გადატვირთული საახალწლო დღეები შემდეგ, რამე მსუბუქი და სასიამოვნო აუცილებლად მოგინდებათ. თხელ-თხელ ცომზე, მსუბუქად მოლაგებული ბოსტნეული ამის გარანტია. სახელწოდების არ იყოს, ნამდვილად ჰარმონიულად დაამშვენებს თქვენს ნაახალწლევ განწყობას.
ფქვილი გაცერით, დაამატეთ საფუარი, მარილი და შაქარი. ჩაასხით წყალი, დაამატეთ ზეითუნის ზეთი და კარგად მოზილეთ. მოათავსეთ ცომი ჯამში, გადააფარეთ თბილი ქსოვილი და დატოვეთ 1 საათით. როცა ცომი ამოვა, კიდევ ერთხელ კარგად მოზილეთ 2-3 წუთის განმავლობაში.
მოამზადეთ პიცის სოუსი: მოათავსეთ სოუსის ინგრედიენტები თასში და კარგად აურიეთ.
გააბრტყელეთ ცომი წრის ფორმაზე, წაუსვით პიცის სოუსი, მაიონეზი, დააწყეთ სოკო, კუბებად დაჭრილი პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ზეთისხილი, მოასხით მდოგვი და მოათავსეთ ღუმელში გამოსაცხობად.
ტეგები: Qwellynaria, ბოსტნეული, პიცა, რეცეპტი, ხორციელი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•