დღესდღეობით ძნელი წარმოსადგენია ცხოვრება ყავის გარეშე. ამ არომატულმა სასმელმა იმდენად მყარად დაიმკვიდრა ადგილი ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში, ვერც იფიქრებ, რომ იგი სულ რამდენიმე საუკუნის ისტორიას ითვლის. ყავა, გარდა იმისა, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია, ნამცხვრებისა და დესერტების არაჩვეულებრივ დანამატს წარმოადგენს.

   

    როცა ყავაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება რამდენიმე სიტყვით არ მიმოვიხილოთ მისი ცნობილი სახეობები.

 

ყავა კაპუჩინო- კაპუჩინოს სამშობლო იტალიაა. მის გამოგონებას იტალიელ ბერ კაპუცინებს მიაწერენ. იტალიელი ბერები ყავას მხოლოდ რძით მიირთმევდნენ. შეამჩნიეს, რომ ყავა იკეთებდა გემრიელ ნაღებს და ბერებისთვის, რომლებიც ისედაც მოკლებულნი იყვნენ ამქვეყნიურ სიამოვნებას, ყავა ნეტარების საგნად იქცა. მათ ნაღებითა და რძით ყავის მომზადების მთელი ტექნოლოგია შეიმუშავეს. XIX საუკუნეში კაპუჩინოს მომზადება გაცილებით გაამარტივა თანამედროვე ტექნოლოგიებმა. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე კაპუჩინოს სახარში აპარატები მუშაობს პადრე კარლოს მიერ შემუშავებული მეთოდით. სუპერმარკეტებში ხშირად შეხვდებით ხსნად ყავა კაპუჩინოს, თუმცა, დამეთანხმებით, მას ცოტა რამ აკავშირებს ნამდვილ კაპუჩინოსთან.

 

ყავა ესპრესო - ესპრესოს ისტორია 1900 წლიდან იწყება, როდესაც იტალიელმა მეწარმემ ლუიჯი ბეზერამ პირველად გამოიყენა სპეციალური ფილტრი და ორთქლის წნევა ყავის მომზადებისთვის. სიტყვა ესპრესსო ნიშნავს დაწნეხილს, რაც ყავის მომზადების სპეციფიკიდან გამომდინარეობს. XX საუკუნის 30-იან წლებში ფაშისტურ იტალიაში შემუშავებული იქნა ყავის სახარშის ქვიშის საათის ფორმის ცნობილი დიზაინი.

 

ხსნადი ყავა - ეს შეუფასებელი საჩუქარი სამყაროს შვეიცარიელმა ქიმიკოსმა, მაქს მორგენშტალერმა უსახსოვრა. 1938 წელს საზოგადოების წინაშე წარადგინა თავისი ახალი გამოგონება, რომელსაც დიდი წარმატება არ მოჰყოლია. ექსპერტების აზრით, ეს ახალი სასმელი უგემური იყო და არც არომატი გააჩნდა. ხსნადი ყავის ეპოქა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო, რადგანაც ფრონტის ხაზზე მისი მომზადება გაცილებით მარტივი იყო.

 

 

ტეგები: qwelly, cofe, coffe, ეს_საინტერესოა, საკითხავი

ნახვა: 939

გამოხმაურებები!

შემდეგში გავითვალისწიინებ :*** ;)

თათია ილურა_მ თქვა:

თუ შეიძლება,  თქვენობით ნუ  მომმართავ :* :D :D :D :D
ცისია_მ თქვა:

ეგ თქვენი კომპედენციიაა როოგოორ დაასრუულებთ ^_^

თათია ილურა_მ თქვა:

ჰაჰაჰაჰააა, ცის კარგად გამაცინე :* ჩვენო ძალისა და ენერგიის მომცემო? :D :D :D

ცისია_მ თქვა:

ყავას მივმართე თათ :)

თათია ილურა_მ თქვა:

ეგ როგორ გავიგო? :)

ცისია_მ თქვა:

ჩვენოო ^_^

ხსნად ყავაზე რა ცუდი წარმოდგენა ქონიათ :D ომმა უშველა, თორე სულ დაივიწყებდნენ მაგის რეცეპტს :D

ყავას წინ დიდი მომავალი აქვს, გადალახავს ყველა დაბრკოლებას მჯერა მე :D:D

Kakha_მ თქვა:

მარიამ ყავას უამრავი მტერი ყავს, დაცვა და მოფრთხილება ჭირდება :D

mariam kubaneishvili_მ თქვა:

ხსნად ყავაზე რა ცუდი წარმოდგენა ქონიათ :D ომმა უშველა, თორე სულ დაივიწყებდნენ მაგის რეცეპტს :D

შენ და მეორე მეგრელს ელის მსოფლიო. ელოდება, როდის გამიამზიურებთ მაგ საიდუმლო რეცეპტს, რომლესაც საგულდაგულოდ ინახავთ :D :D

Kakha_მ თქვა:

თათია მეგრული ყავის შესახებ რატომ არაფერია ცნობილი?? :DD

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Dynamic Memory Allocation

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters