თევზაობა, ყველაზე კარგი საშუალებაა სიმშვიდის მოპოვებისა, QwellyNaRia_ს რეცეპტით მომზადებული თევზი, ამ თევზაობის ყველაზე კარგი დაგვირგვინება!

თავად შეამოწმეთ:

შემადგენლობა:

  1. თევზის ფილე - 500 გრ.
  2. კომბოსტო - 100 გრ.
  3. სტაფილო-1 ცალი
  4. ხახვი - 1 ცალი
  5. ოხრახუში
  6. კამა
  7. ნიორი
  8. 1 კბილი
  9. ჰერკულესი - 1-2 ს.კ.
  10. ორცხობილა
  11. მცენარეული ზეთი
  12. მარილი
  13. ახალდაფქული პილპილი გემოვნებით.


მომზადების წესი:

  • თევზის ფილე გავრეცხოთ, გავაშროთ და ხორცსაკეპში გავატაროთ. 
  • კომბოსტო გავრეცხოთ და ისიც გავატაროთ.
  • ნიორი გავფრცქვნათ, დავჭყლიტოთ ან წვრილად დავჭრათ.
  • ხახვი გავფრცქვნათ და წვრილად დავჭრათ.
  • სტაფილო გავასუფთავოთ და გავხეხოთ.
  • ხახვი და სტაფილო ცოტაოდენ მცენარეულ ზეთში მოვშუშოთ.
  • თასზე შევაერთოთ: თევზის ფარში, კომბოსტო, ხახვი, სტაფილო, მწვანილი, ნიორი, მარილი, პილპილი და იმდენი ჰერკულესი, რომ ერთგვაროვანი, წებოვანი მასა გამოვიდეს და მისგან კატლეტის გაკეთება შეიძლებოდეს.
  • წყალში დასველებული ხელებით ავიღოთ მასა და მივცეთ კატლეტის ფორმა. შემდეგ ეს ფორმა ამოვავლოთ დაფშვნილ ორცხობილაში.
  • კატლეტებს კარგად გაცხელებულ ტაფაზე მცენარეულ ზეთში ვწვავთ, სანამ მადისაღმძვრელ ფერს არ მიიღებს.
  • გადავაბრუნებთ, ერთხენს კიდევ ვწვავთ (1 წუთი მაინც), შემდეგ ცეცხლს მინიმუმამდე დავუწევთ, ტაფას თავზე დავაფარებთ და მომზადებამდე 10-12 წუთს დავიცდით.

 

ტეგები: qwelly, qwellynaria, recipe, ბოსტნეული, თევზეული, კატლეტი, კულინარია, რეცეპტი

ნახვა: 1402

გამოხმაურებები!

:D :D :D ki aba me sachmelebis keteba vici nu ityvi :D :D :D 

tAtiA_მ თქვა:

akaki erti es ar gagiketebia ra... :D sektembershi amas gaaketeb da dagvpatijeb! :D

რა მაგარი თეფშია ))))))))

რა გემრიელი იქნებაა

არა ხამსას ნუ გარევ აქ იმას თავისი ადგილი აქვს :დდ მე კი ყველანაირ თევზზე ვგიჟდები ^^

contributorSaid

მაიკო ხამსას ფილესგან დამზადებულიც გემრიელი იქნება ? :დ 

contributorSaid

რა გემრიელი იქნებაა

სად კატლეტი და სად ხამსა კარგი რა :დ

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm 0 კომენტარი

ქალთა უფლებები

ქეთევან პოპიაშვილი

პრეზენტაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…

გაგრძელება

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

 ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters