ერთ ბრძენთან მივიდა ჭეშმარიტების მაძიებელი ახალგაზრდა ჭაბუკი. მივიდა და ბრძენ კაცს ეუბნება:

– მე მთელი ცხოვრება ვეძებ ჭეშმარიტებას, მაგრამ ამაოდ. იქნებ დამეხმაროთ.– უთხრა მან ბრძენს.

–მომიყევი, რას აკეთებდი, რომ გეპოვა ჭეშმარიტება?

– მე ვიცოდი, რომ კაცობრიობის მიერ დაგროვებული სიბრძნე, ჩაქსოვილია წიგნებში და ბევრს ვკითხულობდი, – თქვა ახალგაზრდამ და ბრძენს გაეღიმა.

 სიყვარული და ჭეშმარიტება

– მე ვიცოდი, რომ ზეციურ სიბრძნეს ადამიანებს გადასცემს რელიგია და ამიტომ ვკითხულობდი წმინდა წერილებს და დავდიოდი ტაძრებში.

ბრძენის ღიმილი გახდა უფრო ნათელი და მრავლისმეტყველი.

– მე ბევრს ვმოგზაურობდი, ვხვდებოდი ბრძენ ადამიანებს, რომ მათთან საუბარში და კამათში მეპოვა ჭეშმარიტება.

ბრძენმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, მაგრამ როცა ნახა, რომ ახალგაზრდა გაჩუმდა – დანაღლიანდა.

– რა მოხდა? რამეს არასწორად ვაკეთებდი? – იკითხა ახალგაზრდამ.

– არა, შენ ყველაფერს სწორად აკეთებდი, მაგრამ არსად გიხსენებია სიყვარული.

– მე ვეძებდი ჭეშმარიტებას და სიყვარულისთვის დრო არ მქონდა. – თქვა ახალგაზრდამ.

– იქ სადაც არ არის სიყვარული, არ არის ჭეშმარიტებაც – უპასუხა ბრძენმა, – თუ შენ არ შეიგრძნობ სიყვარულს, არ განიმსჭვალები მთლიანად ამ გრძნობით, თუ სიყვარულით არ გადადგამ ყოველ ნაბიჯს, თუ სიყვარულს არ ჩააქსოვ ყოველ სიტყვაში, ქმედებაში და ამოსუნთქვაშიც კი, მაშინ ვერ იპოვი ჭეშმარიტებას და ვერ ეზიარები ჭეშმარიტ ბედნიერებას.

ტეგები: Fable, Qwelly, Scripture, Travel, Wise, Young, and, love, of, post, მეტი...the, truth, Басня, Мудрого, Писания, и, истины, любви, о, ახალგაზრდა, ბრძენი, და, იგავი, მოგზაურობა, სიყვარული, წერილი, წმინდა, ჭეშმარიტება

ნახვა: 835

გამოხმაურებები!

 თუ შენ არ შეიგრძნობ სიყვარულს, არ განიმსჭვალები მთლიანად ამ გრძნობით, თუ სიყვარულით არ გადადგამ ყოველ ნაბიჯს, თუ სიყვარულს არ ჩააქსოვ ყოველ სიტყვაში, ქმედებაში და ამოსუნთქვაშიც კი...............

მთავარია სიყვარულის სწორად გაგება შეეძლოს ადამიანს

გეთანხმები ჩეემი პრინცესა:)  ნამდვილად  მასეა,  რადგან  სიყვარული თვით უფალია და  ყველი საქმე ფუჭია მის  გარეშე !

პ რ ი ნ ც ე ს ა_მ თქვა:

მთავარია სიყვარულის სწორად გაგება შეეძლოს ადამიანს

საინტერესოა რას დაარქვა ამ ადამიანმა "ჭეშმარიტება".. :/

RSS

ბლოგ პოსტები

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters