წარმატებული ფოტოგრაფი რიჩარდ ავედონი ნიუ-იორკში, 1923 წლის 15 მაისს დაიბადა. თანამშრომლობდა ჟურნალებთან: “Harper’s Bazaar”-ი , “Vogue”და “The New Yorker”-ი. 2004 წლის 1 ოქტომბერს, 81 წლის ფოტოგრაფი გადაღებებისას გარდაიცვალა.
რიჩარდ ავედონი...
რიჩარდ ავედონის შემოქმედება თავისი ხელწერით გამოირჩევა, მის პორტრეტებში თეთრი, ნეიტრალური ფონი მაცდურ ეფექტს ქმნის. ფოტოხელოვანს შეეძლო ზუსტად გადმოეცა ემოცია, “დაეჭირა” საჭირო წამი.
ასეთი ეფექტის მიღება მხოლოდ ტექნიკით შეუძლებელია, აუცილებელია ფოტოგრაფის შინაგანი სამყაროსა და ემოციის სინთეზი. “ჩემი პორტრეტები უფრო ჩემზეა, ვიდრე იმ ადამიანებზე ვისაც ფოტოზე აღვბეჭდავ”, – ამბობდა ავედონი.
კარმენ, 1957.
ჰერცოგი და ჰერცოგინია უინზდორები, 1957.
ამ ფოტოზე აღბეჭდილია სიმპსონების წყვილი – ჰერცოგი და ჰერცოგინია. როცა ავედონმა ფოტოს გადაღება დააპირა, კადრში წყვილი ხელოვნურად იღიმოდა, ბუნებრივი ემოციის გამოსახატავად ფოტოგრაფმა შეთხზა ამბავი, თითქოს მათთან მიმავალს მაწანწალა ძაღლი ავტომანქანის ბორბლებში შეუვარდა და როდესაც სიმპსონების სახეზი სინანული აღიბეჭდა, სწორედ ამ დროს დააჭირა ხელი ფოტოაპარატის ღილაკს.
ოდრი ჰეპბერნი, 1967.
რიჩარდ ავედონი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ხიბლით, ქარიზმით, ენერგიულობით, სწორედ ამ სილაღის გამო მისი მოდელები ფოტოკამერის წინ თავისუფლად პოზირებდნენ. ავედონის პორტრეტების მაგიაც ამის შედეგია.
კრისტიან ბერნარდი და რენე, 1947.
ფოტოგრაფიით რიჩარდი ჯერ კიდევ 10 წლისა დაინტერესდა, შინ ”კოდაკის” ფირმის აპარატი იპოვა და მის შესწავლას შეუდგა. რიჩარდის პირველი მოდელები იყვნენ – სერგეი რახმანინოვი, რომელიც მაშინ ბავშვი იყო და რიჩარდის ბაბუის მეზობლად ცხოვრობდა (სამწუხაროდ ეს ფოტოები დაკარგულია) და რიჩარდის უმცროსი და. მოგვიანებით ფოტოხელოვანი იტყვის: “სწორედ მაშინ მოვინუსხე სამუდამოდ ქალური მომხიბვლელობითო”.
ჯორჯია ჰამილტონი, 1953.
ნადია აუერმანი, 1955.
1946 წლიდან ავედონი თანამშრომლობს ცნობილ მოდების ჟურნალთან – “Harper’s Bazaar”. ახალგაზრდა ფოტოგრაფმა მაშინდელ სამოდელო ფოტოგრაფიაში რევოლუცია მოახდინა. მისი ფოტოებიდან გაშეშებული თოჯინები კი არა ცოცხალი მოდელები იმზირებოდნენ.
საბოლოოდ ავედონმა თავისი თავი ფეშნ-ფოტოგრაფიაში აღმოაჩინა, თუმცა არასოდეს შეუწყვეტია მუშაობა სხვა სფეროშიც. 1956 წელს რეჟისორ სტენლი დონენის ფილმში – “Funny Face” კონსულტანტად და ფოტოგრაფად მუშაობდა, ფილმში ფრედ ასტერი ფოტოგრაფს განასახიერებს, მისი პერსონაჟის ცხოვრება ძალიან ჰგავს ავედონისას. ოდრი ჰებბერნი კი ავედონის მუზა იყო.
ვერუშკა, 1967.
მეფუტკრე რონალდ ფიშერი, 1981.
სალვადორ დალი, 1963.
მეშახტე რობერტო ლოპესი, 1980.
დოვიმა, 1955.
მარიან ანდერსენი, 1955.
The Beatles, 1967.
მაია პლისეცკაია, 1966.
სოფი ლორენი, რიჩარდ ავედონი, 1966.
მამაკაცი შლაპით, 1948.
ჯონ გალიანო, 1999.
ენდი უორჰოლი, 1969.
წყარო: dudana.kvirispalitra.ge
ტეგები: Art, Avedon, Photographer, Photography, Qwelly, Richard, ავედონი, დალი, კარმენი, ოდრი, მეტი...სალვადორი, ფოტოგრაფი, ფოტოგრაფია, ხელოვნება
mee momewona am kaciis potoebii :)) karmenis magarii kadri aqvs dacheriili :D haershi :D
:DDDd ra sasaasciloebi ariian :DDD
Brolika Qiqava_მ თქვა:
mee momewona am kaciis potoebii :)) karmenis magarii kadri aqvs dacheriili :D haershi :D
abaa... abaaaa :D
LsHისა_მ თქვა:
რამდენი გიჟი დადის ამ ქვეყნად და ქმნის ხელოვნებას!!!
დიდად ვერ მოვიხიბლე :( :)
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
2 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.
What to anticipate from New Natoks in 2025
Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…
© 2025 George.
•