Qwellyaria გთავაზობთ არაბული სამზარეულოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კერძს უგემრიელეს ფალაფელს – მუხუდოს ფქვილით მომზადებული ბურთულები, რომელიც შემდეგ ბლომად ცხიმში იწვება.

შემადგენლობა

  1. მუხუდო 500 გ
  2. ხახვი 2 თავი
  3. ნიორი 6 კბილი
  4. ქინძი 2 კონა
  5. ოხრახუში 2 კონა
  6. რეჰანი 1 კონა
  7. ძირა 1/2 ჩ.კ
  8. დამბალი პური 1 ნაჭერი
  9. გამაფხვიერებელი 1 პაკეტი
  10. მარილი და პილპილი
  11. ზეთი შესაწვავად

მომზადება

  • მუხუდოს მარცვლებს დაასხით წყალი და მთელი ღამით გააჩერეთ. დამბალი მუხუდო დააბლენდერეთ ან საკეპ მანქანაში გაატარეთ (პირველად აუცილებლად უნდა გაატაროთ მსხვილნახვრეტიან ბადეში, შემდეგ კი საშუალონახვრეტიანში).
  • ასევე გაატარეთ ხახვი, ნიორი, მწვანილები და პური. შეაზავეთ მარილით, პილპილითა და ძირათი. ბოლოს დააყარეთ გამაფხვიერებელი და კარგად აზილეთ. ისეთი მასა უნდა მიიღოთ, რომ ხელით ბურთულები შეკრათ, ამიტომ, თუ მასა ძალიან ფხვიერი გამოგივიდათ, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი. გამზადებული მასა 1 საათი გააჩერეთ. ქვაბში ჩაასხით ზეთი და ვიდრე კარგად გაცხელდება, მუხუდოს მასისაგან გაამზადეთ კაკლისოდენა ბურთულები. ადუღებულ ზეთში კი ბურთულები სათითაოდ ჩაყარეთ. ეცადეთ, ერთმანეთს არ მიეწებოს, მაგრამ თუ მაინც მიეწება, ადროვეთ, და რომ შეიწვება, ერთმანეთს თვითონ მოსცილდება.
  • ბურთულები რომ დაიბრაწება და გაყავისფრდება, ქაფქირით ამოიღეთ განიერ თეფშზე, რომელზეც საშრობი ქაღალდი გექნებათ დაფენილი (რათა ზედმეტი ცხიმი შეიწოვოს). ფალაფელი უნდა მიირთვათ ცხლად. ძალიან უხდება ბოსტნეულის სალათა.
  • ფალაფელი გაცივდება თუ არა, ოთახის ტემპერატურაზე ნუ დატოვებთ. უმჯობესია მაცივარში შეინახოთ და შემდეგ ან მიკროტალღურ ღუმელში გაათბოთ ან ტაფაზე, ცოტაოდენ ზეთში გააცხელოთ.

 

ტეგები: qwellynaria, არაბული, მუხუდო, რეცეპტი, ფალაფელი, ქველინარია

ნახვა: 2150

გამოხმაურებები!

მოიცა, მაშინ რომ ვჭამეთ ისიც არაბული იყო? :D მგონი უბრალოდ კატლეტი იყო პურში ჩატენილი :D 

კი წარმოშობითაა არაბული :-D ქართველების გაკეთებული რომ ვჩამეთ იმიტომ ქონღა მასეთი გემო :-D ჩვენსავით ხინკალს ხომ ვერ გააკეთებენ არაბები :-D


ლაშა_მ თქვა:

მოიცა, მაშინ რომ ვჭამეთ ისიც არაბული იყო? :D მგონი უბრალოდ კატლეტი იყო პურში ჩატენილი :D 

RSS

ბლოგ პოსტები

Path of Exile 2 U4GM Mana Stacking Endgame Guide

გამოაქვეყნა AlhajiBak_მ.
თარიღი: ივნისი 24, 2026.
საათი: 10:10am 0 კომენტარი

Path of Exile 2 U4GM Mana Stacking Endgame Guide

Path of Exile 2 Patch 0.5 has introduced many powerful character archetypes, but few have achieved the popularity and effectiveness of Mana stacking builds. By leveraging mechanics such as…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters