინოთ ჯობს ყვირილის გარეშე ვუთხრათ :)

უცნაური ისაა, რომ რელურად ყვირილის დროს სიტყვების შინაარსი არ იცვლება. ჩუმად ნათქვამიც იგივე შინაარსს ატარებს, მაგრამ ზოგჯერ სავალდებულოა (( :D 

როდესაც გაბრაზებს ადამიანი ისე ,რომ კარგავ წონასწორობას...ე.ი.იგი გმართვას შენ ემოციურად

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Best Pillow For Neck Pain Options

გამოაქვეყნა Melodee Duncombe_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 4:27am 0 კომენტარი

Adultphoto It's got an identical unconventional contoured shape as being the Derila, Derila Customer Reviews Neck Support and I discovered it kept my neck and again aligned incredibly nicely all night. I woke up experience fairly contemporary and without the aches and pains that I usually Get Derila Official from sleeping in a very weak position. We…

გაგრძელება

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

 ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

პიკასო

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

პიკასო

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი 2023…

გაგრძელება

Qwelly World

free counters