- კიდევ ერთი დადებითი ნაბიჯი გადაიდგა ქართული ენის სასიკეთოდ!
- ლექსკონი მართლაც რომ დროული და მნიშნელოვანი იყო.
- სტუდენტებს განსაკუთრებით გამოგვადგება.
ასეთი შეფასებები იკითხებოდა ვირტუალურ სივრცეში თსუს ლექსიკოგრაფიული ცენტრის მიერ გამოცემული "ბარბარიზმების ლექსიკონის" ინტერნეტგანხილვებში.
ლექსიკონი 2017 წლის დასაწყისში, სულ რამდენიმე დღის წინ გამოვიდა და წამძღვარებული აქვს, თავად ცეტრის მიმართვა:
ძვირფასო მკითხველო!
მოძრაობა #არაბარბარიზმებს იწყებს ინგლისურენოვანი ბარბარიზმების ლექსიკონის წარდგენას ჩვენი საზოგადოებისათვის. ამ ეტაპზე ლექსიკონში შევიდა ის ბარბარიზმები, რომლებიც მოძრაობის გვერდზე ქვეყნდებოდა 2016 წლის ნოემბრის ბოლოდან დღემდე. ბარბარიზმების შემცველი სიტყვა-სტატიების გამოქვეყნება კვლავ გაგრძელდება ყოველდღიურად და ლექსიკონის შევსებულ ვერსიას თვეში ერთხელ მივაწოდებთ დაინტერესებულ მკითხველს. ბარბარიზმების სია ყოველდღიურად ივსება ჩვენი მეგობრების და მხარდამჭერების მიერ გამოგზავნილი მასალით. ვფიქრობთ, რამდენიმე თვე დაგვჭირდება იმისათვის, რომ გამოვავლინოთ და ლექსიკონში შევიტანოთ ის ბარბარიზმები, რომლებიც ყველაზე ხშირად ისმის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან.
ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ამ პროცესის შეჩერება და საზოგადოებისათვის ბარბარიზმების ქართული შესატყვისების შეთავაზება.
ლექსიკონზე მუშაობის პარალელურად ვაქვეყნებთ სტატიებს, რომლებშიც ვცდილობთ წარმოვაჩინოთ ამ პრობლემის არსი და ძირითადი მიზეზები. ასე რომ, ადევნეთ თვალი ჩვენი მოძრაობის გვერდს #არაბარბარიზმებს.
გვიხარია, რომ ბარბარიზმების ლექსიკონზე ჩვენი ცენტრი ქართულ საზოგადოებასთან ერთად მუშაობს!
ლექსიკოგრაფიული ცენტრი!
ა
აროგანტული a arrogant ქედმაღალი, მედიდური, ამპარტავანი, დიდგულა, გულზვიადი
ასისტანსი n assistance დახმარება
ატიტუდი n attitude დამოკიდებულება
აფილირებული a affiliated დაკავშირებული
აქტორი n actor მოქმედი პირი
აჯენდა n agenda დღის წესრიგი
ბ
ბაიერი n buyer შესყიდვების მენეჯერი, შემსყიდველი
ბორდერიზაცია n borderisation საზღვრის გავლება
ბორდი n board მმართველობა; საბჭო; კომისია, კოლეგია; კომიტეტი
გ
გაკვეთილის აღება to take a lesson სწავლა
დ
დაანონსება v announce გამოცხადება, განცხადება, უწყება
დისემინაცია n dissemination გავრცელება
დედლაინი n deadline უკანასკნელი / ბოლო ვადა
დესტინაცია n destination დანიშნულების ადგილი
ე
ევალუაცია n evaluation შეფასება
ელიმინაცია n elimination აღმოფხვრა
ვ
ვალიდური a valid დასაბუთებული, სარწმუნო; (იურიდიული მნიშვნელობით) მოქმედი, კანონიერი ძალის მქონე, ძალამოსილი
ვიზიტორი n visitor სტუმარი, მნახველი; ტურისტი
ვორდინგი n wording სიტყვიერი ფორმულირება
ი
ივენთი n event ღონისძიება; შეკრება, თავყრილობა; კონცერტი, სპექტაკლი
იმპლემენტაცია n implementation განხორციელება, შესრულება, რეალიზაცია
ინსპირაცია n inspiration შთაგონება
ინტერვენცია n intervention ჩარევა
ისტებლიშმენტი n establishment მმართველი წრეები
კ
კოავტორი n co-author თანაავტორი
კოლაბორაცია n collaboration თანამშრომლობა, ერთობლივი მუშაობა
კომუნიკაციის ქონა n to have communication დაკავშირება
კონტრიბუცია n contribution წვლილი
კოპროდუქცია / კოპროდუქტი n co-production ერთობლივი ნამუშევარი
კრეატიული n creative შემოქმედებითი, მხატვრული
ლ
ლოკაცია n location ადგილი, ადგილმდებარეობა
მ
მასკულინური a masculine მამაკაცისა; მამაკაცური
მეინსტრიმული a mainstream ყველაზე გავრცელებული, წამყვანი
მისინტერპრეტაცია n misinterpretation არასწორი ინტერპრეტაცია, არასწორი ახსნა- განმარტება
ო
ობზერვაცია n observation დაკვირვება
პ
პანელი n panel სპეციალისტების ჯგუფი
პერფორმანსი n performance სპექტაკლი, წარმოდგენა, სანახაობა
პოზიცია[1] n position თანამდებობა, ადგილი
პოზიცია[2] n position მთავრობა
პრიმარული n primary მთავარი, ძირითადი
პროლონგაცია n prolongation ვადის გაგრძელება, გადავადება
რ
რეპორტი n report ანგარიში
რესეფშენი n reception მიმღები (განყოფილება)
რესტორატორი n restaurateur რესტორნის მფლობელი; რესტორნის მმართველი
რითრითი n retreat გასვლითი (სამუშაო) შეხვედრა
ს
სეკუნდარული n secondary მეორეხარისხოვანი, დამხმარე
სენსიტიური a sensitive ფაქიზი, საფრთხილო, საჩოთირო
სფიჩი n speech სიტყვა, გამოსვლა
ტ
ტრენდი n trend მიმართულება, მიმდინარეობა, ტენდენცია
უ
ურგენტული a urgent სასწრაფო, გადაუდებელი
ფ
ფართი n party წვეულება; შეკრება; ქეიფი, დროსტარება; მიღება, დარბაზობა
ფასილიტატორი n facilitator წარმმართველი; მოდერატორი; მრჩეველი,
კონსულტანტი
ფინალური a final საბოლოო, დასკვნითი
ფეშენისტა n fashionista მაღალი მოდის მიმდევარი, მოდის მოყვარული, მოდით დაინტერესებული
ფრუსტრირებული a frustrated იმედგაცრუებული
ჩ
ჩელენჯი n challenge გამოწვევა
ჰ
ჰაბი n hub ცენტრი
P.S. მომდევნო გამოცემებში შეტანილ სიტყვებს ამ გვერდზე შემოგთავაზებთ განახლებების სახით.
ტეგები: Qwelly, ლექსიკონი, საინტერესო, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 2:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
© 2025 George.
•