ვზივარ მიწაზე უკუნითი სიბნელე მაკრავს,

ვფიქრობ იმაზე ჩემი ჟამი ბოლოს რომ დაჰკრავს.

მე კარგად ვიცი სასიცოცხლო ცეცხლი მაკლია,

გამარჯვებისთვის ეს ძალიან დიდი ნაკლია.

ხშირად მეგობარს არ ენდობა სული ეული,

მეტად უსასო, უმწეობა წამოწეული,

დაე, გამწირონ - არ გავხდები მონა, მთხოველი

ყველგან მფრაველობს დიდებული სვეტიცხოველი!

დაე, დააგონ მახეები ჩემთვის, ცბიერთა

მაინც მექნება სიყვარული ძალთა ძლიერთა!

ჭირში გაიგებ ვინ - ვინ არის, ვინ - რა კაცია,

ვინ მშიშარაა, ვინ ქურდია და ვინ ტაცია.

როდესაც ბრძოლით დაღალული მარტო დარჩები,

თუ შეშინდები დამიჯერე ვერ გადარჩები.

ასწიე მაღლა შავი დროშა აფრქვიე ცეცხლი

სინდისს კაცობას არ არჩიო ოქრო და ვერცხლი!

მიწვდი მიწიერს იაზროვნე ღამეც და დღეცა,

მაგრამ არასდროს დაივიწყო ღმერთი და ზეცა!

თაყვანი ეცი შენს ღმერთს ცის და ქვეყნის შემოქმედს

ის დაგიფარავს, გლახაკს სულით, კეთილს, ქველმოქმედს

ფიქრში ვარ და თან იმედს, ნუგეშს, დავეძებ გულში

ვერსად ვპოვულობ ვითრგუნები გარემო - შურში

მოძღვარი ამბობს: შენი მტერი სიზარმაცეა

ფიქრი, თვითგვემა, ვერაფერი სიმამაცეა.

ამბობს, „რადგანაც კაცნი გქვია, შვილნი სოფლისა

გვმართებს ღვთის რწმენა, მოშიშობა და ღვრა ოფლისა

მმოძღვრავს, მასწავლის, გულს მიკეთებს მავსებს იმედით..

სურს, რომ ვიცხოვრო ცოდვათაგან გამორიდებით

ალბათ როდისმე საამაყო შვილიც გავხდები

თუ ამ ჭაობში მეც სხვებსავით სულ არ წავხდები.

დიახ, მსურს მისთვის, საქმით ითქვას ჩემი მადლობა

ბევრი ვიბრძოლო - არ დავკარგო მე თავმდაბლობა

ვფიქრობ და ვფიქრობ, გზად უტყვ ლანდებს გააქვთ რიალი

ღამით შავ ჩრდილებს ეკარგება ვარსკვლავთ ციალი

მინდა ვილოცო, მსურს გულიდან ტვირთი მოვიხსნა

ცოდვისმიერი სიბნელისგან სული რომ ვიხსნა.

უფალო, ღმერთო, მემიწყალე გზა აბნეული

ძალა მომეცი გთხოვ, განმკურნო ცოდვით სნეული.

შენმიერ სხივით განმინათლე მე გული ბნელი

მწე მეყავ რათა ავირიდო ცხელი ქვესკნელი...

ილო

ტეგები: Qwelly, გზა, დრო, ი.ელიზბარაშვილი, ლანდი, პოეზია, ქველი

ნახვა: 1007

გამოხმაურებები!

ისეთია, სულს რომ გაათბობს... მადლობა ავტორს)))

Ilosophy! :)

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Buy WoW MoP Classic Gold Safely & Fast at IGGM – Trusted By Thousands

გამოაქვეყნა CSCCA_მ.
თარიღი: ივლისი 23, 2025.
საათი: 9:33am 0 კომენტარი

Instant Delivery | Safe Transactions | ⭐ 4.8+ Trustpilot Rating

Looking to dominate in World of Warcraft: Mists of Pandaria Classic? Get a head start by buying WoW MoP Classic gold from IGGM.com – the #1 trusted online gold store.



Why Choose IGGM for WoW MoP Classic Gold?

✅ Fast Delivery

95% of orders delivered within 10 minutes

Multiple servers supported with real-time inventory



✅ Safe…

გაგრძელება

MMOexp Diablo 4 Season 9:Essentials for the Bearing the Weight of Ghosts Quest

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივლისი 23, 2025.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

Step deeper into the secrets of the Horadrim and Diablo 4 gold face your first major test in the Sins of the Horadrim storyline.

Season 9 of Diablo 4 introduces a gripping narrative centered around ancient Horadric knowledge, forgotten relics, and cursed dungeons. One of the earliest major quests in this journey is Bearing the Weight of Ghosts—a dark and challenging mission that picks up immediately after The Truth…

გაგრძელება

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

  

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters