აბა, ეს ცხოვრებაა?!...

       ერთ საღამოს 10 წლის შვილმა მამას უცნაური რამე ჰკითხა:

- მამიკო შენი სამუშაო დროის 1 საათი რა ღირს?

- რაში გაინტერესებს შვილო?

- მაინტერესებს

- როცა კონსულტანტად მქირაობენ, 300 დოლარს მიხდიან საათში - ამაყად უთხრა მამამ

- გასაგებია - უპასუხა შვილმა რამდენიმე თვის შემდეგ ეს საუბარი უკვე ყველას დაავიწყდა, როცა ერთ საღამოს შვილმა მამას უთხრა:

- მამიკო, 150 დოლარი მჭირდება - რად გინდა ამდენი ფული - გაუკვირდათ მშობლებს

- აუცილებლად მჭირდება. ძალიან გთხოვ!

- არა, შვილო, მაგდენი ფული ბავშვს არ უნდა ჰქონდეს. მით უმეტეს, თუ არ გვეტყვი, რად გინდა

- გეხვეწები! ძალიან მჭირდება - გაჭირვეულდა პატარა. 10 წუთიანი კამათის შემდეგ მამა გაბრაზდა და ხმამაღლა და გადაჭრით უთხრა უარი:

- ეს რა ჭირვეულობა დაგიწყია?! აშკარად, ცუდად იქცევი! არ გაბედო ასეთი მოთხოვნების წამოყენება!

       ატირებული ბავშვი ოთახში გაიქცა. ვახშმის შემდეგ მამა სინდისმა შეაწუხა - ბავშვი რომ გაანაწყენა - და მასთან ოთახში შევიდა. შვილი ისევ ჩუმად ქვითინებდა. მამა მოესიყვარულა:

- შვილო, არ გეწყინოს, რომ გავღიზიანდი. ფული კი არაა ჩემთვის მთავარი, არამედ შენზე ვღელავ. აი შენი 150 დოლარი, ოღონდ, აუცილებლად უნდა მითხრა, რაში გჭირდება. თვალცრემლიანმა შვილმა მამას ფული გამოართვა, თავისი საწოლის ზეწარი გადაწია და მის ქვეშიდან წვრილ-წვრილი დაკუჭული კუპიურები ამოიღო.

- მამა, აი 150 დოლარი უკვე შეგროვილი მაქვს, კიდევ 150 შენ მომეცი და ახლა 300 მაქვს. მინდა, შენი ერთი საათი ვიყიდო, რომ სახლში ადრე, ჩემს დაძინებამდე, მოხვიდე და ერთად ვისადილოთ.

ტეგები: Life, Psychology, Qwelly, ოჯახი, სიყვარული, ურთიერთობა, ფსიქოლოგი, ცხოვრება

ნახვა: 490

გამოხმაურებები!

vaiihh ;((

ადამიანებს ადამიანებთან ურთიერთობა გვჭირდება და განსაკუთრებით საყვარელ და ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან : ) 

ხოდა რომელიც ურთიერთობაც ფული ღირსს დაიტოვონ თავიანთვის, არ მინდა მე ეგ :D

Kakha_მ თქვა:

 nino ეს ურთიერთობა ფული ღირს მერე, სულ რაღაც 300$ :D :D

nino usenashvili_მ თქვა:

ადამიანებს ადამიანებთან ურთიერთობა გვჭირდება და განსაკუთრებით საყვარელ და ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან : ) 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How Pop Tracks Dominate Our Playlists

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი







From the at any time-transforming environment of tunes, pop tunes continue to be a cornerstone of mainstream culture. Spotify, the world’s major tunes streaming System, has revolutionized how we take in pop tunes, bringing the genre to billions of ears across the globe. But How can Spotify shape our adore for pop music, and what would make these tracks so irresistibly catchy?



The Anatomy of a Pop Hit



Pop tunes are built to be infectious. With their…

გაგრძელება

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Qwelly World

free counters