ბაყდარს!
გწერს შენი საპყარი
ბებო სალომე აღარ გვყავს ბაყდარ.
ჩვენი ტკბილი ბებო.
გახსოვს, როგორ გვიყვარდა ყველას. ახლა ვფიქრობ, იმ ქვრივ ქალს თავისთვის რა ჰქონდა, მთელი სოფლის ბალღებისთვის კი ბარაქა გამოსდიოდა ხელებიდან. საჭმელად რო მივადგებოდით, თავის შვილს, ლევანს ერთი ლუკმით ჩვენზე მეტ პურს არ მოუტეხდა.
მანდაც, ფრონტზე რო ვიყავი, მაინცდამაინც ბებო სალომეს გამომცხვარი პური მენატრებოდა.
როგორი წვალებით გაზარდა ლევანი. ასე მგონია, რაც დაქვრივდა, თვალი არ მოუხუჭავს, ლევანს არ შემიცივდეს, ლევანს არ მომიშივდეს, ლევანს უმამობით გული არ დაუღონდეს... ჩვენც იმის ლევანები ვიყავით ყველანი.
ეგეთი ქალები ადამიანები კი არიან, მაგრამ გული ანგელოზისა უდევთ მკერდში.
მე და ლევანი ხო ერთ დღეს წავედით ომში. სანთლები გაგვატანა: შვილებო, ომში იმიტო მისდიხართ რო, გასროლინებენ კიდეც და კაცსაც მოგაკვლევინებენ, ეგ თქვენი ნება-სურვილი არ არისო. იცოდეთ, სუყველას დედა ჰყავს, ყველა ღვთის შვილია და ყველას თავისი დედა ელოდება სახლში. დედის გული სხვას ფიქრობს, შვილებო, დედები მაშინაც კი ელოდებიან თავის შვილებს, როცა შვილები საიქიოს არიან და მაშინ უფრო მეტად ელოდებიან. დედის გულში მაშინაც არის იმედი, დამიბრუნდება ჩემი შვილიო.
მშვიდობით დამიბრუნდით, დედა გენაცვალოთ! ეს სანთლები მაშინ დაანთეთ, ომს როცა დაიწყებთ და ღმერთს შენდობა სთხოვეთ.
აბა, წადით ახლა და კეთილად იარეთ!
აი ეგრე გაგვაცილა მე და ლევანი სალომე ბაბომ.
მე რაც ომიდან დავბრუნდი, დღე რ გასულა, ჩემთან არ გადმოსულიყო და არ ვენახე. სუ ლევანზე მელაპარაკებოდა, დაწყებული აკვნიდან, ომში გაცილებამდე, ყოველი დღე მისხალ-მისხალ ახსოვდა მისი.
იცი, როგორ ელოდებოდა!
მალე ჩამოვა ჩემი ლევანიო და აუხდა კიდეც ნატვრა. ამ ერთი თვის წინ ჩამოვიდა ლევანი. სახლში რომ მისულა და თავის ლოგინზე დაწოლილა, უცებ ჩასძინებია. სალომე ბებო სამკალზე იყო ამ დროს.
მოვიდა და რას ხედავს: ლევანი თავის ლოგინში წევს და სძინავს. რას გააღვიძებდა, დედა გენაცვალოსო, ჩაუჩურჩულა ალბათ, როგორც იცოდა. საჭმელი მოუმზადა. ლევანი არ იღვიძებს, ვისაც ომი აქვს გამოვლილი, ის გაიგებს, რა ტკბილია თავის სახლში, თავის ლოგინში ძილი. ის ღამეც ეძინა ლევანს, მეორე დღეც ეძინა, სალომე ალბათ ფეხის წვერებზე დადიოდა, მივიდოდა და დახედავდა შვილს, მივიდოდა და დახედავდა, ან შეიძლება სულაც სასთუმალთან ეჯდა, ფიქრით ელაპარაკებოდა...
ხო გახსოვს, გული აწუხებდა. ალბათ მაშინაც შეაწუხა, მაგრამ მაინც არ გააღვიძა მძინარე, ომგამოვლილი შვილი. იმისმა ანგელოზის გულმა კი ისე შეწყვიტა ფეთქვა, ისევ ეძინა ლევანს.
რო გაიღვიძა...
მერე?
მერე სუ თავჩახრილი იჯდა სახლის კარებთან ლევანი. გადავიდოდი, ვითომ ვამხნევებდი, ბიჭო ლევან, როგორა ხარ, რას შვები-მეთქი.
- რას ვშვრები და გულსა ვხარშავ დარდის ბალღამშიო - მითხრა ერთხელ.
თურმე მართლა გულსა ხარშავდა და ერთი თვის თავზე თვითონაც თავისი საყვარელი დედის სანახავად წავიდა საიქიოში.
აეგეთ მწარე წერილსა გწერ, ჩემო ბაყდარ, მაგრამ შენ მაინც რომ არ გაგიზიარო ჩემი დარდი, მეც გული მეხარშება ბალღამში, იმ დალოცვილი დედა-შვილის ცოდვით.
ენახათ სააქაოიშიც ერთმანთი, რა იქნებოდა ვითომ?!
საპყარი
სოფელი
1944 წელი
"ღმერთის შვილები", გოდერძი ჩოხელი
შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება მოთხრობის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური
ტეგები: Qwellyland, ლიტერატურა, მოთხრობები, ქველი, ღმერთის_შვილები, ჩოხელი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივლისი 10, 2026.
საათი: 10:57am
0 კომენტარი
0 მოწონება
Hair Dryer Brush Manufacturer: Daily Grooming Tool for Healthy Hair and Scalp Care A hair brush is one of the most common and essential personal grooming tools used in…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•