ჩოჩნჩხისნაირთა სახეობის ფრთოსანი ცხენი მთლიანად ჯ.კროულინგის ფანტაზიის ნაყოფია, ისინი გამოირჩევიან რაღაც ბნელი სილამაზით და ითხოვენ ჯადოქართაგან განსაკუთრებულ პატივისცემას, საინტერესოა ის ფაქტიც რომ თესტრალების დანახვა მხოლოდ მას შეუძლია ვისაც სიკვდილისთვის თვალებში ჩაუხედავს.
თვითონ სიტყვა თესტრალი წარმოიშვა ინგლისური სიტყვიდან "thester" რაც ნიშნავს ბნელს, ბინდით მოსილს, თუმცა თესტრალის წარმოშობის სხვა ვერსიაც არსებობს, რომელიც უკავშირდება ძველ ბერძნულ ღვთაებას არესს, რომლის ეტლიზეც შებმული იყო ორი ავის მომასწავებელი ფიზიონომიის ცხენი ფობოსი (შიში) და დეიმოსი (წყვდიადი) ლათინურად ფობოსი ითარგმნებოდა როგორც "theseuss" და იქნებ სწორედ მის საპატივცემულოდ დაარქვა როულინგმა თავის ჯადოსნურ ცხენებს თესტრალები.
ტეგები: Literature, Qwelly, თესტრალები, ლიტერატურა, პოტერი, როულინგი, ფენტეზი, ჰარი
ლუნა და ჰარი რომ ხედავდნენ :) მათი გამოჩენით დაიწყო ამ ნაწარმოებმა "დასერიუზულება" :) <3
ლიკა_მ თქვა:
ლუნა და ჰარი რომ ხედავდნენ :) მათი გამოჩენით დაიწყო ამ ნაწარმოებმა "დასერიუზულება" :) <3
გეთანხმები, სხვათაშორის ნაწარმოების "დასერიოზულებას" დიმენტორების გამოჩენამაც შეუწყო ხელი (ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე)
კი, კი, მესამედან იწყება რაც იწყება :) დემენტორების შემდეგ ეს უკვე ბავშვების ზღაპარი აღარ არის :)))
ლიკა სხვათაშორის პირველი წიგნის (ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა) ბოლო თავშიც იყო მინიშნება იმაზე რომ ზღაპარი არ გაგრძელდებოდა მხოლოდ ბავშთა სამყაროსათვის, რაზეც ჯ.კ.როულინგის, ცნობილი ფრაზა მეტყველებს "მხოლოდ სწორად მოწყობილი ტვინისთვის სიკვდილი მორიგი თავგადასავალია" ფრაზას ჰოგვართსის დირექტორი ალბუს პერსივალ დამბლდორი წარმოთქვამს და ახლაგაზრდა თუ ჩვილი ერთნაირად ფიქრდება მის სიტყვებზე.
მაგ ფრაზის მნიშვნელობა ბოლო ნაწილში უკვე აშკარა გახდა :) არა რა, როულინგმა საოცრება შექმნა :) <3 რას ვიფიქრებდი პირველ ნაწილში სნეიპი თუ "სნეიპი" აღმოჩნდებოდა :) თუმცა, მინიშნებები მაგაზეც იყო :)
გეთანხმები, ჯოანა კეტლინ როულინგი ოცდამეერთე საუკუნის გენიოსი მწერალია....
ვინაიდან დღეს მხოლოდ თესტრელებზე ვსაუბრობთ, არ გადავუხვევ, თორემ დამბლდორზე მეც მაქვს რამდენიმე კარგი დაკვირვება.
არ ვიცი, ცუდად მახსოვს თუ რისი ბრალია, მაგრამ ბოლო სერიებში ჩანს რომ ეტლებშიც, რომლებიც თითოქს ბაქნიდან ჰოგვორთსამდე მაგიური შელოცვით მიდიან, სინამდვილეში თესტრალები არიან ჩებმულები ხომ მართალია? მაგრამ ადრე არასოდეს უნახავს ჰარის თესტრელი, ვიდრე ნაწარმოებში არ გამოჩნდა ლუნა... სიკვდილს რაც შეეხება, ჰარიმ ხომ ბავშვობაშივე ჩახედა სიკვდილს თვალებში...
დიახ, ბატონო ლაშიკო, სწორი ბრძანდებით. :D თესტრალები ლუნას გამოჩენის შემდეგ ჩნდებიან მაგრამ ამას თვითონ ლუნასთან არ მგონია ჰქონდეს პირდაპირი კავშირი. უბრალოდ, პირველ ნაწილში პირველკურსელები ჰაგრიდს მიჰყავს ბაქნიდან ჰოგვორთსამდე ნავებით, მეორეში მთავარი გმირები მფრინავი მანქანით ჩადიან და ეგ მომენტი არ ჩანს. მესამე ნაწილში კი უკვე თესტრალებშემბული ეტლები ჩნდებიან:D
დამბლდორზე რამდენიმე დაკვირვებას კი სიამოვნებით წავიკითხავდი ;) :*
ლიკა გამომდინარე იქიდან რომ მე წიგნი არ მაქვს წაკითხული და მხოლოდ 7 სერიანი ჰარი პოტერიდან ვმსჯელობ, ცოტა მიჭირს შედავება, მაგრამ ფილმის მიხედვით მესამე სერია ეძღვნება ჰარის ნათლიას - აზკაბანის ტყვეს (P.S. ნაწარმოებში მგონი არცერთი რელიგია არ არის წარმოჩენილი, საინტერესოა რა ტიპის ნათლიობასთან გვაქვს საქმე, ამას იმედია შაკო წარმოგვიდგენს მომავალში ცალკე პოსტად), და უკვე იქ არიან თესტრალები? რატომღაც სხვაგვარად მახსოვდა... ჩემი კომენტარი კი ამოდიოდა სწორედ ჰარი პოტერის კინოგმირის სახიდან. გახსოვთ ალბათ როცა ჰარი ეტლში შებმულ თესტრალებს დაინახავს როგორ გაუკვირდება, ჰერმიონაც კი კიტხავს რა ხდებაო :) ანუ ეს არ იყო ის გაკვირვება რაც მანამდე ჰარის დამართნია - ჰოგვორთსი ხომ გაკვირვებების ადგილია, ეს იყო ისეთი გაკვირვება - აქამდე რატომ არ მინახიხარო :D შეიძლება ვცდები, მაგრამ რაც იმ წამს ვიგრძენი იმას ვწერ :)
ლიკა_მ თქვა:
დიახ, ბატონო ლაშიკო, სწორი ბრძანდებით. :D თესტრალები ლუნას გამოჩენის შემდეგ ჩნდებიან მაგრამ ამას თვითონ ლუნასთან არ მგონია ჰქონდეს პირდაპირი კავშირი. უბრალოდ, პირველ ნაწილში პირველკურსელები ჰაგრიდს მიჰყავს ბაქნიდან ჰოგვორთსამდე ნავებით, მეორეში მთავარი გმირები მფრინავი მანქანით ჩადიან და ეგ მომენტი არ ჩანს. მესამე ნაწილში კი უკვე თესტრალებშემბული ეტლები ჩნდებიან:D
ლაშა ძალიან საინტერესოს და ალბათ მუდმივად განხილვად თემას მივადექით და შემდეგ პოსტს აუცილებლად გავაკეთებ როულინგზე და რელიგიაზე ჰარი პოტერში.
მანამდე კი აქვე დავძენ: პირველი რაც ჯადოსნური სამყაროს უტყუარ რელიგიურობაზე მეტყველებს (თანაც მხოლოდ ქრისტიანულზე) არის ის რომ ჯადოქრები აღნიშნავენ შობას, აქვთ საშობაო არდედეგები და ცხადია შობაში არ იგულისხმება მერლინის დაბადება, არამედ ქრისტესი, წელთაღრიცხვაც და ბევრი ქრისტიანული რიტუალიც ჩართულია ჯადოქართა ცხოვრებაში ქორწინება (ჯვრისწერა)
გავიხსნენოთ წმინდა მუნგოს სახელობის საავადმყოფო, თვითონ ზედწოდება წმინდა ბევრ რამეზე მიანიშნებს, გამოდის ჯადოქრებსაც ჰყოლიათ წმინდანები სავარაუდოდ მოწამე ქრისტიანები.
სხვა რომ არაფერი ვთქვათ თვითონ ვოლ დე მორიც თავის სულს ჰოკრუქსებში ათავსებს, ერთი სულის არსებობაც კი საკმარისია იმისათვის რომ გავაცნობიეროთ, ჯადოქრები და ჰარი პოტერი არ ცხოვრებოენ ეთეისტური გაგებით, ხშირად წააწყდებით წიგნში ფრაზებს რომლებსაც მხოლოდ ქრისტიანი თუ იტყოდა, მართალია სუსსტად მაგრამ მაინც იგრძნობდა რელიგიური გავლენა ჰოგვორცზე და არა მხოლოდ...
უი, შაკო ეგ სულ გადამავიწყდა :) საშობაო არდადეგები და მშობლების ჯვირსწერა. დიახ დიახ... მიუხედავად ჯადოსნური სამყაროსი, წიგნი მაინც ქრისტიანული კულტურის ქვეშაა :) ჯადოსნობა და მისნობა ათეიზმს არც მოითხოვს... დაუკვირვებელი კომენტარი მომივიდა :D
ლუნაზე რას მეტყვი? მგონი მცირე გადაცდომას ჰქონდა ადგილი ჩემი მხრიდან ხომ? :(
shako serena_მ თქვა:
ლაშა ძალიან საინტერესოს და ალბათ მუდმივად განხილვად თემას მივადექით და შემდეგ პოსტს აუცილებლად გავაკეთებ როულინგზე და რელიგიაზე ჰარი პოტერში.
მანამდე კი აქვე დავძენ: პირველი რაც ჯადოსნური სამყაროს უტყუარ რელიგიურობაზე მეტყველებს (თანაც მხოლოდ ქრისტ...
ველი სხვა ამის მსგავს პოსტს :)
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
© 2025 George.
•