"პოეზიის და მუსიკის გარეთ", - ეს არის ილოს ლექსი და მეც ვიზიარებ ჩემს მიერ დაწერილი საპასუხო ლექსითვე.
პოეზიის და მუსიკის გარეთ
გადატეხილი ხიდია ნისლში!
და რომ განცდები ცრემლებად ვღვარეთ
ჰარმონიაა, რითმებად, ფიქრში!
პოეზიის და მუსიკის გარეთ
თვით ფუნჯიც ისე ვეღარ დახატავს!
წარმოსახვებო, ხედვა მოგვგვარეთ
სანამ სიკვდილი ჩონჩხად დაგვხატავს!
პოეზიის და მუსიკის გარეთ
მანდილოსანში ვერ ჩავიღიმებთ;
ან, ამ არსებას, რა უნდა გარეთ?!
მოწყენილობით ვერც გავიღიმებთ!
პოეზიის და მუსიკის გარეთ
გადატეხილი ხიდია ნისლში!
პოეზიის და მუსიკის გარეთ?!
მაშ გადამღვარეთ, არ მინდა ფიქრი!
28.11.2014წ.
ტეგები: Music, Poetry, Qwelly, მუსიკა, პოეზია, პოეზიის და მუსიკის გარეთ?!
ბრავო მამუკა,მომწონს.
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•