ერთხელ მაინც გადმოვტოპავ
ენგურსა და მტკვარს..
გავუმართლებ "მეფეს" სიტყვებს
"გადმოვცურავ ზღვას"...
შენს სუნს ერთხელ მეც შევიგრძნობ,
ჩაგიხუტებ ღრმად,
შენს ქუჩებში ვისეირნებ
ამაყად და ბრმად...
შვილებს ისევ დაიბრუნებ,
და ჩაიკრავ გულში,
ემიგრანტებს შენ სტკივიხარ
დაობლებულ სულში..
არასოდეს არ მინახავს
მე შენი ზღვის ფერი,
მაგრამ, ცურვას მანდ ვისწავლი,
არ მოგერიდები...
ღვთისმშობელო მოწიწებით,
მე თხოვნა მაქვს ერთი,
აფხაზეთში ჩვენც ვიპოვოთ
ჩვენი წილი ღმერთი..
ვისაც კიდევ სისხლი გვიდუღს
და მომავლის გვწამს,
ნურასოდეს გადავუხვევთ,
ჩვენი ქვეყნის მრწამსს...
ყველას მინდა ერთი ვთხოვო,
ერთურთს ვუდგეთ გვერდში,
და სამშობლო არ დავტოვოთ
ღრმა იარით მკერდში...
ავტორი ლელა გიგაური
ტეგები: abkhazia, lela gigauri poetry, poetry, qwelly, აფხაზეთი, ლელა გიგაურის პოეზია, ლექსი, პოეზია, სამშობლო, ტკივილი, მეტი...ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•