ბედიის მონასტერი მდებარეობს ოჩამჩირის რაიონ სოფელ აგუბედიაში, აფხაზეთში. კომპლექსი ააგო გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III-მ თავისი სასახლის ეზოში და შექმნა "საყდრად საეპისკოპოსოდ". ისტორიის მანძილზე ტაძარი რამოდენიმეჯერ არის გადაკეთებული. ბედიის მონასტერი ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ნიმუშია, კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, დღეისთვის აგრეთვე შემორჩენილია ბედიის მიკროპოლისთა ორსართულიანი სასახლე და სამრეკლოს ნანგრევები. შუა საუკუნეებში ბედიის საეპისკოპოსო წარმოადგენდა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს. ბედიის ტაძრის საეკლესიო ნივთებს შორის უმნიშვნელოვანესია ბედიის ოქროს ბარძიმი, რომელიც საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული, იგი აღიარებულია ძვირფას ისტორიულ ნიმუშად, რომელიც მეფე ბაგრატმა და მისმა დედამ გურანდუხტმა შეწირეს, ბარძიმზე არის მაცხოვრის, ღვთისმშობლის და მოციქულების გამოსახულებები. ისტორიული წყაროების მიხედვით ბედიის მონასტერში ინახებოდა ქრისტეს ეკლის გვირგვინი.
დღესდღეობით ბედიის მონასტერი სავალალო მდგომარეობაშია, წაშლილია ბაგრატ მესამის ფრესკა, ქართული ორნამენტები და წარწერები. მონასტერში დაწყებულია "სარესტავრაციო სამუშაოები", რომლებმაც შესაძლოა გაანადგუროს ქართული ფრესკები და ორნამენტები, არასწორი რესტავრაცია ტაძარს უნიკალურ სახეს დააკარგვინებს.
ქრისტიანობა არის ძლიერი ბერკეტი, რომელმაც შექმნა საქართველოს ეროვნული და კულტურული მდიდარი მემკვიდრეობა, ამის ნათელი მაგალითია ბედიის მონასტერი - საქართველოს ერთიანობის სიმბოლო.
ტეგები: Abkhazia, Qwellyland, არქიტექტურა, აფხაზეთი, ბარძიმი, ბედია
ეს უბრალოდ იმის შეხსენება იყო, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და ბედიის მონასტერი - საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა!
კიი mariam, და რაც დრო გადის მით უფრო ხშირად გვავიწყდება ეს :(( და მომავალ თაობებს ხომ საერთოდ არც ემახსოვრებათ :(( (P.S. ჩვენშიც კი 95%_მა არ იცის "რა იყო აფხაზეთი", მათ შორიც მეც არ ვიცი)
mariam kubaneishvili_მ თქვა:
ეს უბრალოდ იმის შეხსენება იყო, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და ბედიის მონასტერი - საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა!
აფხაზეთი თითოეული ქართველის ტკივილია, სამწუხაროთ მართალი ხარ ლაშა ბევრმა არ ვიცით "რა იყო აფხაზეთი", მაგრამ იმედია დადგება დღე როცა აუცილებლად გავიგებთ თუ რამხელა ბედნიერებაა დაკარგულის დაბრუნება :))
ლაშა_მ თქვა:
კიი mariam, და რაც დრო გადის მით უფრო ხშირად გვავიწყდება ეს :(( და მომავალ თაობებს ხომ საერთოდ არც ემახსოვრებათ :(( (P.S. ჩვენშიც კი 95%_მა არ იცის "რა იყო აფხაზეთი", მათ შორიც მეც არ ვიცი)
mariam kubaneishvili_მ თქვა:ეს უბრალოდ იმის შეხსენება იყო, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და ბედიის მონასტერი - საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა!
ამაში ეჭვი არავის შეეპაროს... აფხაზეთი ჩვენი მიწაა და არამხოლოდ :))
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 6:13am
0 კომენტარი
0 მოწონება
In right now’s competitive marketplace, building a recognizable brand is key to organization good results. A trademark—no matter if it’s a reputation, brand, or slogan—is An important Instrument for protecting your brand id. On the other hand, to completely delight in its Positive aspects, you should register your trademark. This short article explains what trademark registration is, why it’s vital, and the way to navigate the registration method with ease.…
გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik
Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808
Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…
გაგრძელება
გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi
Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar
MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…
გაგრძელება
გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi
Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi
Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…
გაგრძელება
© 2025 George.
•