წმინდა გიორგი ღმერთშემოსილის შესახებ ინფორმაცია მისი მოწაფის, უდიდესი მამის და მოღვაწის გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებიდან ვიგებთ. საქართველოდან მალულა წასული გიორგი მთაწმინდელი, ათონის წმინდა მთის მოლოცვის შემდეგ, სწორედ განდეგილობაში, შავ იგივე საკვირველ მთაზე მყოფ ბერ გიორგის უმოწაფდება.
გიორგი მცირე, რომელმაც გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება აღწერა გიორგი დაყუდებულის თხოვნით, ხშირად ახსენებს განდეგილ მოძღვარს და მის უდიდეს ავტორიტეტს როგორც გიორგი მთაწმინდელის, ასევე მთლიანად საქართველოს ეკლესიის იმდროინდელ მდგომარეობაში. სწორედ გიორგი დაყუდებულმა აკურთხა საკუთარი მორჩილი და მოწაფე, წმინდა მთაზე დაბრუნებულიყო და ექვთიმე ათონელის მთარგმნელობითი მოღვაწეობა გაეგრძელებინა. თავმდაბლობით გამორჩეულმა მისმა სახელოვანმა მოწაფემ, 7 წელი ათონის მთაზე მორჩილებაში გაატარა. როდესაც ეს გიორგი დაყუდებულმა შეიტყო, საყვედურის წერილი მისწერა. მაშინ გიორგიმ შეინანა, მღვდლად ეკურთხა და ქართველ ერს უთარგმნა ის უდიდესი განძა, რასაც უფლის დაწერილი სიტყვა, საეკლესიო სწავლება თუ საღმრთისმსახურო ლიტერატურა ჰქვია.
გიორგი ღმერთშემოსილის ცხოვრების წესზე გიორგი მცირე წერს: "ვითარცა გურიტი უბიწოჲ და ტრედი უმანკოჲ, კაცი ზეცისაჲ და ანგელოზი ქუეყანისაჲ, განშორებული ჴორცთაგან და ჴორციელ ზრუნვათაგან, გონებით ღმრთისა მიცვალებული". გიორგი დაყუდებულის მოღვაწეობიდან ცნობილია ისიც, რომ მას გადაუწერია დავით მტბევარის მიერ ბერძნულიდან ქართულად ნათარგმნი სვიმეონ საკვირველთმოქმედის დედის, მართასი, და წმიდისა ბარლაამ სიროკავკასიელის ცხოვრება.
გიორგი დაყუდებული, ღმერთშემოსილი, მოძღვარი, რომელმაც გიორგი მთაწმინდელის "მონაზონობა სრულჰყო ჰყო" აღესრულა 1068 წელს.
ტეგები: 16 ივლისი, Qwellyland, თვენი, ივლისი, ქველი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
1 Like
© 2025 George.
•