ისტორიის მანძილზე, მკვლევარებს ბევრი ამბავი მოუყოლიათ მისტიური ადგილების შესახებ, რომელიც არავის უნახავს - ოქროს ქალაქები, თაფლისა და რძის ველები. ბევრი ადამიანი ეძებდა ამ ადგილებს, მაგრამ წარმატებას ვერავინ მიაღწია და ზოგი მათგანი აღარ დაბრუნებულა უკან. დღესდღეობით ოქროს ქალაქები შეიძლება ისევ არსებობდეს. დღევანდელ პოსტში წარმოგიდგენთ 7 მისტიურ ადგილს, რომლებიც საიდუმლოებებით არის მოცული და მათ ამოხსნას ჭირდება გასაღები.
სამხრეთ ამერიკის მისტიური ადგილი - ყველაზე ცნობილი ოქროს ქალაქი დისნეის წყალობით, რომელმაც ლეგენდა ლიტერატურულ ნაწარმოებად გადააკეთა, და ასევე ბრიტანეთის საპნის ოპერა, რომელმაც მისი სახელი გამოიყენა. მაგრამ საქმე ისაა რომ არასწორად მოხდა მითის ახსნა, თითქოს ელ დორადო არის ქალაქი და არა ადამიანი.
"ელ დორადო" ეს იყო აშკარად მუისკების საზოგადოების წევრის სახელი, რომლებიც თავიანთ თავს იმკობდნენ ოქროთო ყოველ დილით, და ბანაობდნენ საღვთო ტბაში (მუისკების ხალხი ოქროს მიიჩნევდა როგორც სულიერ ღირებულებას და არა მატერიალურს). მაგრამ როგორც კი ამ ლეგენდამ ხარბი ესპანელ კონკისტადორების ყურებამდე როცა მიაღწია, ყველა მათგანმა აღნიშნა რომ ოქროს სიუხვე უნდა ყოფილიყო იმ ადგილებში ... და ამბავი გავრცელდა ისე, თითქოს ეს იყო ოქროთი აშენებული მთელი ქალაქი და არა კონკრეტული პიროვნება. მუისკების ხალხს ქონდა საოცარად რთული ოქროს ნაწილების დამზადების ხელოვნება, ასე რომ მარადიორები არ იქნებიან იმედგაცრუებულები, მაგრამ არასდროს ყოფილა ქალაქი ელ დორადო, ეს არის მხოლოდ ლეგენდა.
სახელი Shangri-La საკმაოდ თნამედროვე გამოგონებაა, რომელსაც დასაბამი მისცა ჯეიმს ჰილტონის ნოველამ "დაკარგული ჰორიზონტი" 1933 წელს. იგი მოგვითხრობს, სადღაც ტიბეტში მისტიურ ხეობაზე, მაღალი მთის ჩრდილში, სადაც თნამედროვე გზები გამოუსადეგარია და დედამიწა უერთდება თავის თვითმყოფად სიწმინდეს. ეს არის აგრეთვე ადგილი სადაც მსოფლიოს მთელი სიბრნე დაფარულია. მაგრამ ეს იდეა არ წარმოქმნილა 1933 წელს, მე-16 საუკუნის სასამართლოს დოკუმენტებზე დაყრდნობით, იმპერატორს განუცხადებია მისტიურ სამეფოს შესახებ, სადაც ყველა რელიგია აღმოცენებულა და სადაც თემებში ქრისტიანები ცხოვრობდნენ. პორტუგალიელი მისიონერი ანტონიო ანდრადე ამ სამეფოს საძებნელად წავიდა, ტიბეტი იპოვა მაგრამ ქრისტიანები ვერა. ასე რომ, ამ იდეამ ჰილტონს შთააგონა ნოველის დაწერა. ეს არის მიმზიდველი იდეა მაგრამ შეთხზულია ყველაფერი.
შემდეგი არის ნორვეგიული მითოლოგიიდან და თქმულების მიხედვით სკანდინავიასა და ისლანდიას შორისაა და 6 დღის სავალ გზაზეა ინგლისის ჩრდილოეთიდან. როგორც წარმოგიდგენიათ, იქ იყო მუდმივი სიცივე და თვეობით იყვნენ მზის შუქის გარეშე უკიდურეს ჩრდილოეთ განედზე, და ჯერ კიდევ Thule შეყვანილია იდეალურ ადგილებს შორის. მე-4 საუკუნის ბერძენი კომენტატორი ასე აღწერს: ხალხი ცხოვრობს ფეტვით და სამკურნალო მცენარეებით, ხილით და ფესვებით; და სადაც არის მარცვალი და თაფლი, ხალხი მისგან სასმელს აკეთებს." ეს ხილის და თაფლის მიწა გაყინულ არქტიკაში აგრძელებს ხალხის აღფრთოვანებას, რამოდენიმე საათის შეწირვით რომ გაარკვიონ ზუსტად სად არის Thula. ზოგიერთის მოსაზრებით ეს არის ნორვეგიის ძველი სახელი. მაგრამ ვინ იცის? Thule-ეს ლურჯად მოხატული ხალხი შეიძლება სწორედ ახლა ეწეოდნენ თავიანთ სამეურნეო საქმიანობას კუნძულზე ... და ჩვენ უბრალოდ ვერ გვიპოვნია ისინი ჯერ.
ეს არის ელ დორადოს მსგავსი ლეგენდა, მაგრამ რამოდენიმე ათასი მილის დაშორებით ჩრდილოეთით, ლეგენდარული პროვინცია რომელიც 7 ოქროს ქალაქს შეიცავს თქმულების მიხედვით. 1540 წელს ესპანელმა მკვლევარებმა New Mexico-ში გაიგეს ამ ლეგენდის შესახებ და გადაწყვიტეს მისი აღმოჩენა. სამწუხაროდ რაც მათ იპოვეს იყო მხოლოდ ცოტაოდენი სპილენძი და რკინა. Quivira-ას ზუსტი მდებარეობა არასოდეს ყოფილა დადგენილი. იგი გაჩნდა ლიტერატურის ბევრ ნამუშევრებში და მისი სახელი გამოყენებულია ვენახისთვისაც.
ეს არის ლეგენდარული ქალაქი ოღონდ განსხვავებით - იგი არის დედამიწის გული. ცივილიზაციის მთლიანი ისტორიიდან დღემდე, ჭორები დიდი რაოდენობითაა, მაგრამ მეცნიერები ამბობენ რომ ჩასხმული კლდეების ფენები ალბათ არ არის საცხოვრებლად ხელსაყრელი. ეს არ აჩერებს თეორეტიკოსებს, რომლებიც ცდილობენ იპოვონ მიწისქვეშა შესასვლელი ქალაქ Agaratha -სი, რომელსაც ფიქრობენ რომ არის ანტარქტიკაში. პირველმა ვინც ეს სიტყვა "agartha" გამოიყენა იყო მე-19 საუკუნეში ოკულისტი Alexandre Saint-Yves, მაგრამ მისი გამოთვლა ტიბეტელი საიდუმლო საზოგადოებაზე ჟღერდა როგორც შანგრი-ლა, ვიდრე მიწის ქვეშ დამალული ქალაქი. ამ მითის უფრო სავარაუდო წყარო არის ბუდისტური Agharti-დან, რომელიც არის მიწისქვეშა სამეფო. ამ ქალაქის არსებობა ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ეს ყველაფერი არ აჩერებს ადამიანს მის ძიებაში.
ინგლისის ნაკლებრომანტიკულ ქალაქს არ აქვს ბევრი მითიური ადგილი. მაგრამ იყო ლეგენდები, რომელთა დიდი ნაწილი მეფე არტურს ეხება. ისტორიის მანძილზე ბევრჯელ იყო იმაზე კამათი არტური რეალურად არსებობდა თუ მხოლოდ ლეგენდა იყო, მაგრამ მისი სასამართლო კამელოტში აგრძელებს მეცნიერების გაოცებას. კამელოტი თუ არსებობდა, სად იყო ის? თუ არ არსებობდა, მაშინ რაზეა ის დაფუძნებული? არსებობს უამრავი კანდიდატი რეალური კამელოტის ტიტულისთვის, Glastonbury-ის ჩათვლით, Winchester და Colchester-იც კი. მაგრამ რომანი, რომელიც ამ ქალაქს ეხება არის მოთხრობაში, ნაკლებადაა ფაქტები და უზარმაზარი კოშკები. კამელოტის სასახლე ეფუძნება ძირითადად ფანტაზიას.
მითოლოგიური ცივილიზაციებიდან ყველაზე დამაფიქრებელია ატლანტიდა. პირველად იგი განიხილა პლატონმა, ატლანტიდა არის ჩაძირული კონტინენტი, დაიკარგა როდესაც წყალმა დაფარა ის. იგი იყო კულტურის და საგანმანათლებლო დიდი ცენტრი, რომელიც ათენის კონკურენტი იყო. ატლანტიდას ადგილმდებარეობა არასდროს ყოფილა ბოლომდე განსაზღვრული. მაგრამ იდეა რომ ის იყო ატლანტიდაში, საბოლოოდ გამომჟღავნებულია. ახლახანს ერთი სწავლული თვლიდა რომ იგი მდებარეობდა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, მაგრამ ეს თეორია არ იქნა დამოწმებული სხვა ექსპერტების მიერ. როგორც არ უნდა იყოს, ნაკლებად სავარაუდოა რომ იგი დასახლებულია სუპერ ინტელექტუალური თევზ- ადამიანებით, როგორც ხალხი თავისი ფანტაზიით ფიქრობს. მაგრამ შეიძლება იყოს ანტიკური კულტურის ნანგრევები სადღაც წყლის ქვეშ. მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი იყოს მხოლოდ მითი.
ტეგები: El_Dorado, Interesting, Mythical, Places, Quivira, Qwelly, Shangri-La, Thule, ელდორადო, მისტიური, მეტი...საინტერესო, ტული, შანრგილა
არადა ყოველთვის მინდოდა ელდორადოში ცხოვრება :) თურმე ელდორადოდ ცხოვრება უნდა მდომებოდა :D
ლაშა მუისკების საზოგადოების წევრობა მოგიხდებოდა :DD მე ატლანტიდას საძებნელად წავიდოდი სიამოვნებით :)
mariam kubaneishvili არ გეშინია რომ ფარფლები გამოგებას? :D თუ როგორც ითქმის არ ვიცი :)) ხომ გაიგე, იქ თევზ-ადამიანები არიან მარტო :D
mariam kubaneishvili_მ თქვა:
ლაშა მუისკების საზოგადოების წევრობა მოგიხდებოდა :DD მე ატლანტიდას საძებნელად წავიდოდი სიამოვნებით :)
რატომაც არა :D ეგ ჩემი ბავშვობის დროინდელი ოცნება იყო :DD ისე კი ღირს გარისკვა
ლაშა_მ თქვა:
mariam kubaneishvili არ გეშინია რომ ფარფლები გამოგებას? :D თუ როგორც ითქმის არ ვიცი :)) ხომ გაიგე, იქ თევზ-ადამიანები არიან მარტო :D
mariam kubaneishvili_მ თქვა:ლაშა მუისკების საზოგადოების წევრობა მოგიხდებოდა :DD მე ატლანტიდას საძებნელად წავიდოდი სიამოვნებით :)
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
2 მოწონება
ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
1 Like
Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies.
1. Choose the Right Class for Your Playstyle
At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️
სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.
Early Lifetime and Background…
© 2025 George.
•