***
I
არის სიმები ცისა და მიწის, ტკბილ მუსიკად რომ ჟღერენ; სადაც ტირიფი შეხვდება ტირიფს
და მოჩუხჩუხებს ღელე.
დახეტიალობს მუსიკა წყალთან
და ტრფობის გამო გოდებს, მიმქრალ ყვავილებს შეამჩნევ მხართან, თმებზე კი მიმჭკნარ ფოთლებს.
ჩუმად უკრავენ, გრძნობებს მთლიანად
მუსიკის ჰანგი იტევს, და ინსტრუმენტზე მოხეტიალეთ
გზა არევიათ თითებს.
***
II
ამეთვისტოსგან ლურჯად იღვრება
მწუხრი, სულ უფრო მუქი, ხეების მწკრივში მკრთალად კიაფობს
ფარნის მომწვანო შუქი.
როიალის ხმა ისმის ჰაერში, მხიარული და ლაღი, და გაყვითლებულ კლავიშებს თავზე
დაჰყურებს ქალის სახე.
ხელები, ნელა მოხეტიალე, მზერა, დახრილი მასზე -
და ამეთვისტოს ნათება ბინდ-ბუნდს
მუქი სილურჯით ავსებს.
***
III
იმ დროს, როდესაც სამყაროში სუყველას სძინავს, ო, ცის გუშაგო, მარტოსულო, მიუსაფარო, გესმის ღამეულ ქარის ხმა და ოხვრა არფების, სიყვარულზე რომ ჟღერენ, რათა გააღონ მძიმე, დიდი ჭიშკრები, ალიონი თავს რომ აფარებს?
როდესაც ყველას მშვიდად სძინავს, შენ კი ეული
ფხიზლად ხარ, გესმის ტკბილხმოვანი არფების ხმები
სიყვარულს წინ რომ მოუფონეს სავალი გზები
და საპასუხო ანტიფონი, რაც ღამეული
ქარის ყოველმხრივ ქროლვით არის გამოწვეული?
უმღერეთ, არფის უხილავო სიმებო, ტრფობას, რომლის სავალიც ცაზე ნათელ კვალად კაშკაშებს
ისე ძლიერ, რომ არაფერი უკვე არ წაშლის, ტკბილი მუსიკით არემარე ეძლევა თრობას
და ეფინება დედამიწას, ცის ქვეშ გადაშლილს.
***
IV
როდესაც ზეცას გადაივლის მკრთალი ვარსკვლავი, ქალწულის კრძალვით მიილევა ღრუბლების მიღმა, ყური მიუგდე, როგორ ნაზად უკრავს საკრავი, საღამოს ბინდში როგორ მღერის შენს კართან ვიღაც.
მისი სიმღერა ანკარაა, როგორც ბროლი და
იცოდე, იგი სანახავად შენთან მოვიდა.
ო, შენს ფიქრებში მეტად ნუღარ ჩაიკარგები, როცა მისი ხმა მიმწუხრისას ჰაერს ათრთოლებს: ვინ არის უცხო მომღერალი, ვისი ჰანგებიც
გულს სწვდება, მირღვევს სიმშვიდეს და წუთით არ მტოვებს?
საყვარლის ხმაა და სხვა ხმაში არ აგერიოს, იცოდე - მე ვარ შენთან სტუმრად, ჩემო ფერიავ.
***
V
გადმოიხედე ფანჯარაში, ოქროსთმიანო, მღერი და გისმენ, მომხიბვლელად
როგორ ხმიანობ.
წიგნი დავხურე; ვეღარ შეძლებს
წაკითხვას თვალი, ვუმზერ, ბუხარში მოგიზგიზე
რომ ცეკვავს ალი.
წიგნი გადავდე, მივატოვე
ჩემი ოთახიც, შენი სიმღერის ხმა მესმის და
უნდა მოგნახო.
იმღერე, ირგვლივ ყოველივე
აახმიანე.
გადმოიხედე ფანჯარაში
ოქროსთმიანო.
***
VI
მსურს მის ტკბილ მკერდში მოვიპოვო თავშესაფარი
(ო, ტკბილი არის და საცქერად მეტად საამო!) სადაც არაფრით შემაწუხებს ქარი-აშარი.
რადგან მწუხარე, ასკეტური დღეების გამო
მსურს მის ტკბილ მკერდში მოვიპოვო თავშესაფარი.
მინდა მის გულში სამუდამოდ დავიდო ბინა
(ხვეწნა-მუდარით, მორიდებით დავაკაკუნებ!) იქ, სადაც მხოლოდ სიმყუდროვე მერგება წილად.
სიმკაცრის ნაცვლად ნეტარებას ბედი მარგუნებს
და სამუდამოდ მე მის გულში დავიდებ ბინას.
***
VII
ჩემს სიყვარულს, ნაზად მორთულს, ვაშლის ბაღში ვხედავ, იქ, შეხვედრას სადაც მართავს
ნიავქარი ხესთან.
სადაც ქარი არშიყს ცდილობს, სწევს ფოთლების რიდეს, ჩემს სიყვარულს მისი ჩრდილი
ბალახებზე მისდევს; სადაც მქრქალი ლურჯი ზეცა
მიწას გადმოსცქერის, ნელა მიდის, ნაზად კეცავს
კაბის კალთას ხელით.
***
VIII
გზას ვინ მოიკვლევს ამწვანებულ შუაგულ ტყეში, ფეხს რომ აბიჯებს გაზაფხულის ლამაზ ხალიჩებს -
გზას ვინ მოიკვლევს ამწვანებულ ხასხასა ტყეში, უფრო მეტად რომ ახალისებს?
ვინ მოდის ასე მზის სხივებით გარემოსილი
გზებზე, რომლებმაც მზის სხივების სინათლე ნახეს -
ვინ მოდის თბილი მზის სხივებით გარემოსილი
ქალიშვილის უმანკო სახით?
გაბნეულია მქრქალი შუქი ტყის ყველა მხარეს, ყველა ბილიკი ოქროს ცეცხლის ნათელს გამოსცემს -
ვისთვის ატარებს დღეს მზიანი ტყის ყველა მხარე
საუცხოოდ ლამაზ სამოსელს?
ო, რა თქმა უნდა, ეს ყოველი ჩემი სატრფოსთვის, ტყე სწორედ მისთვის შეიმოსა მდიდრულად ასე -
ო, ეს ყოველი ერთადერთი ჩემი სატრფოსთვის, ვინც ნორჩია და სიცოცხლით სავსე.
***
IX
მაისის ქარები,ზღვასთან მოცეკვავე, მხიარულ ფერხულში ჩაბმულნი როკავენ, ერთმანეთს მისდევენ, კეცავენ იარდებს
და თავზე იდგამენ ქაფის გირლიანდებს, ვერცხლის კამარები წამოდგეს ჰაერში, გულს სევდა აწვება მიჯნურის გარეშე!
ავაჰმე! ავაჰმე!
ქარებო მაისის!
ჩემი სიყვარულის ხმა არსად არ ისმის?
***
X
ჭრელ ქუდზე ლენტებით, შეფაკლულ ლოყებით
მღერის: გამომყევით, მოგიხმობთ მიჯნურთ.
ფუჭი ოცნებები
უნდა მოიცილოთ, იმღერეთ, იცინეთ, ილხინეთ, გიჯობთ.
ფრიალებს ლენტები
და მღერის ხალისით; ფუტკრების ხმა ისმის
მის ირგვლივ, მხართან.
და დრო ოცნებების
მორჩა, დაიჯერე -
მიჯნურთან მიჯნური, ძვირფასო, აქ ვარ.
***
XI
დაემშვიდობე, დაემშვიდობე.
დაემშვიდობე დღეებს უმანკოს.
მგზნებარე ტრფობამ რადგან ინდომა, გრძნობებს სავალი გზა გაუკვალოს -
მშვენებას გმატებს ოცნების ფრთები, ლენტით შეკრული ყვითელი თმები.
და ქერუბიმის ბუკის ხმა როცა
ხმამაღლა გამცნობს სასიძოს სახელს, ქალწულის მკერდზე ზონარი მორცხვად
შეიხსენი და დახარე სახე
და თმაზეც ნელა ჩამოიშალე
ლენტი, ქალწულად ყოფის ნიშანი.
***
XII
რა რჩევა მოგცა, მითხარი, ჩემო მორცხვო და სათუთო, ამ ძველთაძველმა მკითხავმა, კაპიუშონით მორთულმა -
მთვარემ, გვიანმა სტუმარმა, კაპუცინელმა ხუმარამ?
მენდე, ნურაფრად ჩააგდებ
ზეციურ ძალთა მუქარას, მაგ შენს თვალებში ანათებს, ვარსკვლავი, ზეცის შუქურა.
ცრემლებს გზა აღარ უჩვენო, ჩემო მიჯნურო, გულჩვილო.
***
XIII
წადი, მოძებნე, რომ მოვედი, უთხარი თავად, საამო ქარო, იღიღინე
ეპიტალამა.
გადაიქროლე მთები, ზღვები, შორი მანძილი, მე და ჩემს სატრფოს ვერაფერი
ვერ დაგვაცილებს.
თავაზიანო ქარო, კიდევ
ერთს გთხოვ წყალობას, მის ბაღში მიდი და სარკმელთან
მას უგალობე: დროა, მზად იყოს საქორწინო
თავსასთუმალი; შენთან იქნება შენი სატრფო, მალე, სულ მალე.
***
XIV
ჩემო მტრედო, ჩემო ტურფავ, წამოდექი, წამოდექი!
ჩემს ტუჩებს და თვალებს შერჩა
ღამის ნამის დანალექი.
ჰაერს ავსებს ქარის ხმები, მაღლა მიაქვს, რაც კი მე ვთქვი: წამოდექი, წამოდექი, ჩემო მტრედო, ჩემო ტურფავ!
კედრის ხესთან გელოდები, ჩემო დაო და საბედო.
ჩემი მკერდი, თეთრო მტრედო, იყოს შენი სასთუმალი.
თავზე ნამის დანალექი
მაფარია, ვით ვუალი.
ჩემო სატრფოვ, ჩემო მტრედო, წამოდექი, წამოდექი!
***
XV
ოცნებებში ჩაძირულო, გამოფხიზლდი, ჩემო სულო, დაეხსენი სიყვარულის ღრმა ძილსა და უხმო წამებს, ყური უგდე! ხეებიც კი მოლოდინით შემოსილა
და ფოთლების შარიშური გათენებას მოასწავებს.
აღმოსავლეთ ცისკიდურზე ძალას იკრებს განთიადი, ცეცხლის ალი მაღლა იწევს და ზეცაზე ნისლებს ფანტავს, ათრთოლებს და აციმციმებს მზის სხივების ათინათი
მორუხო და ოქროსფერი აბლაბუდის მსუბუქ ფარდას.
ვიდრე ტკბილად, იდუმალად, საამო და მშვიდი რხევით
ზანზალაკებს აჟღერებენ ყვავილები, იმდენია
და ზღაპრული ფერიების მომნუსხველი ქოროს ხმები
ისმის ირგვლივ (უთვალავი!) და ჰაერში იბნევიან.
***
XVI
ხეობაში გრილა ახლა
ჩვენც იქ წავალთ, საყვარელო, სადაც სიყვარული სახლობს
და მრავალი ქორო გალობს.
შაშვებს უსმენ? მათ ტკბილ ხმაში
სიყვარულის ბგერებს ვარჩევ.
ო, საამო ხეობაში
სამუდამოდ ერთად დავრჩეთ.
***
XVII
შენი ხმა მე მხვდა, ჩემს მკლავებში
ჰპოვეს ადგილი
შენმა მკლავებმაც და მეგობარს
გული ვატკინე.
უკვე ვერაფერს ვეღარ შეცვლის
სხვა სიტყვა, სხვა ხმა -
ვინც მეგობარი იყო ჩემი, უცხოა ახლა.
ტეგები:
ვაუ, თვით ჯეიმს ჯოისი ეწვია Qwelly-ს? :O რომ ვამბობ ინტელექტუალთა საიტიათქო არ მიჯერებენ :) ავიტაცოთ და შევავსოთ :) ულისედან ამონარიდებს შემოგთავაზებდით, მაგრამ იმდენად უცნაური რამეები წერია, წინა 50 გვერდი (წიგნის წინასიტყვაობა) რომ დავწერო საკმარისი იქნება მგონი :D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•