მეოთხე საუკუნეში, 354 წელს, იმპერიის დედაქალაქ რომში, კეთილმსახური ქრისტიანის ოჯახში დაიბადა ღირსი არსენი. არსენმა მცირე ასაკიდანვე გამოიჩინა ქრისტეს სიყვარული და მისდამი მსახურებისთვის თავის შეწირვა გადაწყვიტა. ახალგაზრდა არსენს დიაკვნად დაასხეს ხელი. მოგვიანებით როდესაც რომის იმპერიის აღმოსავლეთის მმართველმა თეოდოსიმ არსენის განათლებისა და ღვთისმოსაობის შესახებ შეიტყო თავისი ვაჟების აღზრდა დაავალა. განმარტოებული ცხოვრებისთვის თავგადადებულ მამას არ სურდა საიმპერატორო ტახტზე ცხოვრება, მაგრამ თავისი სურვილის წინააღმდეგ, არსენი იძულებული გახდა დამორჩილებოდა იმპერატორის ნებას - იმ ხანად წმიდა მამა 29 წლისა იყო.
კონსტანტინეპოლში ჩასული წმიდა არსენი დიდი პატივით მიიღო იმპერატორმა თეოდოსიმ და სთხოვა, მეფისწულები ღვთისმოშიშებით აღეზარდა: „თუმცა ისინი უფლისწულები არიან, მაგრამ ყველაფერში უნდა დაგემორჩილონ, როგორც მამას და მასწავლებელს“. ღირსი მამა გულმოდგინედ შეუდგა ყრმათა აღზრდას, მაგრამ დიდი პატივი, რომლითაც გარშემორტყმული იყო, უმძიმებდა ბერული ცხოვრებისა და მდუმარებისკენ მოწოდებულ სულს. წმიდა არსენი მხურვალედ ევედრებოდა უფალს, გამოეჩინა მისთვის ცხოვრების გზა. უფალმა ისმინა მისი და, ერთხელ, წმიდა მამას ზეციდან მოესმა ხმა: „არსენ, განუდეგ კაცთა და ცხოვნდები“. წმიდა არსენმა განიძარცვა მდიდრული სამოსელი, მალულად დატოვა სასახლე, ხომალდზე ავიდა და ალექსანდრიაში წავიდა, აქედან კი უდაბნოს მიაშურა. მონასტერში მისულმა წმიდა არსენმა წინამძღვარს საძმოში მიღება სთხოვა. წმიდანი მიიყვანეს ღირს იოანე კოლოვასთან. ღირსმა იოანემ წმიდა არსენის მორჩილების გამოსაცდელად ტრაპეზთან კი არ დასვა მისული, არამედ პურის ნაჭერი გადაუგდო და უთხრა: „ჭამე, თუ გინდა“. ღირსი არსენი მორჩილებით დაემხო მუხლებზე, მადლიერებით მიიღო პური და კუთხეში დადგა. წმიდა იოანემ თქვა: „ის უდიდესი მოღვაწე იქნება“ და სიხარულით აღკვეცა ბერად.
უდაბნოში მოღვაწე მამათა შორის, არსენმა განსაკუთრებული გულმოდგინება გამოიჩინეა. ერთხელ, ლოცვისას კვლავ გაიგონა ზეციური ხმა: „არსენ, განუდეგ კაცთა, მდუმარება დაიმარხე, რადგან ესაა ძირი უცოდველობისა“. ღირსი არსენი განმარტოებულ კელიაში დასახლდა და მდუმარების ღვაწლს შეუდგა. იშვიათად გამოდიოდა გარეთ, მხოლოდ დღესასწაულზე და კვირაობით მიდიოდა ეკლესიაში. ერთი ბერის კითხვაზე, თუ რატომ განუდგა ხალხს, მოწამემ უპასუხა: „ღმერთი ხედავს, რომ ყველა მიყვარს, მაგრამ არ ძალმიძს ერთდროულად ღმერთთანაც ვიყო და ხალხთანაც“. დიდი მოღვაწის სახელი შორს გავარდა. ბევრს უნდოდა მისი ნახვა, ამით კი ღირსი მამის მდუმარების აღთქმა ირღვეოდა, ამიტომ წმიდანი იძულებული იყო ხშირად გამოეცვალა საცხოვრისი, მაგრამ მისი ნახვის მსურველები მაინც ახერხებდნენ მის პოვნას.
წმინდა მამა მონაზვნური ცხოვრების და გამოცდილების გაზიარების უშრეტი წყარო იყო. ერთხელ ერთმა ბერმა ჰკითხა წმიდა არსენის, როგორ მოქცეულიყო, როდესაც ფსალმუნის კითხვისას სიტყვების მნიშვნელობა არ ესმოდა. წმიდა ბერმა უპასუხა, რომ საჭიროა ფსალმუნის კითხვის გაგრძელება, რადგან ბოროტი ძალები გარბიან ადამიანისაგან წმიდა წერილის სიტყვების გაგონებისას. ღირსი არსენი გამორჩეულად უყვარდა შრომა. ბერებს ხშირად ესმოდათ წმიდა არსენის სიტყვები: „იშრომე, არსენი, ნუ ზარმაცობ, შენ აქ დასასვენებლად კი არ მოსულხარ, არამედ საღვაწოდ“. წმიდა ბერი ხშირად იტყოდა ხოლმე: „ბევრჯერ ჩავვარდნილვარ სინანულში წარმოთქმული სიტყვების გამო, დუმილის გამო კი არასოდეს!“
წმინდა მამამ თითქმის სამი ოცეული წელი გაატარა სამონაზვნ მოღვაწეობაში და 449-450 წელს, 95 წლის ასაკში აღესრულა. გამორჩეული მოღვაწეობის გამო, სახელი „დიდი“ მის თანამედროვეთაგან მიიღ და ასე შევიდა საღმრთისმსახურო წიგნებში.
ტეგები: 21 მაისი, Qwellyland, თვენი, მაისი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
© 2025 George.
•