ჩვეულებრივი სოდა არაერთხელ გამოგვიყენებია სამზარეულოში, და თურმე როგორი კოსმეტიკური საშუალემა ყოფილა!
შეურიე სოდა წყალს პროპორციით 3:1 და გამოიყენე როგორც სახის სკრაბი. შედეგი გაგაოცებს.
სავარცხლიდან თმის მოცილება ძნელია, მით უმეტეს, თუ სავარცხელი მრგვალია. შეურიე სოდა და წყალი ისე, რომ მიიღო სქელი ფაფისებრი მასა. მოათავსე სავარცხელზე და ნელა გაწმინდე.
თუ ნუნების მოშორება გიჭირს, სოდისა და წყლისგან გააკეთე ფაფისებრი მასა. აიღე ძველი კბილის ჯაგრისი და მისი საშუალებით მსუბუქად გაიწმინდე ნუნები.
3 სუფრის კოვზი სოდა გახსენი წყალში და ჩააწყვე ფეხები წყლის გაგრილებამდე. სოდა დაარბილებს და დაამშვიდებს კანს.
ოდესმე გამოგიყენებია სოდა გამონაყარზე? სცადე. შეურიე სოდა ლიმნის წვენს ისე, რომ მიიღო ფაფისებრი მასა. მოათავსე გამონაყარზე, დაელოდე გაშრობას და ჩამოიბანე. სიწითლე მალე გაქრება. გაითვალისწინე, ლიმონი კანს აშრობს.
სოდა არაჩვეულებრივად აცილებს შავ წერტილებს. შეურიე 1 სუფრის კოვზი სოდა და ¼ ჭიქა რძე. წაისვი სახეზე წრიული მოძრაობით და ჩამოიბანე. უკეთესი შედეგისთვის შეგიძლია პროცედურა გაიმეორო.
1. სოდა არაჩვეულებრივი საშუალებაა უსიამოვნო სუნის გასაქრობად: მაცივარში, ავტომობილში, ფეხსაცმელების კარადაში, და საერთოდ ყველგან სადაც კი უსიამოვნო სუნი დაისადგურებს. ამისთვის საჭიროა სოდიან ხსნარში დასველებული ნაჭრით კარგად გაწმინდოთ ეს ადგილები.
2. სოდიანი ხსნარის მიღება ამცირებს კუჭის მჟავიანობას, ხსნის გულძმარვის შეგრძნებას. ამისათვის საჭიროა 1 ჩ.კ. სოდა გახსნათ 1 ჭიქა წყალში და მიირთვათ.
3. დაძაბულობისა და გადაღლილობის მოსახსნელად, აბაზანაში ჩაყარეთ რამოდენიმე ჩაის კოვზი სოდა, დაუმატეთ 2-3 წვეთი ეფირის ზეთი. ასეთი აბაზანა კანს გლუვსა და მკვრივს ხდის, დაღლილობის შეგრძნება კი უკვალოდ ქრება.
4. სოდით კბილების გახეხვა საკმაოდ ეფექტურია, კბილის ემალის გათეთრების თვალსაზრისით
5. თუკი სამზარეულოში მილი გაიჭედა და უსიამოვნო სუნიც ახლავს თან, ჩაყარეთ ერთი ჭიქა სოდა, დაამატეთ ერთი ჭიქა ძმარი. გააჩერეთ 5 წუთი და ჩარეცხეთ წყლის ჭავლით.
6. თუკი არა გაქვთ დრო თქვენი საყვარელი ცხოველი აბანაოთ, მაგრამ გინდათ რომ კარგად გამოიყურებოდეს, მოასხით სოდიანი ხსნარი და კარგად დავარცხნეთ. ბეწვი ბზინვარე გახდება, უსიამოვნო სუნი კი გაქრება.
7. ერთი ჭიქა სოდა თამამად შეგიძლიათ სარეცხის მანქანაში დაამატოთ. შედეგი გამაოგნებელია. ფერადი ქსოვილები უფრო ნათელი გახდება თეთრი კი გაქათქათდება.
8. საოცრად კარგად გაჰყავს სოდას ხალიჩაზე დატოვებული უსიამოვნო არომატები. ამისათვის ნახევარი საათი გააჩერეთ მიმობნეული სოდა, და შემდეგ მტვერსასრუტით გაწმინდეთ.
9. თუკი თქვენი აუზი ხშირად "ყვავილობს", და ხშირად გიწევთ მისი გაწმენდა, ჟანგბადის pH -ბალანსის აღდგენაში ასევე სოდა დაგეხმარებათ. სოდა უსაფრთხოა თვალებისთვის და კანისთვის. ასე, რომ სოდის დამატების შემდეგ მშვიდად შეგიძლიათ ისიამოვნოთ აუზში ცურვით.
10. სხვა ხსნარებისაგან განსხვავებით, სოდით ცეცხლის ჩაქრობაც წამებშია შესაძლებელი.
11. სოდა არაჩვეულებრივი საშუალებაა მწერების ნაკბენისგან მიღებული გაღიზიანებების ასალაგმავად (კოღო, ფუტკარი, ბზიკი და სხვ.) ამისათვის რამოდენიმე წვეთი დაასხით სოდას, ისე რომ ფაფისებური მასა მიიღოთ და წაისვით გაღიზიანებულ უბნენზე. აგრეთვე გამოიყენება ინფექციური გამონაყარის დროს (ქუნთრუშა, ჩუტყვავილა) არსებული ქავილის მოსახსნელად.
ტეგები: chatter, რეცეპტი, საიდუმლო, სოდა
სოდა კი არა ჯადოსნური ფხვნილი ყოფილაა :D:D მადლობა თამოს რომ შეგვახსენა Kakh :P ეგ შენთვისაა ყველაფერი ცნობილი და ყველა მეგა ხომ ვერ იქნება :D:D მე გავითვალისწინებ tamoს რჩევებს :D :))
Kakha_მ თქვა:
ეს თუ საიდუმლობებია მაშინ, მალე მოგვიწევს აღმოვაჩინოთ მარილის სარგებლობა... (ესენი ოდითგანვე ცნობილი იყო):D:D
ჯადოსნურიო heh :)))) მე ვფიქრობ,რომ საინტერესოა და ვისთვის როგორ, კოსმეტოლოგებისთვის და არამარტო მათთვის სასარგებლო თვისებებს შეიცავს ! Kakha_ ეგეც არ არის გამირიცხული ,რომ მარილისაც სასარგებლო თვისებები ქონდეს :D :D :D
Brolika Qiqava_მ თქვა:
სოდა კი არა ჯადოსნური ფხვნილი ყოფილაა :D:D მადლობა თამოს რომ შეგვახსენა Kakh :P ეგ შენთვისაა ყველაფერი ცნობილი და ყველა მეგა ხომ ვერ იქნება :D:D მე გავითვალისწინებ tamoს რჩევებს :D :))
Kakha_მ თქვა:ეს თუ საიდუმლობებია მაშინ, მალე მოგვიწევს აღმოვაჩინოთ მარილის სარგებლობა... (ესენი ოდითგანვე ცნობილი იყო):D:D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
© 2026 George.
•