ღვინის სამშობლოში ღვინის შესანახ ოთახსაც საუკუნეების განმავლობაში განსაკუთრებული და ხშირ შემთხვევაში, საკრაული მნიშვნელობა ჰქონდა. მარანი - ესაა ღვინის სახლი, რომელშიც იწურება, ღვინდება და ინახება ეს ღვთიური სითხე. ჯერ კიდევ 864 წლით დათარიღებულ სინურ ხელნაწერში მარანი განმარტებულია, როგორც ღვინის შენახვისათვის განკუთვნილი ნაგებობა. ჩანს კიდევ დიდხანს გაყვები მარანს ეს ფუნქცია. ქართველი კაცისთვის მარანი სამოსახლო, საკარმიდამო კომპლექსში ერთ-ერთი აუცილებელი ადგილი იყო. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, კლიმატური თუ ბენუბრივი პირობების თავისუბურებების შესაბამისად, სხვადასხვა ფორმის და არქიტექტურის მარნები შენდებოდა. აღმოსავლეთ საქართველოში გაბატონებული ცხელი ჰავის გამო მარნები დახურულ, ქვიტკირის ნაგებობებს წარმოადგენენ და გავრცელებული იყო საცხოვრებლის სარდაფში მარნების მოწყობა. მეტ-ნაკლებად, ტენიანობით გამორჩეულ დასავლეთ საქართველოში კი მარნის ჭურებიანი ნაწილი, ღია ცის ქვეშაა განთავსებული, ხოლო ის ადგილი, სადაც მეღვინეობასთან დაკავშირებული ნივთები ინახებოდა, ღია ტიპის გადახურულ ნაგებობას წარმოადგენდა.
მაგრამ ის რაც დღეს მხოლოდ მარნებად შემოგვრჩა ანდა მარნების სახით გვაქვს ნანახი, მოჩუქურთმებული, მოპირკეთებული, მოლამაზებული და ე.წ. ძველ სტილსა და ყაიდაზე გადაწყობილი, ადრე ერთ დიდ და მთლიან საცხოვრებელ დარბაზებს წარმოადგენდა, დღეს რომ დედაბოძი მარნებში დეკორაციად გვევლინება, ადრე მთელი სახლის ერთადერთი საყრდენი იყო და ა.შ.
„არსებობს ქართული დარბაზის ორი ძირითადი ტიპი: ქართლური და მესხური.
დარბაზის ქართლური ტიპი წარმოადგენს ერთსათავსიან საცხოვრებელს დერეფნით და შუაში კერით, რომლის ზემოთაც აღმართულია გვირგივნი. ეს უკანასკნელი, როგორც წესი, ეყრდნობა ჩუქურთმებით შემკულ ხის დედაბოძებს. ბოძების რაოდენობისა და მათი განლაგების მიხედვით ვარჩევთ ინტერიერის სამ ძირითად ტიპს: ორბოძიანს, სამბოძიანს და ოთხბოძიანს.
დარბაზის მესხური ტიპი წარმოადგენს კომპლექსურ საცხოვრებელს - დარბაზონავს, რომელშიც ძირითადი საცხოვრებლის გარდა ერთ ჭერქვეშაა თავმოყრილი ყველა დანარჩენი სამეურნეო-საცხოვრებელი სათავსები: ბოსელი - „ახორი“, საცხოვრებელი ოთახით - „ახვრის-ოდით“, ზამთრის საცხოვრებელი „ოდა“ ბუხრით, საბძელი, დერაფნი და სხვა.
გვირგვინი აქაურ დაბრაზში თორმეტ კედლისპირა ბოძს ეყრდნობა; დარბაზი თბება ჩუქურთმით შემკული ბუხრის - „ოჯახის“ საშუალებით.“
Лонгиноз Сумбадзе, „Архитектура грузинского народного жилища дарбази“, (Мецниереба, Тбилиси, 1984)
სახლის ბიბლიოთეკაში წლებია ინახება ერთი წიგნი, რომელიც დასურათებულია სხვადასხვა კუთხისა და საგვარეულო დარბაზების ფოტოებით და აღწერილობებით. „ქართული ხალხური საცხოვრებლის ხუროთმოძღვრება“ ასე ჰქვია წიგნს, რომელის ავტორიც გახლავთ ლონგინოზ სუმბაძე. ვრცელი სამეცნიერო ნაშრომის შემდეგ წარმოდგენილია ცხრილები, სხვადასხვა დარბაზების მოხაზულობებით და მცირე განხილვებით.
შემოგთავაზებთ პოსტების სერიას ქართული დარბაზების შესახებ. გავყვეთ თანმიმდევრულად.
ტეგები: Qwelly, არქიტექტურა, დარბაზი, საინტერესო, ქართული, ხალხური, ხუროთმოძღვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
© 2025 George.
•