ყველა ფეხსაცმელს თავის შესაბამისი ახსნა ჰქონია, იცოდით რომ ფეხსაცმელს ბევრის თქმა შეუძლია თავის პატრონზე? გაიხსენეთ, რომელ ფეხსაცმელს უჭირავს პირველი ადგილი თქვენს კარადაში და შეეცადეთ გაიგოთ რომელ ტიპს მიეკუთნებით ....
პლატფორმა
თუ თქვენი გარდერობის წარმოდგენა პლატფორმის გარეშე შეუძლებლად გეჩვენებათ, უეჭველია, ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვართ, მოგწონთ, როცა გარშემომყოფთა მზერა თქვენკენაა მომართული და ყოველი მხრიდან აღტაცების შეძახილები ისმის. საკუთარ თავზე ზრუნვა გიყვართ: აბაზანა არომატული მარილებით, მასაჟი და სხვა. მამაკაცებს თქვენში, პირველ რიგში, თავისუფლება და ძალდაუტანებლობა მოსწონთ. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ მიუთითებს ფუქსავატობასა და თავქარიანობაზე.
პლატფორმის თაყვანისმცემლები ძალიან სერიოზულად ეკიდებიან პარტნიორის შერჩევის საკითხს ე.წ. “ონე ნიგჰტ სტანდს” მის წესებში არ შედის. თუ დაქალებთან მეტოქეობენ, ეს მხოლოდ გასართობად ხდება, საამისოდ სერიოზული მიზეზი არ აქვთ, ამიტომ ყოველთვის სათანადო სიმაღლეზე რჩებიან.
ე. წ. ბალეტკები
“ბალეტკები” საბაზო ფეხსაცმლად ითვლება: უბრალო და ელეგანტურია, უხდება უამრავ ტანსაცმელს. თუ “ბალეტკები” თქვენს გარდერობში პირველობას არასდროს თმობს, ალბათ, ყურადღებიანი და დიდსულოვანი ადამიანი ბრძანდებით. დიდ ყურადღებას უთმობთ დეტალებს, გიყვართ ბავშვები, ცხოველები და რომანტიკული ფილმები. სამოსის მოკრძალებულ, თავშეკავებულ სტილს ირჩევთ ზედმეტობებისა და მოჩვენებითობის გარეშე. ასეთი ქალები მამაკაცებში დამცველის ინსტინქტს აღვიძებენ და ესაა ის, რასაც მათგან ელიან კიდეც.
სპორტული ფეხსაცმელი
გულწრფელობა ხშირად ამოგაყოფინებთ თავს პრობლემებში, რომლებსაც საკმაოდ გრაციოზულად აღწევთ თავს. სპორტული ფეხსაცმლის მოყვარულები კვებას დიდ ყურადღებას აქცევენ, მაგრამ აქცენტს სიამოვნებაზე აკეთებენ და არა სარგებლობლიანობაზე. მოსწონთ მოგზაურობა და ახალი მეგობრების შეძენა, ეროვნებისა და სოციალური მდგომარეობისგან დამოუკიდებლად.
მოკასინები
პირველ რიგში, ფეხსაცმლის მოხერხებულობა გაინტერესებთ. მოკასინების მოყვარულები შეიძლება ტრადიციული გოგონების კატეგორიას მივაკუთვნოთ. უპირატესობას სტაბილურ და მყარ კავშირს ანიჭებენ, ახლობლების გარემოცვაში თავს დაცულად გრძნობენ. საუკეთესო დაქალები და ერთ-ერთი არიან იმ ქალთაგან, რომლებიც მამაკაცებს უპრობლემოდ აცდუნებენ მამაკაცებს, შეიძლება იმიტომაც, რომ ყოველთვის ბუნებრივნი რჩებიან, თავს არავის ახვევენ საკუთარ თავს და პირადი ღირსებების განდიდებაც არ იზიდავთ.
მაღალი ჩექმა
ჯარის უნიფორმებიდან მოსული მაღალი ჩექმა ყველაზე მებრძოლ ქალებს უყვართ. მეორე მხრივ, ფეხები, რომელსაც ჩექმა ფარავს დაფარული და დამალული გრძნობების არსებობას ადასტურებს. გარეგნული ვაჟკაცობის და შემართულობის მიღმა ხშირად მორცხვობა და უკიდურესი მგრძნობიარობა იმალება.
ტეგები: chatter, qwelly, ბალეტკები, პლატფორმა, სპორტული, ფეხსაცმელი, ქალი, ქველი, ჭორიკანა, ხასიათი
ბოლოს გარდა თითქმის ყველა :D :D :D da პირველიც კარგია უბრალოდ ძიან გადატვირთულია :დ (გააჩნია სად მიდივარ) :დ ^_^
წაიკიითხე მარიამ სურათებს კი ნუ ათვალიერეებ :)) :)))
მარი_მ თქვა:
ბოლოს გარდა თითქმის ყველა :D :D :D da პირველიც კარგია უბრალოდ ძიან გადატვირთულია :დ (გააჩნია სად მიდივარ) :დ ^_^
წავიკითხე ცისია (( უბრალოდ ჩემი აზრი გამოთქვი რომელიც მომწონდა (( (
მაგრამ რაც შეეხება საკუთარი თავის ამოცნობას ჩემს გარდეროში 2 ''ბალეტკები'' ჭარბობს..
შეგიძლია გვაჩვენო შენთვის სასურველი ფეხსაცმელი
მარი_მ თქვა:
წავიკითხე ცისია (( უბრალოდ ჩემი აზრი გამოთქვი რომელიც მომწონდა (( (
აჰა :) და გარდერობში რომელი ჭარბოობს?
მარი_მ თქვა:
მაგრამ რაც შეეხება საკუთარი თავის ამოცნობას ჩემს გარდეროში 2 ''ბალეტკები'' ჭარბობს..
მე ვიღცევ ბათინკებს :)
Brolika Qiqava_მ თქვა:
ბალეტკები ესაა ჩემი არჩევანი :D :D :D
ცის ქუსლიანი ფეხსაცმელი როდის გეცვა ბოლოს? :D :)
ცისია_მ თქვა:
მე ვიღცევ ბათინკებს :)
Brolika Qiqava_მ თქვა:ბალეტკები ესაა ჩემი არჩევანი :D :D :D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:39am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
© 2025 George.
•