მწყერის შვილსა ჰქვია მუტრუკი. ☺
(სულ არ ყოფილა შეურაცხმყოფელი სიტყვა)
ტეგები: Interesting, Qwelly, grani, ეს_საინტერესოა, მოვლენა, მუტრუკი, მწყერი, ფაუნა, შვილი
ცხოველების და ფრინველების ნაშიერთა სახელები:
გარეული ცხოველების შვილები:
სპილოს შვილი - სპლიყვი;
ციყვის შვილი - დღნაჩვი;
ირმის შვილი - ნუკრი; ბიჟინა;
შვლის შვილი - ნუკრი; ბიჟინა;
ჯიხვის შვილი - ფოთრი;
კურდღლის შვილი - ბაჭია; ბაცაცი;
თაგვის შვილი - წრუწუნა; ღლაპი;
მტაცებელი ცხოველების შვილები:
ჯიქის, ლომის, ვეფხვის შვილი - ბოკვერი
მგელის, ტურას, მელას შვილი - ლეკვი;
დათვის შვილი - ბელი;
გარეული ფრინველების შვილები:
ყვავის შვილი - ბახალა;
ხოხობის, კაკაბის, გნოლის, დურაჯის, როჭოს, შურთხის და სხვა ამდაგვარი ფრინველების შვილი - ლაპი;
ბეღურას, მერცხალის და სხვა წვრილი ჩიტების შვილი - ბარტყი;
მტრედის შვილი - ხუნდი;
მწყერის შვილი - ჩოჩორი;
ფარშავანგის შვილი - "ნამლევი"
ბუს შვილი - "ღლაპი"
მტაცებელი ფრინველების შვილები:
არწივი, მიმინო, ქორი, შავარდენი და სხვა მტაცებელი ფრინველების შვილი - მართვე
ყველა საბაზიერო ფრინველის მართვეს ჰქვია - ქულა
შინაური ცხოველების შვილები:
ძროხის შვილი - ხბო;
კამეჩის შვილი - ზაქი;
ცხენის შვილი - კვიცი;
ვირის შვილი - ჩოჩორი; მუტრუკი;
აქლემის შვილი - კოზაკი;
თხის შვილი - თიკანი;
ცხვარის შვილი - ბატკანი; კრავი
ღორის შვილი - გოჭი
ძაღლის შვილი - ლეკვი;
კატის შვილი - კნუტი;
შინაური ფრინველების შვილები:
ქათმის შვილი - წიწილი;
ბატის, ინდაურის შვილი - ჭუკი
იხვის შვილი - ჭუკი; ბჟიტი;
ქვეწარმავლების შვილები:
გველის შვილი - წიწილი;
წყლის ბინადრების შვილების:
თევზის შვილი - ლიფსიტა;
ლოქო - ღლავის შვილი - ღლაბუტა
lali მგონი თქვენს ტექსტში შეცდომაა - მწყერი ჩოჩორს ვერ "შობს" და ვერც "გამოჩეკავს" :D
lali_მ თქვა:
მწყერის შვილი - ჩოჩორი;
და რა მწყერი, რის მწყერი? ჯორის და ვირის შვილს ჰქვია მტრუკი ხალხნო :)
Tamila ჯორის გაჩენილი ან განაყოფიერებული რამე გინახავს? :((
Tamila Moshiashvili_მ თქვა:
და რა მწყერი, რის მწყერი? ჯორის და ვირის შვილს ჰქვია მტრუკი ხალხნო :)
ჩოჩორი
მოკლედ, მგონი დროა გამოვასწოროთ ეს შეცდომა და საბოლოოდ დავაფიქსიროთ პასუხი.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩოჩორი ასევე ჰქვია ვირის შვილს და ვირის შვილსაც ეძახიან ხოლმე მუტრუკს, დიდი ალბათობით ნიკუშას შეეშალა და მწყერის შვილსაც უწოდა მუტრუკი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მწყერის შვილს ჰქვია ჩოჩორი, ისევე როგორც ვირისას. და ვირის შვილს რატომ ჰქვია ორი სახელი (ჩოჩორი და მუტრუკი) ეს ტიანშანივით ამოუხსნელი ფენომენია :)
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•