კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 25
ნაწილი I
როგორი შეზღუდულიც არ უნდა იყოს ჩვენი ცოდნა ასტრონომიაში, ბევრი ჩვენგანი მაინც ახერხებს ჩრდილოეთის ცის ვარსკვლავთა უსასრულობიდან ვარსკვლავების გარკვეული დაჯგუფებების გამორჩევას და მათში კარგად ნაცნობი ირმის ნახტომის, ორიონისა და დიდი დათვის თანავარსკვლავედების ამოცნობას. რამდენიმე ჩვენგანი თუ შეძლებდა სამხრეთ ნახევარსფეროს ცაზე თანავარსკვლავედების ამოცნობას, რომელთაც დანახვისთანავე ცნობენ ავსტრალიის მცხოვრებნი.
ცხოვრების შემადგენელი რთული და კომპლექსური ელემენტების გამარტივებისკენ მიდრეკილება ვარსკვლავებზე დაკვირვებით არ შემოიფარგლება. თითოეული ჩვენგანი უამრავი სხვადასხვა გზით ცდილობს ფორმებისა და ტენდენციების დანახვას ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელ მოვლენებში, რათა უკეთ გავარკვიოთ მათი მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. არც განათლების სფეროს მკვლევრები არიან გამონაკლისნი.
ადამიანის მოღვაწეობის ამა თუ იმ სფეროს კვლევისას, საკვლევი ცვლადები ხშირად იმაზე რთული აღმოჩნდება ხოლმე, ვიდრე ეს კვლევის დაწყებამდე იყო ნავარაუდევი. ამის კარგი მაგალითია სწავლების სხვადასხვა სტილისა და მოსწავლის აკადემიური მიღწევის ურთიერთმიმართების კვლევა. ზოგადი განსხვავება პროგრესულ და ტრადიციულ, ფორმალურ და არაფორმალურ ქცევებს შორის საკმაოდ ბუნდოვანია და უარეს შემთხვევაში, არათანმიმდევრულ და საუკეთესო შემთხვევაში კი, არადამაჯერებელ შედეგებს იძლევა. სინამდვილეში, სწავლებისა და სწავლის კონტექსტში ისეთი ეპითეტები, როგორიცაა არაფორმალური ან ფორმალური, „მრავალგანზომილებიან ცნებებს“ უკავშირდებიან ანუ ცნებებს, რომლებიც რამდენიმე ცვლადისგან შედგებიან. „მრავალგანზომილებიანი სკალირება“, თავის მხრივ, ასეთ ცვლადებს შორის არსებული მსგავსებების შესახებ მსჯელობის გაანალიზების საშუალებაა, რითაც ამ მსჯელობების მრავალგანზომილებიანობის შეფასება ხდება შესაძლებელი (Bennett and Bowers 1977). რაც შეეხება სწავლების სტილსა და მოსწავლის აკადემიური მოსწრების კვლევას, არსებობს მოსაზრება, რომ საჭიროა მასწავლებლის ქცევის მრავალგანზომილებიანი ტიპოლოგიების შექმნა. მიჩნეულია, რომ ასეთი ტიპოლოგია მკვლევარს შესაძლებლობას მისცემს, ერთად დააჯგუფოს მასწავლებლების მსგავსი მსჯელობები საკლასო გარემოს ორგანიზაციისა და მართვის შესახებ და მოსწავლეების მოტივირების, შეფასებისა და სწავლების შესახებ.
ასეთი მსჯელობების დაჯგუფების უამრავი და მრავალფეროვანი ტექნიკა არსებობს. ყველა მათგანს აერთიანებს ის, რომ ისინი „დიდი რაოდენობით საზომებს შორის არსებული ძირითადი ცვლადების ბუნებისა და მათი რაოდენობის განსაზღვრის“ მეთოდებია. ამ განმარტებას კერლინგერი (1970) დაჯგუფების ერთ-ერთი კარგად ცნობილი ტექნიკის - „ფაქტორული ანალიზის“ - აღსაწერად იყენებს. წინამდებარე თავს ელემენტარული კავშირის ანალიზის განხილვით დავიწყებთ, რომლის განხორციელება ხელითაც შესაძლებელია, ხოლო შემდეგ წარმოგიდგენთ ფაქტორულ ანალიზს, რაც უმჯობესია კომპიუტერის გამოყენებით გაკეთდეს. და ბოლოს, მოკლედ მიმოვიხილავთ მრავალდონიან მოდელირებას და კლასტერულ ანალიზს, რომელიც ადამიანების ან ჯგუფების ორგანიზების მეთოდია და არა - ცვლადების.
ელემენტარული კავშირის ანალიზი (McQuitty 1957) მასწავლებლის პიროვნული კონსტრუქტების კავშირის შესწავლის ერთ-ერთი გზაა, რაშიც იგულისხმება თავისი მოსწავლეების შესახებ მასწავლებლის მიერ გამოთქმული მსჯელობების მრავალგანზომილებიანობის შეფასება. ის ცვლადების სიმრავლეში კონკრეტული ცვლადების კლასტერების იდენტიფიცირებასა და განსაზღვრას ცდილობს. ფაქტორული ანალიზის მსგავსად, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ელემენტარული კავშირის ანალიზით ურთიერთდაკავშირებულ ჯგუფებს ეძებენ. ამ ძიების მიზანს „ტიპების“ დადგენა წარმოადგენს. მაკქუიტი (1957) „ტიპს“ უწოდებს „ადამიანების ან სხვა ობიექტების კატეგორიას (ჩვენს მაგალითში, პიროვნულ კონსტრუქტებს), რომელიც ერთმანეთის მსგავს და დამოუკიდებელ წევრებს მოიცავს“.
დაწყებითი კლასების მასწავლებელმა თავისი მოსწავლეების შესახებ მისეულ ხედვაზე საუბრისას შვიდი განსხვავებული კონსტრუქტი მოგვცა (იხილეთ თავი 20). მან შემდეგი შესატყვის და არაშესატყვის კონსტრუქტები გამოყო: „ჭკვიანი“ (+), „სოციაბილური“ (+), „კარგი ვერბალური უნარების მქონე“ (+), „სანიმუშო ქცევის მქონე“ (+), „აგრესიული“ (-), „ხმაურიანი“ (-), და „უხეში“ (-).
ამის შემდეგ კლასის ჟურნალიდან შემთხვევითი შერჩევის წესით შეირჩა ოთხი ვაჟი და ექვსი გოგონა და მასწავლებელს სთხოვეს, რომ ისინი რანგების მიხედვით შეეფასებინა თითოეულ კონსტრუქტზე, სადაც პოზიცია 1-ით აღინიშნებოდა ის ბავშვი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამებოდა კონკრეტულ მოცემულ კონსტრუქტს, ხოლო პოზიცია 10 - მოცემული კონსტრუქტისთვის ყველაზე ნაკლებად შესატყვის ბავშვი. მასწავლებლის მიერ განხორციელებული რანჟირების შედეგები მოცემულია ჩანართში 25. 1. საყურადღებოა, რომ სამ კონსტრუქტში რანგების თანამიმდევრობა შებრუნებულია, რათა შენარჩუნებული ყოფილიყო მიმართულება შესატყვისი = 1-დან არაშესატყვისი = 10-მდე.
--------------------
ჩანართი 25. 1
ათი ბავშვის რანგული რიგი შვიდი კონსტრუქტის მიხედვით
წყარო: Cohen 1977
--------------------
ჩანართში 25.2 წარმოდგენილია ჩანართში 25. 1 მოცემული შვიდი პიროვნული კონსტრუქტის რეიტინგებს შორის კორელაცია (ამ შემთხვევაში კორელაციის დასათვლელად გამოყენებულია სპირმენის რო).
--------------------
ჩანართი 25. 2
შვიდ პიროვნულ კონსტრუქტს შორის კორელაციები
წყარო: Cohen 1977
--------------------
ელემენტარული კავშირის ანალიზი მკვლევარს მსგავისი ცვლადების დაჯგუფების საშუალებას აძლევს.
--------------------
ჩანართი 25. 3
შვიდ პიროვნულ კონსტრუქტს შორის მიმართების სტრუქტურირება
I კლასტერი: ცუდად მოქცევა = აგრესიული
II კლასტერი: ხმაურიანი - ტლანქი/უხეში - არასოციაბილური
კარგი ვერბალური უნარების მქონე = ჭკვიანი
= აღნიშნულია რეციპროკული მიმართება ცვლადებს შორის
წყარო: Cohen 1977
--------------------
ტეგები: Qwelly, ანალიზი, გაზომვა, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მარტი 27, 2026.
საათი: 11:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
FC 26 Coins is bringing a wave of new skill moves to the pitch, giving players more ways to outsmart defenders and create scoring opportunities. Let's break down each new move and how to use…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
© 2026 George.
•